Sky News

2022 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში ბისექსუალ სვანტე პააბოს გადაეცა

2022 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში შვედ გენეტიკოსს, ბისექსუალ მეცნიერ სვანტე პააბოს გადაეცა. მისი აღმოჩენები გადაშენებული ჰომინინების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესწავლას შეეხება და „კაცობრიობის ისტორიის შესახებ ახალ გაგებას გვთავაზობს“.

პააბომ შეძლო და ერთი შეხედვით შეუძლებელი აღმოჩენა გააკეთა. მან ადამიანის გადაშენებული ნათესავის, ნეანდერტალელის გენომი გაშიფრა.

„იმ გენეტიკური განსხვავებების მიგნებით, რომლებიც ადამიანებს გადაშენებული ჰომინინებისგან გამოარჩევს, მისი აღმოჩენები იმის საფუძველს იძლევა, რომ შევისწავლოთ, რა გვხდის ადამიანებს უნიკალურს“, — აღნიშნულია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში.

მისი საკაცობრიო მნიშვნელობის კვლევამ დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას, პალეოგენომიკას, ანუ დარგს, რომელიც გადაშენებული სახეობების დნმ-ის რეკონსტრუქციას მოიცავს.

პააბომ საკუთარი ბისექსუალობის შესახებ ღიად 2014 წლის წიგნში, “ნეანდერტალელი კაცი: დაკარგული გენების ძიებაში” ისაუბრა. მეცნიერმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ აღმოჩენა კალიფორნიის უნივერსიტეტში გააკეთა, იქამდე კი ფიქრობდა, რომ გეი იყო. მისი თქმით, უნივერსიტეტში სწავლისას გენეტიკურმა მეცნიერმა, ლინდა ვიგილანტმა მიიზიდა, თუმცა ამის მიზეზი მისი „ბიჭური შარმი“ იყო.

წინა

ქვიარობა რუსეთში — დანია ნაზაროვას ისტორია

შემდეგი

სომხეთში ტრანსგენდერ ქალს, ლილიტ მარტიროსიანს ემუქრებიან

ბოლო სიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა

FacebookTweetLinkedInEmail “საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას

Georgian Airways-ის დირექტორის თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

FacebookTweetLinkedInEmail Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან

WISG: სფფ ქალი ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას დააფინანსებს

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე

მორგოშია: წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!

FacebookTweetLinkedInEmail მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა,