Heartstopper-ის მეორე და მესამე სეზონი დამტკიცდა

ნიკის, ჩარლის, ელის, ტაოს, ტარას, დარსის და ტორის ისევ ვიხილავთ მცირე ეკრანებზე!

Netflix-ის ახალი სერიალი Heartstopper მეორე და მესამე სეზონით დაუბრუნდება მაყურებელს.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება Netflix-ის საკომუნიკაციო არხებში 20 მაისს გავრცელდა და ფანების სიხარულს საზღვარი არ აქვს.

სერიალი, რომელიც ელის ოსმანის გრაფიკული რომანების სერიას ეფუძნება, 22 აპრილს გამოვიდა ეკრანებზე და გვიამბობს სკოლის ორი მოსწავლის, ნიკოლასის და ჩარლის სიყვარულის ისტორიას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ახალი სეზონი და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა თუ გრაფიკული რომანების სერიას დავეყრდნობით, სერიალში კვლავ ვიხილავთ ნიკოლას(კიტ კონორი), ჩარლის (ჯო ლოკს), ტაოს (უილიამ გაო) და ელის (იასმინდა ფინი).

სერიალი, რომელიც ქვიარ გამოცდილებას განსხვავებული კუთხიდან გვაჩვენებს, ძალიან წარმატებული გამოდგა სტრიმინგ სერვისისთვის და მალევე შეიყვარა მაყურებელმა, Netflix-ის მონაცემების მიხედვით, სერიალს პრემიერიდან ორ დღეში მომხმარებლები 14.55 მილიონი საათის განმავლობაში უყურებდნენ.

სხვადასხვა გამოცემის შეფასებით, სერიალი ძალიან კარგად აღწერს მოზარდების სიყვარულს და გვაჩვენებს ქვიარ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება იყოს სასიამოვნო და ნაკლებად მტკივნეული.

 

წინა

შენი სიჩუმე კლავს! —22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში აქცია-პერფორმანსი გაიმართება

შემდეგი

მაიმუნის ყვავილი — დაავადება, რომელიც გეი და ბისექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციის რისკს ზრდის

ბოლო სიახლეები

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს

FacebookTweetLinkedInEmail მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

“არ არსებობდა აქციის შეწყვეტის და ძალის გამოყენების საფუძველი” — ომბუდსმენი

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების