გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან. ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში. დაკავებისას ჯაფარიძე და მოსიაშვილი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებთან იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსული
გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან. ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში. დაკავებისას ჯაფარიძე და მოსიაშვილი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებთან იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ.
ზურაბ ჯაფარიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამ წუთამდე ცდილობს დაკავებულების ადგილსამყოფელის გარკვევას. საქმის კურსშია აშშ-ის საელჩო საქართველოშიც.
განახლება: პარტიის ინფორმაციით, გაირკვა, რომ ჯაფარიძე გადაყვანილია დიღომში, მთავარ სამმართველოში.
არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაკავებულებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.
რუსთაველზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაპირველად, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოიყენა, ხოლო შემდეგ წყლის ჭავლი, რასაც მალევე მოჰყვა ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.
ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას