Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება. დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის მარტის თვეში:
- თებერვლის მიწურულს თბილისი პრაიდმა დაიწყო „ქვიარ ინფლუენსერების სკოლა 2023“. სესიები მარტშიც გაგრძელდა.
- პირველი შაბათი საქართველოსა და მსოფლიოში ქვიარ აქტივიზმის ისტორიას დაეთმო. სესიას თბილისი პრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია უძღვებოდა. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და ლგბქტ უფლებებზე მონაწილეებს სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი ესაუბრა.
- შემდეგ ორგანიზაციამ უმასპინძლა სესიას სიტყვის თავისუფლებაზე ლევან ბერძენიშვილთან ერთად. ჟურნალისტმა თამუნა ჩქარეულმა კი პროექტის მონაწილეებს ამბის თხრობის (storytelling) ვორქშოფი შესთავაზა. „ქვიარ ინფლუენსერების სკოლა 2023“ აპრილშიც გაგრძელდება.
- მარტში თბილისი პრაიდის ოფისი ლგბტქ თემის შეკრების საყვარელი ადგილი იყო. ორგანიზაციამ უკვე ტრადიციად აქცია სამაგიდო თამაშების საღამოები, რომლებიც სტუმრებს განსაკუთრებულად მოსწონთ.
- თბილისი პრაიდმა ასევე აქტიურად დაიწყო მზადება THE DRAG BALL-ისთვის, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართება.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში 2021 წლის მდგომარეობის მცირე ანგარიში მოიცავს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების აღწერასაც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს, რაც პრემიერმინისტრის განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს „შეუფერებელი“ უწოდა
„[ძალადობრივი] მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პრემიერმინისტრმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „შეუფერებელი“ უწოდა. დღის განმავლობაში, შსს-მ ვერ უზრუნველყო დემონსტრაციების კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა. 28 მოძალადის დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დაჯგუფებების ლიდერები და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები არ დაუკავებიათ“, — წერია ანგარიშში და აღნიშნულია ისიც, რომ არათუ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები არ დასჯილან, პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირებაც შეძლეს.
„ალტ-ინფოს ლიდერებმა პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობაც დაარეგისტრირეს და ოფისები მთელ საქართველოში გახსნეს. დაჯგუფების ლიდერები ავრცელებდნენ მოწოდებებს და მიზნის მისაღწევად ძალადობას უჭერდნენ მხარს“, — აღნიშნულია ანგარიშში.
2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღონისძიება, ღირსების მარში იყო დაგეგმილი, რომელიც პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ძალადობრივი მუქარების და მმართველი ძალის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ძალადობრივმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ძალადობრივი ალტ-ინფოს თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:
- თებერვალში თბილისი პრაიდმა „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ მეორე სეზონი დაიწყო. პროექტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სოციალურ ქსელებში ან მათ მიღმა აქტიურად საუბრობს ლგბტქი თემებზე, ქვიარ თემის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ცვლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეები უკვე შეირჩნენ, „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ პირველი შეხვედრა კი 25 თებერვალს გაიმართება. სკოლა 10 კვირის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეები არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეძლებენ საუბარს. მათ შორისაა:
- ქვიარ აქტივიზმის ისტორია: ადგილობრივი და გლობალური გამოცდილებები;
- იდენტობის და ქვიარ პოლიტიკა;
- ლგბტქი უფლებები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
- ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;
- ქვიარ ხელოვნება და დრეგი, როგორც პოლიტიკური აქტივიზმი;
- ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა;
- მულტიმედია სოციალური ცვლილებებისთვის;
- ინტერსექციურო
ბა და სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობა; - სოციალური მოძრაობები და კამპანიების დაგეგმვა;
- ამბის თხრობის ხელოვნება;
- სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია თანამედროვე საქართველოში.
- 23 თებერვალს თბილისი პრაიდმა, საინიციატივო ჯგუფმა და კლუბმა „მტკვარზე“ უმასპინძლა მორიგ დრეგ-მეჯლისს, რომლის თემაც ამჯერად ჰოლივუდი იყო. თემის შესაბამისად, ღამე საოცრად ამაღელვებელი და გლამურული გამოვიდა. მაყურებელმა ახალი და უკვე საყვარელი დრეგ-შემსრულებლების ნომრები იხილა. მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიას ღია მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების მიმართ. ქართული ესტრადის დივამ მეჯლისის სტუმრებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა და საღამო ჟიურის წევრის რანგში გააგრძელა. დრეგ-მეჯლისზე ასევე ესტუმრნენ კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Anman (ანა-მარია ბურდული), Kordz & DRO.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა იყო.
თბილისი პრაიდის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის შედეგებმა მის მოლოდინებს გადააჭარბა.
ლგბტქი+ თემის გაძლიერებისა და ჰომოფობიის დაძლევაში წვლილის შეტანის მიზნით, პარტნიორმა ორგანიზაციებმა თემის შერჩეული ლიდერებისთვის და აქტივისტებისთვის შეიმუშავეს ინტენსიური ტრენინგ-კურსი და დააორგანიზეს აქტივიზმის სკოლა, რომლის დასრულების შემდეგაც სკოლის მონაწილეებმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტები განახორციელეს.
ოთხმა გამარჯვებულმა გუნდმა მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოადგინა. გუნდის წევრებმა ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზეც და სამუშაო პროცესზეც.
გუნდების პროექტებს შორის იყო:
- კბილის მოსინჯვა რაჭაში;
- ქოფირაითინგის კურსები ქვიარებისთვის;
- თავშესაფარი შენი უფლებაა;
- ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში.
პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამის მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.
პროექტის მონაწილეების გარდა, შეხვედრას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული თავმჯდომარე, ბექა ბაჯელიძე, ქვიარ თემის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დრო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე იდეების გაცვლასა და დისკუსიასაც დაეთმო.
პროექტ ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში ფარგლებში ჩაწერილი ვიდეოების ნახვა ქვემოთ მითითებულ ფლეილისტში შეგიძლიათ. თითოეულ ვიდეოში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ჰომოფობიური ბულინგის ნიადაგზე მომხდარ ნამდვილ ამბებს კითხულობენ, რომლებიც პროექტის იდეის ავტორებმა მოკვლევის შედეგად მოიპოვეს.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:
- ორგანიზაციამ 2022 წელი დრეგ მეჯლისის გრანდიოზული ღამით გააცილა, რომელსაც კლუბმა „KHIDI“ უმასპინძლა. THE DRAG BALL:ALL STARS ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ღამედ იქცა — ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლების ახალი ნომრები, შესანიშნავი მუსიკა, საახალწლო განწყობა და მეჯლისის განსაკუთრებული სტუმარი, ჯაზის ქართველი ლეგენდა, გიული ჩოხელი მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება. რადიო თავისუფლებამ მეჯლისს მოკლე დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნა.
- 2023 წელს თბილისი პრაიდის ოფისში ტრადიციულად გრძელდება სათემო შეხვედრები. ორგანიზაციამ 2023 წელი იოსებ (სოსო) ბლიაძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის, „ჩემი ოთახის“, ჩვენებით დაიწყო. ხალხმრავალი შეხვედრა ფილმის რეჟისორთან საუბრით და ფილმზე დისკუსიით დასრულდა.
- 27 იანვარს თბილისი პრაიდმა კიდევ ერთ სათემო შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც ორგანიზაციის ოფისი თამაშების, გართობისა და თემის წევრებისა და თანამოაზრეების გაცნობის უსაფრთხო სივრცედ იქცა.
- 2023 წლის იანვარში ორგანიზაციამ დაიწყო ახალი მულტიმედია პროექტი „საერთო ენა“. „საერთო ენა“ თბილისი პრაიდისთვის განსაკუთრებულად მნიშვ
ნელოვანი პროექტია — სივრცე, რომელშიც ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ თემებზე საინტერესო რესპონდენტების დიალოგის გზით საერთო ენის პოვნას შეეცდება. პროექტის Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პირველი გადაცემა, რომელშიც ქალები და კაცები საუბრობენ ფემინიზმზე.
თებერვალში თბილისი პრაიდი ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს. გარდა ამისა, ახლოვდება ორგანიზაციის დაბადების დღე.
იხილეთ აგრეთვე:
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენის ნაწილში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
“მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია. 5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ/სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე სათანადოდ არ შეფასებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც საქართველოს პროკურატურის მიერ, არ წარმოდგენილა რელევანტური მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სასამართლოში ამ შემაშფოთებელი შედეგის დადგომა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
თბილისი პრაიდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს და პროკურატურა ხელს აფარებენ 5 ივლისის ძალადობის უშუალო ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. მიუხედავად თბილისი პრაიდის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა და მტკიცებულებების არსებობისა, დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს ბრალი წარდგენილი.
“მსგავსი ქმედებები ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს, განაგრძონ თავდასხმები უმცირესობების წარმომადგენლებზე და ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 5 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, რის აღსადგენადაც აუცილებელია ძალადობრივი მოვლენების ეფექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა”, — წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისის საქმე და სათანადოდ დასაჯონ თავდასხმის ორგანიზატორები და მონაწილეები.
სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.
5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.
2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:
- დეკემბერი თბილისი პრაიდმა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის დასკვნითი ღონისძიებით დაიწყო, რომელიც Youth Peace Ambassador Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა. მათი ორგანიზებით, პირველ დეკემბერს ლგბტქი თემის წევრები, ახალგაზრდები, მხარდამჭერები და აივ/შიდსის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები Cafe Gallery-ში შეიკრიბნენ და ისაუბრეს ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებზე. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა Netflix-ის ძალიან ინფორმატიული და ემოციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის, History 101 — AIDS-ის, ჩვენება. ღონისძიების ყველა დამსწრეს ჰქონდა უფასო აივ ტესტირების შესაძლებლობა.
- დეკემბერში ორგანიზაციამ გააგრძელა ტრადიციული სათემო შეხვედრები თბილისი პრაიდის ოფისში, რომელიც თემის თავშეყრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცა:
- 15 დეკემბერს თბილისი პრაიდმა უმასპინძლა შეხვედრას პარტიულ საქმიანობაში ქვიარ ადამიანების ჩართვისა და ამასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. შეხვედრაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, მამუკა ჯუღელმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა და დამსწრეებს რჩევები მისცა.
- 23 დეკემბერს ორგანიზაციამ უმასპინძლა შეხვედრას გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სულ ცოტა ხნის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება. შეხვედრაზე სტუმრად საქმის ერთ-ერთი მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) წარმომადგენლები იყვნენ.
- ორგანიზაცია მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა წლის ყველაზე დაუვიწყარი და გრანდიოზული დრეგ მეჯლისისთვის — THE DRAG BALL: ALL STARS — რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება კლუბ KHIDI-ზე და რომლის ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ tkt.ge-ზე. დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Sofio McQueen, Lucrezia, Gerilyn Stone, LiLe LARA, Rafaela Toxikana, Queen Vanilla Ice, Evil Queen. გარდა ამისა, დამსწრეებს სპეციალურ პერფორმანსს შესთავაზებს მაქსიმე მაჩაიძე (Luna997), IAMNIKITA და Body Pressure. მეჯლისს გახსნის განსაკუთრებული სტუმარი — ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი. იხილეთ ღონისძიება Facebook-ზე.
- დეკემბერში ორგანიზაციამ დაასრულა განვლილი წლის შეჯამება და შექმნა საახალწლო ცნობის ფურცელი, რომელშიც 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბებია თავმოყრილი.
იანვარში თბილისი პრაიდი გამორჩეულ სათემო შეხვედრებს გეგმავს და გაასაჯაროებს ახალ, სრულიად განსხვავებულ პროექტს, რომლის პირველი ნაწილიც უკვე მზადაა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
ხვალ, პირველ დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისი პრაიდი და Youth Peace Ambassadors Network შეკრებას მართავენ.
შეკრება მიეძღვნება აივ ინფექცია/შიდსის პრობლემასა და მასთან დაკავშირებულ სტიგმას, აივ/შიდსის ისტორიას, თანამედროვეობასა და შიდსის ეპიდემიის დაძლევის საკითხს. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან დავით კახაბერი (თანასწორობის მოძრაობა) და სანდრო ღვინიაშვილი (თანადგომა), ხოლო მოდერატორი მარიამ კვარაცხელია (თბილისი პრაიდი).
შენიშვნა: 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, შეიცვალა ღონისძიების მოდერატორი და ერთ-ერთი მომხსენებელი — სანდრო ღვინიაშვილის ნაცვლად მომხსენებელი იქნება იოანე მინდორაშვილი (თანადგომა). შეხვედრას მოდერატორობას გაუწევს ნინო გაბაძე (Youth Peace Ambassadors Network).
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება Netflix-ის დოკუმენტური შოუს, History 101-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ჩვენება შიდსის შესახებ, რის შემდეგაც იქნება დისკუსია აივ/შიდსის და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების თემაზე.
შეკრება გაიმართება Cafe Gallery-ში და უმასპინძლებს ლგბტქი თემის წევრებს, ახალგაზრდებს, მხარდამჭერებს და აივ/შიდსის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
დამსწრეთათვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი იქნება აივ-ის სწრაფი ტესტირება, ასევე დარიგდება თბილისი პრაიდის აივ/შიდსზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ბრენდირებული ჩანთები.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
29 ნოემბერს თბილისის ანძა ერთდროულად რამდენიმე ფერით განათდა. თბილისი პრაიდმა Facebook-ზე ანძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანძა “ცისარტყელას ფერებში განათდა”.
პოსტს თბილისის მერია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა.
“როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)”, — აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებას თბილისი პრაიდი გამოეხმაურა. ორგანიზაციამ Facebook-ზე დაწერა, რომ “ანძა პრაიდის ფერებში ანთებული, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან თბილისის მერი ჰომოფობია”.
პრაიდის წარმომადგენლებმა კახა კალაძეს ღია წერილითაც მიმართეს, სადაც განხილულია რუსეთში მოღვაწე ბლოგერის, ნობელ არტუმასიანის ინტერვიუ დედაქალაქის მერთან, რომელშიც კალაძე ლგბტქ ადამიანების მდგომარეობაზეც საუბრობს და პრაიდის შეფასებით, წარბშეუხრელად იტყუება.
“სიკვდილით, კორუფციული გარიგებებით, შრომის უღირსი პირობებით, ჩაბეტონებული მწვანე სივრცეებით, სიდუხჭირით, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც არჩილ თალაკვაძის მტკიცების მიუხედავად, სულაც არ არის “ყველაზე კომფორტული” სავსე ქალაქში, ლგბტქ ადამიანები “ჩვეულებრივად” ვერ ვცხოვრობთ.
ვართ სიძულვილის, დისკრიმინაციის, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფის, გარიყვის, დევნის მსხვერპლები და ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ პოლიტიკური ტრიბუნიდან ხმამაღლა აცხადებთ, რომ “ეს თქვენთვის, პირადად, მიუღებელია.”
იმის ბრალიცაა, რომ სწორედ ძალაუფლების მქონე ადამიანების გამოისობით, 5 ივლისის სასტიკი დარბევის მომწყობები სრულიად თავისუფლად და ამაყად დადიან ქუჩებში.
იმის ბრალია, რომ ჰომოფობიური დანაშაულის მსხვერპლის მიერ გამოძახებული პოლიცია მსხვერპლსავე ადანაშაულებს.
იმის ბრალია, რომ კანონი ლგბტქ უფლებებისადმი ბრმაა.
იმის ბრალია, რომ საჯარო სივრცე მთლიანად გამოგვგლიჯეთ და სიძულვილის ჯგუფებს გადაულოცეთ”, — ვკითხულობთ ღია წერილში.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
25-29 ნოემბერს, თბილისი პრაიდი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქალაქგარეთ 5-დღიან აქტივისტურ სკოლას გამართავენ, რომელში ჩართვაც 30 ლგბტქი თემის წევრსა და მხარდამჭერს შეეძლება.
„აქტივიზმის სკოლა არის შესაძლებლობა, შეხვდეთ თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, თანამოაზრეებს, საკითხის ექსპერტებს და ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს“, — აღნიშნულია ფეისბუკ ღონისძიების აღწერაში.
აქტივიზმის სკოლა დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა:
- ლგბტქი აქტივიზმის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში;
- ეფექტური ლგბტქი კამპანიების გამოცდილებები;
- ძალაუფლების წყაროები თანამედროვე საზოგადოებაში;
- ორგანიზაციებისა და მოძრაობების სტრატეგიის განსაზღვრა;
- პროექტების დაგეგმვა, მართვა, ადვოკატირება და ლობირება;
- ხელოვნება, მულტიმედია და სოციალური მედია ცვლილებებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და რეგიონში მცხოვრებ მონაწილეებს თბილისამდე ტრანსპორტირების ხარჯი აუნაზღაურდებათ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების აღწერის თანახმად, „შერჩეული მონაწილეები გამოთქვამენ მზაობას ჩაერთონ ბანაკის შემდგომ დაგეგმილ აქტივობებში და განახორციელონ აქტივისტური კამპანიები მცირე საგრანტო პროექტების სახით“.
თუ აქტივისტურ სკოლაში მონაწილეობა გინდათ, სარეგისტრაციო ფორმა 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსოთ.