სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც გეი ჯარისკაცები სამხედრო ბაზის გარეთ სქესობრივი კავშირისთვის დამნაშავედ სცნეს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება სცდებოდა სამხედრო კანონმდებლობაში „სოდომის ცოდვის“ ჩარჩოებს, რომელსაც სამოქალაქო ჯგუფები აქტიურად
სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც გეი ჯარისკაცები სამხედრო ბაზის გარეთ სქესობრივი კავშირისთვის დამნაშავედ სცნეს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება სცდებოდა სამხედრო კანონმდებლობაში „სოდომის ცოდვის“ ჩარჩოებს, რომელსაც სამოქალაქო ჯგუფები აქტიურად აკრიტიკებენ.
უზენაესის გადაწყვეტილება, რომ საქმე შეიარაღებული ძალების სასამართლოსთვის განსახილველად კიდევ ერთხელ გადაეცათ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფებმა მოიწონეს. აქტივისტები ქვეყნის მიერ 1962 წელს მიღებულ კანონმდებლობას დიდი ხანია აპროტესტებენ, რომელიც სამხრეთ კორეის კაცების სიმრავლით გამორჩეულ შეიარაღებულ ძალებში გეი სექსს კრძალავს.
კანონმდებლობით ჯარისკაცებს შორის „ანალური სქესობრივი კავშირი“ და „ნებისმიერი სხვა მიუღებელი აქტი“ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. მოსამართლის მსჯელობის თანახმად, არასამუშაო საათებში ნებაყოფლობით სექსზე შეზღუდვები არ უნდა ვრცელდებოდეს.
„ის იდეები, რომლებიც მიუღებლად ითვლებოდა, დროის და საზოგადოების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა. ხედვა, რომ კაცებს შორის სქესობრივი კავშირი დამამცირებელი და ამორალურია, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი დროის მორალურ სტანდარტებთან და მისაღები არ არის“, — აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.
სასამართლომ მოგვიანებით პრესრელიზიც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან „მიუთითებს, რომ ერთი და იმავე სქესის სამხედრო მოსამსახურეებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დასჯადი აღარ უნდა იყოს“.
ისტორიული საქმე ლეიტენანტსა და სერჟანტს შორის არსამუშაო დროს სქესობრივ კავშირს შეეხებოდა. 2017 წლის საქმე ერთ-ერთია, სულ მცირე, ცხრა ჯარისკაცის საქმისგან, რომლებსაც „არმიის მიერ გეი კაცებზე აგრესიული თავდასხმა“ უწოდეს.
სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში ტრანსგენდერი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაკანონიერი დისკრიმინაციაც დაადგინა. ჯარისკაცი ჯარიდან ქირურგიული ოპერაციის გაკეთების გამო გაათავისუფლეს. სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯარისკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წყარო: abc News
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,