Roger Harris / Science Photo Library

მაიმუნის ყვავილი — დაავადება, რომელიც გეი და ბისექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციის რისკს ზრდის

მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი ეპიდემიის პირველი შემთხვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 7 მაისს დააფიქსირა. დაინფიცირებული პირი დიდ ბრიტანეთში ნიგერიიდან (სავარაუდოდ, სადაც დაინფიცირდა) ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ამის შემდეგ შემთხვევები ათზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, ისეთ ქვეყნებშიც, რომლებშიც დაავადება ჩვეულებრივ არ არის წარმოდგენილი, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ასევე, ავსტრალიაში.

ახალმა უცნაურმა ინფექციურმა დაავადებამ, როგორიცაა მაიმუნის ყვავილი, საზოგადოებისა და მედიის ინტერესი გამოიწვია და მოსახლეობაში შიში გააჩინა. ნაწილობრივ, ეს მისი „ეგზოტიკური“ ბუნებით, ინფიცირების შიშითა და იმის გააზრებით არის გამოწვეული, რომ ის სწრაფად და უხილავად ვრცელდება. მედიაში, განსაკუთრებით კი, სოციალურ მედიაში გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს საზოგადოების შფოთვა, როგორც ეს 2014 წელს ებოლას შემთხვევაში მოხდა.

ახლახან დაფიქსირებული ბევრი შემთხვევა გეი, ბისექსუალ და სხვა მამაკაცებში დაფიქსირდა, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ამიტომაც არსებობს ამ ჯგუფის მიმართ ახალი სტიგმის წარმოქმნის რეალური საფრთხე.

ქვიარ ადამიანები წლების განმავლობაში აწყდებოდნენ ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ სტიგმას, განსაკუთრებით, აივ ინფექციის პანდემიის პერიოდში. ამის ფონზე, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც ლგბტქი უფლებები დაცულია, ჰომოფობიის ძლიერი დინამიკა არსებობს, მიუხედავად ლგბტქი საზოგადოების, საჯარო განათლების პროგრამების და თანაბარი უფლებების კანონმდებლობის დიდი ძალისხმევისა.

ზოგიერთი სტიგმა საზოგადოებაში ღრმად გავრცელებულმა რელიგიამ და კულტურულმა რწმენამ განაპირობა, რომელიც სექსუალობას უზნეობასა და უხამსობასთან აიგივებდა. გეი და ბისექსუალი მამაკაცები აივ ინფექციის გავრცელების წყაროდ და მიზეზად მოიაზრეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა სახის იყო, როგორიცაა ჰეტეროსექსუალი ადამიანების სექსი, ნემსით დაზიანებები, ინფექციის გავრცელება დედიდან შვილზე. მდგომარეობა უარესი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მამაკაცებისთვის, რადგან რასობრივი ცრურწმენები და სტერეოტიპები სტიგმას აძლიერებდა.

ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა დაზარალებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მათ გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას. ეს გავლენას ახდენდა მათ სოციალურ და სექსუალურ ურთიერთობებზე, ისინი მოექცნენ სოციალურ იზოლაციაში და ხშირ შემთხვევაში, უარყოფილები იყვნენ პარტნიორების მიერ. ამან ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის შეცვლა გამოიწვია, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი არ იყვნენ მზად, გაემჟღავნებინათ საკუთარი პრობლემა და ის, თუ ვინ იყვნენ მათი კონტაქტები, რაც ხელისშემშლელია ვირუსის გამოკვლევისათვის და ჯანდაცვის ჯგუფებისათვის, რომლებიც დაავადების თვალყურის დევნასა და მისი გავრცელების შეჩერებას ცდილობენ.

როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ დაავადებას? ხელმისაწვდომობის გაზრდას ჯანმრთელობის სანდო ინფორმაციის წყაროებზე, საზოგადოების შიშების შემსუბუქება შეუძლია. მნიშვნელოვანია საზოგადოების დახმარება დაავადების რისკის პერსპექტივის დადგენაში. ჩვეულებრივ, მაიმუნის ყვავილი არის მსუბუქი დაავადება, რომელიც რამდენიმე კვირაში თავისთავად ქრება და მარტივად არ ვრცელდება. მისი სიმპტომებია: ცხელება, შეშუპება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, უჩვეულო გამონაყარი ხელებზე, ფეხებსა და სახეზე. ის შეიძლება გავრცელდეს კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან, გამონაყარის მქონე ადამიანის გამოყენებული ტანსაცმლისა და თეთრეულით სარგებლობის შემთხვევაში.

საჭიროა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ეს არ არის ახალი დაავადება, რადგან მეცნიერები მას წლების განმავლობაში შეისწავლიდნენ და კარგად ესმით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

მაიმუნის ყვავილი არ არის მამაკაცების დაავადება, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან. ეს არ ეხება სექსუალობას. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი გეი და ბისექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა, შესაძლოა, ის ჰეტეროსექსუალი ადამიანების, სპორტსმენების, პროფესიულ ან სხვა სოციალურ ჯგუფებში გამომჟღავნებულიყო.

მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის არასწორად წარმოჩენას კიდევ ერთი საშიშროება ახლავს თან, მაგალითად, თუ მივიჩნევთ იმას, რომ დაავადება მხოლოდ გეი და ბისექსუალ მამაკაცებზე ახდენს გავლენას, ოჯახის წევრებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, როგორი რისკის ქვეშ არიან და თავი სათანადოდ ვერ დაიცვან.

ამ ეპიდემიის სწრაფად შეჩერების საუკეთესო შანსი ინფიცირებული ადამიანების ადრეული გამოვლენა და კარანტინში გადაყვანაა, ასევე, მათი ახლო კონტაქტების დაცვა ვაქცინაციის გზით, რადგან აივ ინფექციასთან დაკავშირებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სტიგმა არ დაგვეხმარება.

წინა

Heartstopper-ის მეორე და მესამე სეზონი დამტკიცდა

შემდეგი

შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების