რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ საკვირაო წირვაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაზე ისაუბრა და ლიბერალური დასავლური ღირებულებები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, გეი ღირსების მარშს უჭერს მხარს. პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი 24 თებერვალს წამოიწყო,
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ საკვირაო წირვაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაზე ისაუბრა და ლიბერალური დასავლური ღირებულებები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, გეი ღირსების მარშს უჭერს მხარს.
პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი 24 თებერვალს წამოიწყო, პუტინთან დაახლოებულმა პატრიარქმა კი განაცხადა, რომ „ღირსების მარშები იმის დემონსტრირებისთვის შეიქმნა, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაწილია და, თუ ამ ქვეყნების კლუბში გაწევრიანება გინდა, ღირსების მარში უნდა ჩაატარო”.
კირილეს თქმით, დონბასის რეგიონში „ამ ღირებულებებს“ უარყოფენ, ამიტომ ომი ღმერთის ღირებულებების არჩევად შეაფასა.
,,8 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გაენადგურებინათ ის, რაც დონბასში არსებობს. დონბასში კი იმ ღირებულებებს ფუნდამენტურად უარყოფენ, რომელთაც ძალაუფლების მქონენი სთავაზობენ. თუ კაცობრიობა ცოდვას საღვთო კანონების დარღვევად კი არა, ადამიანურ ქცევად მიიჩნევს, ეს ცივილიზაციის დასასრული იქნება“, – თქვა კირილემ, რომელმაც კონფლიქტი „პოლიტიკაზე ბევრად მნიშვნელოვან მოვლენად’’ შეაფასა.
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომზე ილია მეორემაც ისაუბრა, თუმცა არც უკრაინა ახსენა და არც რუსეთი.
„აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ. ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში’’, – აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებაში.
Don't Miss
ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. მისი
ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებს, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შესახებ
მოლდოვური პროევროპული მმართველი პარტიის ლიდერმა, დენ პერსიუნმა თქვა, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა ლგბტქი ადამიანებმა თავიდან აიცილონ ბულინგი და დამცირება.