დევიდ ბოუის საკულტო ალბომის, Hunky Dory-ს გამოსვლიდან 50 წელი გავიდა და Mattel Baribie-იმ პოპ ქამელეონისთვის პატივის მიგების მიზნით მუსიკოსის ლეგენდარული ჩაცმულობის მიხედვით ახალი თოჯინა შექმნა. დევიდ ბოუის ბარბის თოჯინას ყველასთვის ცნობილი ცისფერი
დევიდ ბოუის საკულტო ალბომის, Hunky Dory-ს გამოსვლიდან 50 წელი გავიდა და Mattel Baribie-იმ პოპ ქამელეონისთვის პატივის მიგების მიზნით მუსიკოსის ლეგენდარული ჩაცმულობის მიხედვით ახალი თოჯინა შექმნა.
დევიდ ბოუის ბარბის თოჯინას ყველასთვის ცნობილი ცისფერი პიჯაკის, ზოლიანი პერანგის, ჰალსტუხისა და ქუსლიანი ფეხსაცმელის რეპლიკა აცვია, რომელიც Life on Mars?-ის კლიპშია გამოყენებული. თოჯინას იგივე მაკიაჟი და ვარცხნილობა აქვს, რომელიც ბოუის 70-იანების გლამურულ ერას მიეკუთვნება.
დევიდ ბოუის შთაგონებით შექმნილი თოჯინა $55 ღირდა და გამოსვლიდან 2 დღეზე ნაკლებში სრულად გაიყიდა.
ეს პირველი თოჯინა არ არის, რომელიც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ ბოუის შთაგონებით შექმნა. 2019 წელს პოპ ლეგენდის ალტერ ეგოს ზიგი სთარდასთის მიხედვით თოჯინა გამოვიდა, რომელიც ალბომ Space Oddity-ს გამოსვლიდან 50 წლის გასვლას უკავშირდებოდა.
Don't Miss
ქართველი ქვიარ არტისტი, დიზაინერი და მომღერალი, MADLENA პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული SITUATIONIST-ისა და YASPIS ჩვენების დახურვის წვეულებაზე სპეციალური პერფორმანსით
გუშინ, 12 მარტს, ოსკარების 95-ე ცერემონია გაიმართა, რომელზე ნომინირებულ არაერთ ფილმშიც ლგბტქი პერსონაჟები და თემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მოდით, მიმოვიხილოთ
კლუბი KHIDI აცხადებს, რომ დღევანდელი KiKi / Women Power გადაიდო და მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. “დღეს წყდება ქვეყნის მომავალი და
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ გმობს და წინააღმდეგობას უცხადებს რუსულ კანონს. “ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას