სტილი

/

საუკეთესო ქვიარ სამოსი – Met Gala 2021

მოდის ყველაზე დიდი ღამე ამერიკაში, რომელიც 2019 წლიდან COVID-19-ის პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2021 წელს კვლავ გაიმართა. წლევანდელი Met Gala-ს თემა პატრიოტული იყო და ის ამერიკის დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა. საღამოს ქვიარ ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ,

/

კარა დელევინი – ქვიარ მოდა და წითელი ხალიჩა

კარას, რასაკვირველია, ბევრი გასაოცარი თვისება აქვს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ ტანსაცმელთან, რომელსაც ის იცვამს. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ იგი ქვიარ თემის ქომაგი და მხარდამჭერია. უბრალო სამოსიდან დაწყებული, ვერცხლისფერი გადაპარსული თავით დამთავრებული, კარა წითელი ხალიჩის მოდას დამატებით ხიბლს სძენს. კარას

“ტანსაცმელი არის ჯავშანი არაბინარული ადამიანებისთვის” – ემა დარსი

//

ოქროს გლობუსის ნომინანტი ემა დარსი განმარტავს, თუ რატომ არის ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის. “ზოგადად, ტანსაცმელი ხშირად თვითგამოხატვის საშუალებაა, რომელიც ასახავს ადამიანის მდგომარეობას

“ტანსაცმელი არის ჯავშანი არაბინარული ადამიანებისთვის” – ემა დარსი

//

ოქროს გლობუსის ნომინანტი ემა დარსი განმარტავს, თუ რატომ არის ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის. “ზოგადად, ტანსაცმელი ხშირად თვითგამოხატვის საშუალებაა, რომელიც ასახავს ადამიანის მდგომარეობას ან ხასიათს. არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ტანსაცმელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ხშირად ფუნდამენტურ როლს თამაშობს თვითგამოხატვისთვის” – ამბობს მსახიობი.

თავად ემა დარსი არაბინარულად იდენტიფიცირდება და იყენებს ნაცვალსახელებს they/them. მისთვის მნიშვნელოვანია ჩაიცვას არა მკვეთრად განსაზღვრული ქალის ან კაცის ტანსაცმელი, არამედ გამოიყენოს ქსოვილის იმგვარი ფორმები, ფერები და ტექსტურა,  რომელიც გამოხატავს მას, მის ემოციებს, მდგომარეობას და ა.შ.

ემა დარსიმ ასევე ისაუბრა მის როლებზე ფილმებში  “house of dragon” და  “game of thrones”, სადაც ქალის როლიდან გამომდინარე,  მეტად ფემინური ჩაცმულობას იყენებდა. გადაღებების დროს დიდი დოზით ფემინური ტანსაცმლის ტარებამ კი  შემდგომ უბიძგა, მეტად მასკულინური ტანსაცმელი ჩაეცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.  “ქალის როლს მშვენივრად ვასრულებ და ეს ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი ყოვედღიური ჩაცმულობიდან და იმიჯიდან გამომდინარე, რატომღაც მეუბნებიან რა როლს ვერ ვითამაშებ და არ გამომივა კარგად.” – ამბობს მსახიობი.

ემა დარსიმ ისაუბრა არაბინარული მსახიობების სირთულეებზეც და აღნიშნა, რომ მას დიდი წნეხი ჰქონდა წარმოეჩინა თავი, როგორც ქალს, რადგან ასე უფრო მიაღწევდა წარმატებას კინოინდუსტრიაში. თუმცა, მან გადაწყვიტა არ წასულიყო საკუთარი თავის წინააღმდეგ და არაბინარულად იდენტიფიცირების პარალელურად, გახდა ოქროს გლობუსის ნომინანტიც.  

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/03/22/emma-darcy-house-of-the-dragon-non-binary-identity/?_gl=1*1enw7u7*_up*MQ..*_ga*MjU0NTI1NzA3LjE2ODI3NTA1MTE.*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4Mjc1MDUxMC4xLjEuMTY4Mjc1MDU2MS4wLjAuMA.. 

 

საუკეთესო ქვიარ სამოსი – Met Gala 2021

/

მოდის ყველაზე დიდი ღამე ამერიკაში, რომელიც 2019 წლიდან COVID-19-ის პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2021 წელს კვლავ გაიმართა. წლევანდელი Met Gala-ს თემა პატრიოტული იყო და ის ამერიკის დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა.

საღამოს ქვიარ ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, რომლებიც თავიანთი სამოსით გამოხატავდნენ მხარდაჭერას ქვიარ თემის მიმართ.

Elliot Page (ელიოტ პეიჯი)

მწვანე ყვავილით Balenciaga-ს კოსტუმზე, ელიოტ პეიჯმა პატივი მიაგო ქვიარ პოეტსა და დრამატურგს – ოსკარ უაილდს. წლევანდელ Met Gala-ს პეიჯი პირველად დაესწრო, როგორც ღიად ტრანსგენდერი.

Mj Rodriguez (ემჯეი როდრიგესი)

The breakthrough Pose-ს ვარსკვლავი Thom Browne-ის სამოსით იყო წარმოდგენილი. ”მე მას ნავთობის მშვენიერ დაღვრას ვუწოდებდი ვიქტორიანული ხედვით” – თქვა მან თავის კაბასთან დაკავშირებით. ემჯეი როდრიგესი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც მთავარი როლისთვის ემის ნომინაცია მიიღო.

Megan Rapinoe (მეგან რაპინო)

ფეხბურთელი Sergio Hudson-ის კოსტუმით იყო წარმოდგენილი, ხელში კი ჩანთა ეჭირა, წარწერით – ”In gay we trust”.

Tom Daley (ტომ დილეი)

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოქროს მედალოსანმა წყალში მხტომელმა, ტომ დილეიმ, წელს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა ქვიარ ახალგაზრდებს – ”ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერ ახალგაზრდა ქვიარს შეუძლია იმის დანახვა, რომ რაც არ უნდა მარტო გრძნობდე თავს, შენ მარტო არ ხარ.”

Eugene Lee Yang (იუჯინ ლი იანგი)

YouTube– ის ვარსკვლავი და Try Guyის წევრი იუჯინ ლი იანი

Nikkie de Jager (ნიკი დე იაგერი)

ტრანსგენდერმა იუთუბერმა, მეიქაფ არტისტმა – ნიკი დე იაგერმა, პატივი მიაგო ერთ-ერთი პირველი ტრანს აქტივისტის, მარშა პ. ჯონსონს. მის კაბას ამშვენებდა ყვავილოვანი გვირგვინი წარწერით “ყურადღება არ მიაქციო”.

Tessa Thompson (ტესა ტომპსონი)

ბისექსუალი ვარსკვლავი ტესა ტომპსონი Iris van Herpen-ის კაბაში.

Hunter Schafer (ჰანტერ შაფერი)

Euphoria-ს ვარსკვლავი Prada-ს სამოსით.

Lil Nas X (ლილ ნას იქსი)

ამერიკელი მუსიკოსი Versace-ის კოსტუმში.

Maisie Williams (მეიზი უილიამსი)

მისი ლუქი შთაგონებულია ქვიარ კინემატოგრაფიული კლასიკით, 1999 წლის The Matrix.

Kim Petras (კიმ პეტრას)

გერმანელი მომღერალი და კომპოზიტორი Iggy Rosales-ის კოსტუმში.

Symone (სიმონე)

დრეგ ქუინი სიმონე Moschino-ს კაბაში.

Kristen Stewart (კრისტენ სტიუარტი)

ქვიარ ქალღმერთი Chanel-ის სამოსში. მის ვარცხნილობაზე ცნობილმა ადირ აბერგელმა იზრუნა, რომლის შთაგონებაც Rosie the Riveter-ი იყო.

Dan Levy (დენ ლევი)

ვარსკვლავის ჩაცმულობამ საღამოზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი კოსტუმი შთაგონებული იყო ქვიარ მხატვრისა და შიდსის აქტივისტის – დევიდ ვოინაროვიჩის მიერ. ლევის განმარტებით, მისი კოსტუმი ქვიარ სიყვარულსა და ქვიარ ხილვადობას ეხებოდა და ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

Frank Ocean (ფრენკ ოუშენი)

ქვიარ მუსიკოსი მკლავზე შრეკის მწვანე თოჯინით.

Troye Sivan (ტროი სივანი)

წარმოშობით სამხრეთაფრიკელი ქვიარ მუსიკოსი. არტისტმა საკუთარი სექსუალობის შესახებ საჯაროდ 2013 წელს იუთუბის საკუთარ არხზე ისაუბრა.

Jeremy O. Harris (ჯერემი ო. ჰარისი)

სცენარისტი Tommy Hilfiger-ის სამოსში.

წყარო: them.us

კარა დელევინი – ქვიარ მოდა და წითელი ხალიჩა

/

კარას, რასაკვირველია, ბევრი გასაოცარი თვისება აქვს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ ტანსაცმელთან, რომელსაც ის იცვამს. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ იგი ქვიარ თემის ქომაგი და მხარდამჭერია.

უბრალო სამოსიდან დაწყებული, ვერცხლისფერი გადაპარსული თავით დამთავრებული, კარა წითელი ხალიჩის მოდას დამატებით ხიბლს სძენს.

კარას ცისარტყელას კოსტუმი  Met Gala 2019-ზე:

,,დიდი გეთსბის’’ პრემიერაზე დელევინმა ვინტაჟისა და გლამურის საოცარი სინთეზის დემონსტრირება მოახდინა. კანის კინოფესტივალი, 2013 წელი:

ფსიქოდელიური კომბინიზონი, რომელიც კარას აცვია, ჯადოსნურად გამოიყურება:

„ყვავური შიკი“, 2015 წელი:

კომბინიზონი, რომელიც კარას ეცვა Girl Up #GirlHero-ის დაჯილდოებაზე, 2019 წელი:

კარას სისადავე და გლამური ერთ ფოტოზე:

კარას ეს ლუქი აბაზანის ინტერიერს მოგვაგონებს, თუმცა ის მაინც შეუდარებლად გამოიყურება:

რიანა და კარა <3 British Fashion Awards, 2014:

ის კოსმოსურ კაბაშიც განუმეორებელია,  Thousand Planets Premiere, 2017:

კარა საოცრად გამოიყურებოდა ვერცხლისფერ მბზინავ კოსტიუმში American Music Award-ზე:

ველვეტის ულამაზესი კომბინიზონი, MTV Movie Awards, 2016:

კარა დელევინი კარიერის დასაწყისში, 2012 წელი:

MTV Movie Award, 2017:

კარა ულამაზეს ელეგენტურ კაბაში, Women of The Year, 2016:

წყარო: buzzfeed.com