გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის
უტა ბექაია 1974 წელს, თბილისში დაიბადა. არის დიზაინერი და მულტიმედია არტისტი და ამჟამად, ერთდროულად მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და თბილისში.
სხვადასხვა წლებში უტა ბექაიას ორასამდე სპექტაკლი, ასევე კინო პროექტი აქვს გაფორმებული. ხელოვანის მხატვრული კვლევის საგანია ისტორიული და კულტურული წარმომავლობა, გენეტიკა და სამყაროს ციკლურობის საკითხი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე, სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბუენოს-აირესში, მაიამსა და თბილისში.
კარიერის დასაწყისში უტა ბექაიამ მოდის კოსტუმების დიზაინერის გამოცდილება გამოიყენა მედიუმად, გარდაქმნა ის შინაარსად და ადამიანის სხეულთან ერთად შექმნა პერფორმანსი.
გთავაზობთ ინტერვიუს უტა ბექაიასთან:
ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება შენი გაცნობა და კარგი იქნება, თუ ბავშვობიდან დავიწყებთ. რა გახსენდება შენი ბავშვობიდან ყველაზე ნათელი, ტკბილი მოგონება?
ბავშვობასთან ძალიან ბევრი ნათელი მოგონება მაკავშირებს. ძალიან დაცულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი და მამაჩემი, ყოველთვის ცოტა „წაუდისიდენტებდნენ“, არსებულ სისტემაში არასდროს ჯდებოდნენ და მის მიღმა იყვნენ, ცოტა ხნის წინ ამის მიზეზებიც გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავასახელებ, გეტყვით რომ არსებობდა სპეციფიკური მიზეზები, რის გამოც ერთიცა და მეორეც, განსაკუთრებით კი, დედაჩემი არ იყო ამ ყველაფრის ნაწილი. დედაჩემი ძალიან ლმობიერი ადამიანი იყო და ცხოვრების ბოლომდე არ ჰქონია რაღაც ჩაპრესილი, სისტემური წნეხი, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებთან ჩვეულებრივ ურთიერთობდა. ორივე მშობელი ძალიან ღია ადამიანი იყო, თუმცა ბავშვობაში დედაჩემთან უფრო მქონდა ურთიერთობა. მეტიც, მთელი ცხოვრება სულ ქალებში გავიზარდე ჩემს ორ დასთან, დედაჩემთან და ბებიებთან ერთად, ერთადერთი კაცი მამაჩემი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დაცული ბავშვობა მქონდა, არასდროს არანაირი ცუდი ინფორმაცია ჩემამდე არ აღწევდა, ყველაფერი ყოველთვის ლამაზი და კომფორტული იყო. მუდმივად ყველა ცდილობდა ჩემთვის კომფორტის ზონა შეექმნა, რომელსაც დღესაც ვეძებ და ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ჩემი ხელოვნებაც, იმ კომფორტის ზონის დაბრუნების მცდელობაა, რომელიც ბავშვობაში მქონდა. ბავშვობის ბედნიერი მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა.
ხომ არ გახსენდება რაიმე მოგონება, რომელიც თბილისის კონკრეტულ ადგილს უკავშირდება? ჩემთვის, მაგალითად, ასეთი ადგილი ფუნიკულიორია, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული საოცარი იყო ჩემთვის.
ჩემთვის ასეთი ადგილი მაუდის ქარხანაა, აქვე, დიდუბეში. ეს იყო ერთი დიდი ქარხანა, რომელშიც შიგნით ვერ შევდიოდით და პატარები რომ ვიყავით, გარეთ ვთამაშობდით. ჩვენთვის ეს რაღაც საიდუმლო, ბურუსით მოცული ადგილი იყო, რომელის შიგნით რა ხდებოდა ჩვენთვის გამოცანად რჩებოდა. ასევე ბავშვობიდან რაც მუდამ მახსოვს, არის ყვავილები. ჩემი პირველი სიტყვა იყო „ლამაზი“, რომელიც გაცნობიერებულად ვთქვი იასამნის ყვავილზე. ისე იყო, რომ სულ ყვავილებს ვაგროვებდი, მახსოვს რომ ვგიჟდებოდი ყვავილებზე – ყველაზე მკაფიოდ ეს მახსოვს. კიდევ მახსოვს როგორ ვაკეთებდი სახლს ჩემს საწოლში და ბუდეებს გარეთ.
უტა ბექაიას მიერ შექმნილი კოსტიუმი 2022 წლის თბილისობისთვის
ანუ, ხელით რაღაცების კეთება და ჩხირკედელაობა ბავშვობიდან გიყვარდა?
ყოველთვის სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებდი და ვცდილობდი ჩემ გარშემო პატარა სამყაროები შემექმნა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლაც იმავეს ვაკეთებ. კომფორტის ზონაში პატარა ბუდეს ვიწყობდი, სადაც მერე ჩემს წარმოდგენებში ვცხოვრობდი და ბავშვობაში ეს ყველაფერი დაცული იყო რაღაც ბნელისგან, ყოველთვის ლამაზი, ვარდისფერი და ფუშფუშა იყო. ლამაზი იყო ჩემი ბავშვობა, ნუ, მაშინ ჩემს აღქმაში ლამაზად მეჩვენებოდა. ამასთანავე, სულ მოწყენილიც ვიყავი. ზედმიწევნით მახსოვს გრძნობა, სოფელში რომ მივდიოდით ხოლმე, იქ მარტო ვიყავი, ბავშვები არ იყვნენ და სულ მოწყენილი ვიყავი, ესეც რაღაც ტრავმა იყო ჩემთვის. აქამდე მომყვება ამ მოწყენილობის მოკვლისა და კომფორტის ზონის შექმნის სურვილი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არასდროს ამბობდნენ, ჩემი ოჯახის წევრები რაღაცნაირად თავისებურად ყოველთვის ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, რომ საკუთარი თავი ზედმეტად არ გამოგვეჩინა, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ძალიან შესამჩნევი ბავშვი ვიყავი.
ეს როდის გააცნობიერე?
სულ ახლახანს, სადღაც 5 წლისწინ ვფიქრობდი ამაზე. სულ მქონდა წნეხი, თუმცა, წნეხი ხმამაღალი სიტყვაა, მოდი ვთქვათ გრძნობა, რომ ზედმეტად არ უნდა გამოვჩენილიყავი და უბრალოებისკენ უნდა გადავხრილიყავი. მე კიდევ, ყოველთვის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვიყავი, ასე იყო მაშინაც და არის ახლაც. მინიმალიზმი ჩემი არ არის, ყველაფერი საპირისპირო მომწონს – დიდი და ფერადი. მაშინ, როდესაც კომუნიზმი დასრულდა და აქ ყველაფერი აირია, მაშინ გონებითაც და ფიზიკურადაც პატარა ბავშვი ვიყავი, ძალიან გვიან განვვითარდი. როცა აქ ეს არეულობა, ომი და გამოსვლები დაიწყო, მაგ დროს გავხდი ზრდასრული. თითქოს ეს დაცული ბავშვობა უცბად შემეცვალა მხედრიონის საქართველოთი, უცებ ომში ამოვყავი თავი. მერე კი, როცა გავიზარდე, გარდატეხასთან ერთად, საერთოდ ყველაფერი შემეცვალა.
მანამდე, სკოლის პერიოდში შენი ნიჭიერება რაიმე სახით ვლინდებოდა? ალბათ დადიოდი სხვადასხვა გაკვეთილებსა და წრეებზე, ხომ ასეა? მაგალითად, ხატვაზე.
კი, ბავშვობიდან სულ ვხატავდი. სკოლაში ხატვის გარდა არაფერს ვაკეთებდი. მერე სამხატვრო სკოლაშიც მიმიყვანეს. რაც თავი მახსოვს ყოველთვის რაღაცებს ვხატავდი, ძირითადად ვხატავდი ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით პანკურად ეცვათ. ახლაც ძველ ნახატებს რომ ვუყურებ, აღმოვაჩენ ხოლმე რომ ყველა ნახატი არის ჩაცმულობაზე, უცნაურად ჩაცმული ადამიანების ფიზიკურ მანიფესტაციაზე. კიდევ, პლასტილინით ვაკეთებდი რაღაც ფიგურებსა და სახლებს. ძალიან მიყვარდა სხვა ხალხის ჩაცმაც, მეგობრებს სულ ვაცმევდი ხოლმე, ჩემი გატაცება ეს იყო. ფოტოებსაც ვიღებდი, ფირის ფოტოაპარატი და სახლში ჩემი წითელი თუ შავი ოთახი მქონდა, სადაც მამასთან ერთად ფირებს ვამჟღავნებდი ხოლმე, მაშინ ფოტოებს ვერ ვბეჭდავდით და ძალიან მიყვარდა ამის კეთება.
იყვნენ თუ არა მასწავლებლები ან ლექტორები, რომლებმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინეს აკადემიაში ჩაბარებამდე ან ჩაბარების შემდგომ? ლექტორები, უფროსი კურსელები ან კონკრეტული ხელოვანები და არტისტები?
ძალიან უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხატვას უკვე ვსწავლობდი, მასწავლებელთან ჩემი პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ვაბარებდი. ქართულის რეპეტიტორთან დავდიოდი, მხატვრობასთან საერთოდ არაფერ შუაში იყო, საგამოცდო თემების წერას გვასწავლიდა. მანამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ ეს თემები წინასწარ დაწერილი „შპარგალკით“ არ უნდა დაგეწერა. ამ ქალთან მივედი თუ არა, მითხრა რომ შპარგალკები არ არსებობს, დაივიწყეთო, გვითხრა რაღაც თემა, ზუსტად უკვე აღარც მახსოვს რა და გვითხრა, ამაზე თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა ცუდად დაწერთ თუ კარგადო. მაშინ პირველად მივხვდი რომ რაღაცას ჩემით შემიძლია გავუკეთო ინტერპრეტაცია. დავწერე და ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღე. შედეგად ამას მოჰყვა ძალიან დიდი გარდატეხა, რეალურად მივხვდი რამხელა მნიშვნელობა და წონა აქვს ჩემს აზრსა და შემოქმედებითობას. ამ ქალმა ფაქტობრივად მასწავლა როგორ უნდა მეაზროვნა, რათა რაიმე შემექმნა. მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი იმ ერთი დაწერილი თემით. აი, ეს იყო მგონი ერთადერთი მასწავლებელი, რომლისგანაც რაიმე ვისწავლე. ის ადამიანი იყო, რომელმაც უდიდესი ნაბიჯი გადამადგმევინა ჩემს შემოქმედებით მომავალში, ამით მივხვდი რომ საზოგადოებაში, რომელშიც აქამდე ვერ ვეწერებოდი, თურმე არც უნდა ჩავწერილიყავი და მე თვითონ უნდა გამეკაფა გზა.
რა სიტუაცია იყო მაშინ აკადემიაში? რამდენად კმაყოფილი იყავი იქ სწავლით?
აკადემიაში 90-იან წლებში ვსწავლობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი მისწავლია. ჯერ მარტო, ფიზიკურად ძალიან ცოტანი ვიყავით, პირველ კურსზე ვიარე და მერე იმ ადგილას მართლა ფიზიკური ომი დაიწყო – სროლები, მხედრიონი დადიოდა, ამიტომ, რომ არ მოგატყუოთ, იმ პერიოდში არაფერი მისწავლია. ეს სრულიად ჩავარდნილი პერიოდი იყო. მერე რაღაც დრო თეატრალურში ვსწავლობდი. ძალიან მაინტერესებდა ფირზე მუშაობა, ამას ვსწავლობდი და იმ პერიოდიდან უფრო მახსენდება რაღაცები. ლექციებს გოგი გვახარია გვიკითხავდა და ძალიან საინტერესო ფილმებსაც გვაჩვენებდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იყო. სამხატვროში მარტო ტექნიკურ ხატვას გვასწავლიდნენ, რომელსაც დიდად არაფერი მოუცია. მაგრამ იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ვერავინ ვერაფერი ისწავლა, და ამასთანავე, ყველა იმას ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეულიყო აქედან.
ოჯახმა როგორ მიიღო შენი პროფესიული გადაწყვეტილება ამ ომიანობის ჟამს?
როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ძალიან მიჭერდა მხარს. ერთხელ დავიჩემე, რომ კბილის ექიმობა მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი კბილის ექიმი მომწონდა. დედაჩემს კი, სულ უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, თავადაც ძალიან არტისტული ქალი იყო და უნდოდა თავისი ეს მხარე სადღაც გამოხატულიყო და ძალიან მოსწონდა მე რომ მხატვარი ვიყავი. შესაბამისად, ხელსაც ძალიან მიწყობდა. ერთი წელი ქიმია-ბიოლოგიაზე ტყუილად ვიარე, კი შემიწყვეს ხელი, მაგრამ მერე როცა ვთქვი რომ აღარ მინდოდა, დედაჩემი ყველაზე ბედნიერი იყო. ოჯახი ყოველთვის გვიწყობდა ხელს მეც და ჩემს დებსაც. არასდროს უთქვამთ რომ რაიმე არ გამოგვივიდოდა. ჩემი მშობლები მართლაც არ ჰგვანან სხვებს და ახლაღა, სხვა ადამიანებს რომ ვუყურებ, ვხვდები როგორ ძალიან გამიმართლა.
რა გეგმები გქონდა, თუ გქონდა, სწავლისას და სტუდენტობის პერიოდში? იცოდი რა ჟანრში აპირებდი ხატვას, თუ გქონდა რაიმე ხედვა?
მეგობრები სულ მყავდა, მაგრამ რაღაც მომენტში სხვა ინტერესები გაუჩნდათ, შეიცვალნენ და გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გარიყული აღმოვჩნდი. ერთი მეგობარი გოგო მყავდა, რომელსაც მაშინდელი სტანდარტებით ჰიპის ეძახდნენ და უცნაური, არასტანდარტული ადამიანი იყო, უყვარდა მუსიკა, თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა და ძალიან დავმეგობრდით. შემდეგ ამ გოგოსგან ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც, ჩემ მსგავსად, საერთო სტანდარტებში არ ჯდებოდა. ისე მოხდა უცებ, თავი უზარმაზარ, მრავალფეროვან ოჯახში ამოვყავი, რომელიც მანამდე არ მყოლია. აღმოვაჩინე საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ახალი ჯგუფი, სადაც მიღებული ვიყავი ჩემი ყველანაირი განსხვავებულობით. შეიძლება ითქვას, ნამდვილ ხელოვნებას სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით ვეზიარე. 90-იანებში ბევრი რამ ხდებოდა, სულ დავდიოდით სხვადასხვა მხატვრებთან, არსებობდა „33-ე სართული“, ადგილი, სადაც შეკრებები იმართებოდა. იმ დროს უკვე ყველა ლაპარაკობდა თანამედროვე ხელოვნებაზე, მაშინ გავიგეთ საერთოდ რა იყო ვიდეო არტი, თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწე მხატვრები ვინ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს ჩემზე ძლიერი გავლენა ჰქონდა. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ შემიძლია ამ ჩემს ხელოვნებას უტილიზაცია გავუკეთო, რათა ჩემი აზროვნების მნიშვნელოვნება გარკვეულ ფორმაში მოვაქციო. უკვე მაგ პერიოდში მომწონდა მოდაც. მოდა ჩემთვის ქვიარობის ყველაზე გამოხატული ფორმა იყო. 90-იან წლებშივე ვუყურებდი ხოლმე რაღაც ფრანგულ არხს, რომელზეც სულ აჩვენებდნენ მოდის ჩვენებებს და იქ იყო ჟან-პოლ გოტიესა და გალიანოს ჩვენებები, რომლებიც ისეთი ქვიარ ჩვენებები იყო, ახლაც რომ ვუყურებ, მიკვირს, სასწაული სანახავია. მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ ძალიან მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი და ჩემი შინაგანი იუნიქორნის ვარდისფერი იდენტობა გარეთ გამოსულიყო. პირველივე, რაც ვიფიქრე, იყო რომ უნდა ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი და როდესაც რაღაც მსგავსი პირველად გავაკეთე, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი ავანგარდულ ასამბლეაზე. ჩემი ჭკუით, ჩვენება გავაკეთე, რომელიც სინამდვილეში იყო პერფორმანსი, რომელიც იმდროინდელ რეივს ეძღვნებოდა, ეს ყველაფერი ახალი შემოსული იყო და სცენაზე ძალიან ფერადი კოსტიუმებითა და უზარმაზარი პლატფორმებით დადიოდნენ. მოკლედ, ყველაფერს, რაც დღეს უკვე მოდაშია, მაშინ დიდი რეზონანსი ჰქონდა და ამანაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან მივხვდი რომ ექსპერიმენტულ გზას თუ გავყვებოდი, ამას შეიძლება რაღაც საინტერესო გამოეღო. მაგ დროს მივხვდი რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო რომ თვითგამოხატვა მესწავლა.
როგორც ვხვდები, შენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაშინ საკუთარი თავის გამოხატვის ფორმების პოვნა იყო. მაშინდელ საქართველოში რა ქაოტური სიტუაცია იყო, ყველამ ვიცით. მაინტერესებს, რამდენად ითარგმნებოდა ეს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ამ ჯგუფების საუბრებში თუ ხელოვნებაში?
მაშინ ხელოვნება ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ძალიან ბევრი რამ იქმნებოდა, რისი დოკუმენტაციაც დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს. სინამდვილეში მაშინ არსებული ჯგუფები ძალიან პროდუქტიულები იყვნენ, არც მობილური იყო და არც არაფერი, შესაბამისად, ყველა იცლებოდა და იხარჯებოდა ხელოვნებაში. თუმცა, ყველას გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური აქტი ყოფილიყო. ეს უფრო ჰგავდა, პიტერ პენის მსგავსად, დაკარგული ბავშვობის ძიებას. ყველა ეს ადამიანი გეგონება დაკარგული ბავშვობის ქალაქში ცხოვრობდა და ამასთანავე, ყველა საზღვარგარეთ წასვლას ცდილობდა, ჩემი ჩათვლით.
ემიგრაცია და პირველი ნაბიჯები ამერიკაში
საქართველოდან 1998 წელს წავედი. წასვლამდე საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრ რამეს მოვედე, დიდი სამეგობრო წრე შევიძინე, სულ ვაკეთებდი რაღაც ადგილებში პერფორმანსებს. მაგ დროისთვის უკვე შექმნილი მქონდა სამი კოლექცია, რომელიც სინამდვილეში კოსტიუმირებულ პერფორმანსებს წარმოადგენდა და სამივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
თავდაპირველად, St Martins-ის კოლეჯში ჩავაბარე ლონდონში, რომელიც მოდის ძალიან კარგი კოლეჯია და მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ფული, რა თქმა უნდა, არ მქონდა. ამ დროს, ჩემი ერთი მეგობარი შტატებში ცხოვრობდა და ჩასვლა და ფულის შეგროვება შემომთავაზა. წავედი ნიუ იორკში და იქ ჩავრჩი, გავიჭედე, ვეღარ წამოვედი. იქ ყოფნისას სულ ვმუშაობდი, არა მხოლოდ ჩემი მიმართულებით, დასაწყისში, მაგალითად, ვიმუშავე ავეჯის გადატანაზე, მიმტანად, სტიკერების გამკვრელად, მაღაზიაში გამყიდველად და ა.შ. ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე ვიმუშავე. მაშინ დაახლოებით 22 წლის ვიყავი. რაღაც დროის შემდეგ, ჩემმა მეზობელმა შემომთავაზა თეატრისთვის სეტ დიზაინი გამეკეთბინა, შემდეგ ვიღაც სხვასაც მოეწონა და ასე დავიწყე ძალიან ინტენსიური მუშაობა თეატრში, 10 წელი ვიმუშავე სხვადასხვა თეატრებში. ბევრი სპექტაკლის სცენისა და კოსტიუმების დიზაინი მაქვს გაკეთებული პატარა თეატრებში. თუმცა ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ თეატრი ჩემი არ იყო, რადგან ბოლომდე თვითგამოხატვის საშუალებას არ მეძლეოდა. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი ნამუშევრები შემექმნა, რომელზეც თავიდან ბოლომდე თავად ვიქნებოდი პასუხისმგებელი და დავანებე თავი თეატრებში მუშაობას.
ჩემი ხელოვნებით ყოვლთვის ვცდილობ შევქმნა სხვადასხვა სამყაროები, რომლებში შემობიჯებისასაც ადამიანები გარეთ არსებულ რეალობას დაივიწყებენ და მისი ნაწილი გახდებიან, ეს რაღაც რიტუალურსაც წააგავს და ხშირად ცოტა ეშინიათ კიდეც ამის, ვინაიდან ჩემი გამოხატულება ზოგჯერ ძალიან ბნელიც არის ხოლმე.
ამერიკაში ჩასვლიდან 10 წელი საქართველოსთან კავშირი სრულიად გაწყვეტილი მქონდა, მარტო ოჯახის წევრებსა და რამდენიმე მეგობარს ვესაუბრებოდი. რაღაც დროს ძალიან დავისტრესე აქ ცხოვრებით და ვცდილობდი ყველა მოგონება გამექრო. 10 წლის შემდეგ, ძალიან დრამატულად ჩამოვედი, 2008 წელის 8 აგვისტოს, 10 წლის შემდეგ პირველად ჩამოსვლისას მაშინვე ომი დაიწყო. იმდენი ემოცია წამოვიდა ერთიანად, მივხვდი, რომ აქ ძალიან ბევრი რამ არ მქონდა დასრულებული, გადახარშული და გადატანილი. მივხვდი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამას ვერ ვგრძნობდი. ადრე უარვყოფდი კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა რომ მიწასთან ძალიან ძლიერი ბმა და კავშირი მაქვს.
საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება გაცნობიერებულად მიიღე?
არა, ყოველი ჩამოსვლისას ნელ-ნელა ვუმატებდი დარჩენის პერიოდებს, ჯერ ერთი თვით დავრჩი, ერთი წლის შემდეგ ორი თვით, მერე სამით და ა.შ. რაღაც დროის შემდეგ კი, ისე გამოვიდა, რომ აქ საცხოვრებლად გადმოვედი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახთან, ჩემს პარტნიორთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა მინდოდა. საბოლოოდ, 2018 წელს გადმოვბარგდი და რომ ჩამოვედი, მივხვდი რომ ფორმირების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის ის, რასაც მე ჩემს სფეროში ვაკეთებდი, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ამერიკაში. აქ რაღაც ისეთის გაკეთება შემიძლია, რაც არ იქნება მხოლოდ ჩემთვის, არამედ – საზოგადოებისთვისაც.
ისე გამოვიდა, რომ გამოცდილება დააგროვე და ახლა ამ გამოცდილებას შენს ქვეყანას ახმარ, ხომ ასეა?
ასე გამოდის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი რაღაც მომენტში უნდა წავიდეს სამოგზაუროდ და დაბრუნდეს, ეს შეგრძნება რომ გამოსცადოს.
პოლიტიკური კონტექსტი
90-იანების შემდეგ, საქართველოში პირველად რომ დაბრუნდი, 2008 წელს, რა მნიშვნელოვანი განსხვავება იგრძენი?
მიშას მმართველობის პერიოდი მთლიანად ჩაგდებული მაქვს, მითუმეტეს დასაწყისი, მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს. როცა ჩამოვედი, ყველაფერი რადიკალურად შეცვლილი მეჩვენა, მაგალითად, კორუფცია რომ აღარ იარსებებდა, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი და ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემად მეჩვენა. ახლა კი, კიდევ უფრო შეცვლილი მეჩვენება, ეს ქვეყანა ბევრად უფრო კაპიტალისტური გახდა, ვიდრე ადრე და ყველა გადარჩენაზეა ორიენტირებული. უფრო მეტად გადის ყველაფერი ადამიანების პიროვნულ გამარჯვებებზე, ვიდრე რაღაც საერთო საქმისთვის ბრძოლაზე.
თუმცა, ეს ქვეყანა ხომ სულ მოძრაობაშია, სულ იცვლება, რაღაც პერიოდებით საზღვარგარეთ რომ მიწევს ხოლმე ცხოვრება, ჩამოსვლისას, ყოველ ჯერზე სხვა ქვეყანა მხვდება. ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელს თბილისსა და ნიუ იორკს შორისაც. ორივე ქალაქი ძალიან ქაოტურია და ძალიან მკვეთრად ჩანს ადამიანების დაყოფა, სოციალური სტატუსით თუ პოლიტიკური მიკუთვნებულობით.
დღევანდელ სიტუაციაზე რას გვეტყვი?
ყველაზე თვალშისაცემი ჩემთვის დღეს ნიჰილიზმია, რომელიც ძალიან ჰგავს 90-იანი წლების სიტუაციას. ყველაფერს ბიზნესი მართავს და განაგებს და გეგონება იდეები და მისწრაფებებიც ამ დამაკნინებელ გარემოში იყლაპება.
თუმცა, ამასთანავე, იზრდება უფრო თავისუფალი თაობა, რომელსაც არ აქვს ის დაღი დასმული, რომელიც ჰქონდა მინიმუმ 3 თაობას მანამდე, დაწყებული კომუნისტებიდან, 90-იანების მხედრიონითა და შემდეგ 2000-იანების არეულობებით. ახლანდელი თაობა უფრო ღიაა, სულ ხელოვანი ახალგაზრდები მყავს გარშემო, რაღაც ფორმით ყველანი ხელოვნებაში არიან ჩართულები. ძალიან ინტერესიანები არიან და არ არსებობს საკითხი, რომელიც არ აინტერესებთ, თუმცა თვითგამოხატვა ისევ მთავარ საკითხად რჩება, რადგან გარშემო ძირითადად ქვიარ ახალგაზრდები მყავს. ყველა ერთად ვცდილობთ შევქმნათ სივრცეები და პლატფორმები, სადაც მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ.
შენი შეფასებით რა არის დღევანდელ დღეს ქვიარ ადამიანთა მთავარი გამოწვევები?
ვფიქრობ, დღესდღეობით ქვიარებს იმაზე მეტი გამოწვევა აქვთ, ვიდრე ოდესმე. ხილვადობის გაზრდის პროპორციულად, გაიზარდა აგრესიაც. ვფიქრობ, ახლა ყველასთვის გარდამტეხი პერიოდია. ზიზღი, საჯარო სივრცეში გამოჩენის საშიშროება, დასაქმება, პატარა სივრცეში ჩაკეტილობა, მიუღებლობა – ალბათ ისევ ამ თემების გარშემო ვტრიალებთ. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ვერც მოვთხოვთ აქ დარჩნენ და ამ ყველაფერს გაუძლონ, ყველას უნდა ჰქონდეს მშვიდად ცხოვრების საშუალება. თუმცა, ამასთანავე, ბევრი ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებს.
შესაძლოა, ჩვენს ჟურნალს კითხულობდნენ ახალგაზრდა ქვიარები, მათ შორის, რეგიონებიდანაც, რას ეტყოდი მათ?
ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს – This shall pass too. ყველაფერი, ყველაფერი ნეგატიური, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაივლის. ვუსურვებდი მედგრად იდგნენ საკუთარ მიწაზე და იპოვონ ის ოჯახი და წრე, რომელიც დაეხმარებათ რომ მარტო არ იყვნენ. შეძენილი ოჯახი, ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიგიღებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი გადაივლის, არაფერი რჩება სამუდამოდ.
ორი სიტყვით გვითხარი შენს მიმდინარე პროექტებზეც.
ერთ-ერთი პროექტაგანი “უტა და ლევანია”, ლევან მიდიაშვილთან ერთად. მე და ლევანი წლებია ერთად ვმუშაობთ. ის ბუენოს აირესში ცხოვრობდა, მერე ჩემთან ნიუ იორკში ჩამოვიდა და ახლაც იქ ცხოვრობს. ახლა უფრო იშვიათად ვაკეთებთ რაღაცებს ერთად, მაგრამ ადრე უფრო აქტიურები ვიყავით.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი FUNGUS, რომელსაც 4 ადამიანი ვაკეთებთ. ეს არის სივრცე ქვიარ-ფემინისტი არტისტებისთვის, სადაც ეწყობოდა ხოლმე გამოფენები. პანდემიის დროს დავიწყეთ და ეს იყო სივრცე ინსტაგრამზე. შემდგომ უკვე ვებსაიტიც გაკეთდა და მერე ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, გალერეა ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ სულ მალე კარგი ახალი ამბებით დავბრუნდებით. FUNGUS ჩვენთვის იყო მცდელობა, ქვიარ ხელოვნება ანდერგრაუნდიდან ამოსულიყო და რაღაც ფორმა მისცემოდა, უფრო ხილვადი გამხდარიყო, ამასთანავე, ეს იქცა პლატფორმად დოკუმენტირებისთვისაც.
ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე
რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
პროკურატურის ინფორმაციით თბილისში, დადიანის ქუჩაზე სარდაფში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. კერძოდ, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის „ე და კ” ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული და მოკლული ერთად ცხოვრობდნენ. ბრალდებულს სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება და შელაპარაკება ჰქონდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობართან, რის გამოც მძინარე დაზარალებულს ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ორშაბათს, რომის პაპმა პასუხი გასცა კარდინალების კითხვას, რომელიც კათოლიკური ეკლესიის პროტოკოლს ეხებოდა. კერძოდ, შეუძლიათ თუ არა მღვდლებს აკურთხონ ერთნაირსქესიანი წყვილები.
პაპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს კაცსა და ქალს შორის ქორწინებას, რომლებიც “მზად და ღია არიან შთამომავლობისთვის,” თუმცა დაამატა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებსაც უნდა ჰქონდეთ კურთხევის შესძლებლობა, რაც უნდა განისაზღვროს მღვდელის მიერ “ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად” და იმ შემთხვევაში, თუ წყვილი “ქორწინების მცდარ შეხედულებებს” არ ავრცელებს.
ფრანცისკეს აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ვატიკანის კონგრეგაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა, რადგან “ღმერთს არ შეუძლია ცოდვილთა კურთხევა”. იმავდროულად, გერმანიის ეკლესიამ მიმდინარე წელს კურთხევა მისცა მღვდლებს, დაელოცათ რამდენიმე ერთნაირსქესიანი კავშირი. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს გერმანული ეკლესიის რეფორმები მას შემდეგ, რაც მრევლის რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ეკლესია.
ბევრმა საერთაშორისო ქვიარ ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა პაპის ბოლო განცხადება და აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ქვიარ ადამიანების სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვატიკანი შორს არის პროგრესული და ღია ცვლილებების განსახორციელებლად, თავად ფრანცისკე კი, ხშირად აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ქვიარ ადამიანებთან დაკავშირებით.
წყარო: https://www.them.us/story/pope-catholic-church-same-sex-unions
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
5 ოქტომბერს, 14:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან.
“ქართული ოცნების” შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ “დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია “კანონდამრღვევის” ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე “სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება.
ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14;00 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი”, – ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
მე ვარ მიშა, დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენი ორგანიზაცია, უკვე 12 წელია, ძირითადად სოციალურ პროექტებზე მუშაობს. ამ ეტაპზე, მიმდინარე პროექტია სოციალური სასადილო – „სოციალური სახლი“, რომელიც პანდემიის პერიოდში – 2020 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა.
მიშა დოლიძე, ორგანიზაცია “დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი
პროექტი დაიწყო ერთჯერადი აქციით, პანდემიის პერიოდში უნდა დაგვერიგებინა ადამიანებისთვის საკვები პროდუქტები. ამ დროს ბევრი ისეთი შემთხვევა შეგვხვდა, როდესაც გამოუყენებელი იქნებოდა ეს პროდუქტები, მაგალითად გაყინული ქათამი და სხვა, რადგან ბევრს არ ჰქონდა საკვების ფიზიკურად მომზადების შესაძლებლობა. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დროებით გაგვეხსნა სასადილო პანდემიის პერიოდისთვის. პირველად სასადილო გაიხსნა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 140 ბენეფიციარს ვემსახურებოდით. მოგეხსენებათ საქმეში რომ შედიხარ და უღრმავდები, ბევრი პრობლემის შესახებ იგებ, გიწევს სხვა საკითხებში გარკვევა და დახმარებაც, რადგან მარტო კვება ხომ არ არის. მაგალითად ბავშვებისთვის უფასო წრეები გავაკეთეთ, ვიშუამდგომლეთ ხატვის წრეებთან, სადაც ბავშვები მიიღეს. ზეიმებს ვმართავდით ბავშვებისთვის საახალწლოდ, პირველ ივნისს. შარშან კერძო კომპანიებს დავუკავშირდით და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს ბავშვებს სასადილოში, დიდი ზეიმი ჰქონდათ – ერთი ბავშვი არ დარჩენილა უსაჩუქროდ.
ახლა კომპანიები უკვე გვიცნობენ სოციალური ქსელებიდან და თავად გვიკავშირდებიან ხოლმე. გვაქვს ფეისბუკ ჯგუფი „სოციალური სახლი“-ს სახელით, სადაც იდება ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებზე და სხვა ინფორმაცია. თავიდან გვეგონა რომ მხოლოდ პანდემიის პერიოდში გავუწევდით კვებით მხარდაჭერას სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი საქმეა, რომელიც ბევრ დროს და სხვა რესურსსაც საჭიროებს. თუმცა ისე მოხდა, რომ ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ვერ შევწყვიტეთ ამ საქმის კეთება.
პანდემიის შემდეგ ბენეფიციარების რაოდენობა კლების მაგივრად გაიზარდა, რადგან მოძრაობაც აღდგა ქალაქში. თუმცა პანდემიის დროსაც კი ქალაქის გარეუბნებიდანაც მოდიოდნენ. პანდემია რომ დასრულდა მცირე კრიზისი გვქონდა სასადილოს ფართთან დაკავშირებით, რადგან ძალიან გაძვირდა იჯარა და მოგვიწია სხვა ფართში გადასვლა. ახლა ვართ პავლე ინგოროყვას ქუჩის 24 ნომერში, მეტრო თავისუფლების ზედა მხრიდან, მთავრობის კანცელარიასთან ახლოს.
ყოველდღე ვმუშაობთ, ორშაბათის გარდა. შაბათ-კვირას, არცერთი სხვა სასადილო არ მუშაობს, ჩვენ გარდა. ქალაქში კრიზისია ამ თვალსაზრისით შაბათ-კვირას. ამ დღეებში სხვა სასადილოების ბენეფიციარებიც კი ჩვენთან მოდიან. სასადილო ღიაა 12:00-დან 16:00 საათამდე. ვთანამშრომლობთ უკრაინულ ორგანიზაციასთან „ვოლონტიორ თბილისი“, სასადილოსაც მათთან ერთად ვუძღვებით. გვყავს უკრაინელი ბენეფიციარებიც, სადღაც ბენეფიციართა 10%.
კვება დღეში ერთჯერადია, სამ კომპონენტიანი, მოიცავს პირველ კერძს აუცილებლად წვნიანს, მეორე კერძს და ტკბილეულს, მაგალითად ვაშლის ღვეზელის სახით და ხილის კომპოტს. საკვები კეთდება ისე როგორც ოჯახში, ვთქვათ გვაქვს წვნიანი ხარჩო ხორცით ან მაწვნის სუპი, გემრიელად შეზავებული ლობიო და სხვა კერძები.
ჩვენ ყველა ბენეფიციარს უკვე კარგად ვიცნობთ, ყველას საკუთარი ისტორია აქვს. მათი უმეტესობა პენსიონერებია. სამწუხაროდ, ხშირად შვილების მხრიდან მიტოვებული ადამიანები არიან. ზოგს საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერაც ჰქონია და ცნობილიც ყოფილა. მაგალითად ცნობილი რეჟისორიც გვყავს, რომელსაც ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის გადატანა მოუწია. ისე მოხდა რომ მოთხოვნადი აღარ არის და ყველამ მიატოვა. ყოფილი ლექტორებიც არიან.
ამ სასადილომ რაც დამანახა ესაა, რომ არ არის აუცილებელი მარტოხელა იყო, ამ სახელმწიფოში არავინაა დაცული უკიდურესი სიღარიბისგან, მიუხედავად იმისა ჰყავს თუ არა ოჯახი, შვილები ან რა უკეთებია და რა დამსახურება აქვს საზოგაოდების წინაშე.
ყველაზე გულსატკენია შვილების უპასუხისმგებლობა მშობლების მიმართ. მე ეს უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე ის რომ მარტოხელა ხარ და არავინ გყავს. ისეთი სამწუხარო შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც შვილები ყიდიან ბინას, მიდიან საზღვარგარეთ და იქიდან არც ინტერესდებიან მშობლით, რომელიც აქ უსახლკაროდ და მშიერი რჩება. თუმცა ახალგაზრდებიც გვყავს, მაგალითად ყველაზე პატარა 19 წლის ბენეფიციარია, რომელსაც მშობლები არ ჰყავს. ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უხდის ბინის ქირას, 220 ლარის ოდენობით, რაც ცხადია არაფერში ყოფნის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია და სამუშაოს პოვნაც უჭირს. მრავალშვილიანი დედებიც არიან, ბავშვებთან ერთად მოდიან და ბავშვების მენიუც გვაქვს.
ბენეფიციარების უმეტესობა ყოველდღე მოდის, თუმცა ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეიძლება ვერ მოვიდეს. ასეთ დროს ვურეკავთ, ვეკითხებით როგორაა რამე ხომ არ სჭირდება. კვების გარდა ხშირად ტანსაცმელიც სჭირდებათ, ფეხსაცმელი, მედიკამენტები, თუმცა მედიკამენტების შემთხვევაში ძალაინ ფრთხილად ვართ, დანიშნულების გარეშე რომ არ დალიონ. უსახლკაროებიც გვყავს, ძირითადად არ არიან თბილისში რეგისტირებულები და არ იციან კანონი, რომ თბილიში რეგისტრაციის გარეშე სახელმწიფო თავშესაფრითაც ვერ ისარგებლებენ. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, თავშესაფარში ერთ წელს თავისუფალი ადგილები დარჩათ 15 ადამიანისთვის და ბენეფიციარები მაინც არ მიიღეს, რადგან რეგისტრაცია არ ჰქონდათ თბილისში გავლილი. ჩვენთან ერთადერთი წესია, როდესაც შეიძლება არ მივიღოთ ბენეფიციარი, თუ იმ წუთას ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ არის და სხვებს დისკომფორტს უქმნის, თორემ ისე ყველას ვიღებთ.
სასადილოს თანამშრომლები მოხალისეები არიან, ძირითადი დახმარება გვჭირდება ჭურჭლის გარეცხვაში, საკვების გაცემაში, დალაგებაში, ბოსტნეულის გათლაში. დაფინანსებას ვიღებთ კერძო, მეგობარი კომპანიებისგან. ხშირია მოქალაქეები მოდიან და მოაქვთ სხვადასხვა პროდუქტები – ასე ვთქვათ რაც აქვთ თავად იმას უზიარებენ ჩვენ ბენეფიციარებს. ყველაზე დიდი გამოწვევაა კომუნალური გადასახადები, იჯარის ყოველთვიური გადასახადი. სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნა არც გვიცდია, რადგან სახელმწიფოს აქვს თავისი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფუნქციონირებს უფასო სასადილო. ამიტომ მათი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო სერვისი. თუმცა ფაქტია, რომ ხალხი მოდის ჩვენთან ესეეგი საჭიროება არსებობს. ძალიან ბევრი მომლოდინეა ყველა სასადილოში, რომელიც ელოდება პროგრამაში ჩართვას, იმიტომ რომ ადგილები არ ყოფნით. ეს მოლოდინიც ისეთია, ან ვინმე უნდა გარდაიცვალოს ან ვინმეს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ ახალი ადგილი გაჩნდეს, მუნიციპალურ სასადილოში მოხვედრის სხვა გზა, სამწუხაროდ, არ არსებობს.
ჩვენთვის თვითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება კარტოფილის, ხორცის, მაკარონის სახით პროდუქტები მოგვაწოდონ, მაგრამ მომზადება ხომ უნდა, შესაბამისად დენის, გაზის, წყლის გადასახადების გადახდა ხომ უნდა. ასევე ყოველდღიურად პურის ყიდვაც. ყოველდღიური ხარჯი გვაქვს მაინც. ამიტომ თუნდაც ერთი ლარი ჩვენთვის უკვე დიდი მხარდაჭერაა. მოხალისეობრივი ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გუნდში ყველას მიმართ თანასწორი დამოკიდებულებაა, თვეების წინ ტრანსგენდერი უკრაინელი ქალი გვეხმარებოდა საკვების გაცემაზე. ასე რომ ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა.
შემოწირულობის გაკეთების მსურველებისთვის ვაქვეყნებთ სასადილოს საბანკო რეკვიზიტებს GE58TB7828136020100005
მიმღები: დემოკრატიული განვითარების და ინიციატივების ცენტრი
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
ლაზარე გრიგორიადისი გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. წერილი ადამიანის უფელბათა ცენტრმა გაავრცელა.
“საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზამენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს.
მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ. ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია. მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლობასთან წამოწყებულ საქმეში!” – წერს ლაზარე.
რაკმდენიმე დღის წინ ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ავრცელებს ინფორმაციას კაცის დაკავების შესახებ, რომელსაც ორი ახალგარზრდა ქალი ძალადობაში ბადანაშაულებს.
ორგანიზაცია “საფარი” იცავს ორი აქხალგაზრდა ქალის ინეტერსებს, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის მამაკაცის მხრიდან ჩადენილი შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი. სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
ბიოგრაფია
1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ რომ მამის კვალს გავყევი. ჩემი და მეცნიერების თეორიის მიხედვით, ტვინს არ გააჩნია რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიჭების კრებული, ნიჭი გენეტიკით არ გადადის, მთავარი არის გარემო. რა თქმა უნდა ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი როგორ ხატავდა მამა, დედასაც ბევრი მხატვარი მეგობარი ჰყავდა, რეალურად, ხატვა ასე ისწავლება და არა აკადემიასა და სასწავლებლებში ჯდომით.
ერთი ასეთი თვისება მაქვს, რასაც დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. მუსიკალურ სკოლაში შვიდწლედი დავამთავრე, სადაც ვიოლინო შევისწავლე, მერე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ვისწავლე, რომელმაც ძალიან კარგი ბაზისური ცოდნა მომცა, გავაგრძელე სწავლა სამხატვრო აკადემიაში, იქვე დავასრულე მაგისტრატურაც. შემდეგ კი, კონსერვატორიაში, ვოკალზე ჩავაბარე. სტუდენტობიდან ვმღერი, ვთამაშობ სპექტაკლებში, მაქვს პერფორმანსები და ექსპერიმენტალური გამოსვლები. არადა, მუსიკის ნიჭი ჩემს მშობლებსა თუ წინაპრებს არასდროს ჰქონიათ, არანაირი შეხება არ ჰქონიათ სცენასთან. ეს ისევ იმის პასუხად, რომ ნიჭი მემკვიდრეობითი ნამდვილად არაა.
შენში როდის გამოვლინდა ეს ნიჭი?
ამ კითხვას ხშირად მისვამენ. დაახლოებით იმ მომენტიდან ვიცოდი რომ ხელოვანი-არტისტი უნდა ვყოფილიყავი, რა მომენტშიც ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე როგორი თვალის, თმის ან კანის ფერი აქვს. ნებისმიერ სფეროში, რომელშიც აქტიურად შრომა მიწევს, ჩემთვის მთავარი არის შემოქმედებითი მიდგომა. მაგალითად, ძალიან კარგ კულინარადაც ვარ აღიარებული და ასევე ძალიან მაღიზიანებს, როცა რეცეპტს მეკითხებიან, იმიტომ რომ რეცეპტი არ მაქვს. კერძს ყოველთვის იმ მასალით, იმ შინაარსითა და იმ წუთის განწყობით ვაკეთებ. ამას თავმდაბლობის გამო არ ვამბობ, ჭეშმარიტებად მგონია რომ ყველას ყველაფერი შეუძლია. არაფერი იქიდან, რასაც მე ვაკეთებ, სიმღერა იქნება ეს თუ ხატვა, სასწაულად არ მიმაჩნია.
ანუ, შენი აზრით, შემოქმედებითი ნიჭი განვითარებითი უნარია?
ნიჭი ყველა ადამიანშია, არ არსებობს ის არ გაგაჩნდეს. ადამიანმა საკუთარ თავში ჩაძიებით, კვლევით უნდა აღმოაჩინოს ეს ნიჭი. აუცილებლად ყველაფერს შემოქმედებითად უნდა მიუდგე, პურის გამოცხობაც რომ პურის გამოცხობაა, მაგასაც. ჩემი სლოგანია „რეცეპტები არ არსებობს“ (ერთ სპექტაკლში ვამბობ კიდეც ამას), რეცეპტები თავადვე უნდა გამოიგონო. პური რომ პურია, ნამცხვარი რომ ნამცხვარია, ქანდაკება კი ქანდაკება, ეს მოცემულობაა. აუცილებლად უნდა ეცადო ეს მოცემულობა განავითარო და არა დაჯდე და ამით დატკბე. ჩემი საყვარელი მწერლის გამონათქვამია: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ნებისმიერი რაღაცის პროცესი თუ არ გაბედნიერებს იმის შედეგიც აღარ უნდა გაინტერესებდეს, სხვა რაღაცაზე უნდა გადაერთო და ის განავითარო.
როგორ ფიქრობ ამ ფილოსოფიას რამ შეუწყო ხელი? საყვარელმა ავტორებმა თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებმა?
ცხადია, კითხვაც მიყვარს. ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილი, ოთარ ჭილაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ დოჩანაშვილი. კინორეჟისორებიდან ჩემი საყვარელი ალმადოვარია, ვოცნებობ მის ფილმში მოვხვდე. მთლად უტოპიური ოცნებაც არ არის, შესაძლოა ახდეს კიდეც ეს ყველაფერი. ამ ადამიანების ყურებით, მოსმენითა და წაკითხვით ჩამომიყალიბდა ეს ფილოსოფია. მიყვარს ყველაფერი ახალი, რაც სიკეთესა და სიყვარულს ქადაგებს და არის ორიგინალური, თვითმყოფადი და არა ვიღაცის მიბაძვა. არ არის აუცილებელი მარტო ერთ სფეროში რეალიზდე, შენს შემოქმედებით პოტენციალს ერთ ნამუშევარში ხომ ვერ მოაქცევ. ერთი კერძის მომზადებისასაც ხომ ყველა მასალას არ იყენებ? ყველაფერს გემოვნებით აზავებ, როგორც ამას გრძნობა გკარნახობს, ამიტომაც არის უნიკალური ის რასაც ქმნი. სწორედ ასეთმა შემოქმედებმა მიბიძგეს რომ ყოველთვის საჭიროა შინაგანი ძიება. ზოგჯერ ადამიანს ამაში მედიტაცია და ლოცვაც ეხმარება, ასევე, გულწრფელი ურთიერთობა, სეირნობა, ბუნება, დაკვირვება, კითხვა, სპექტაკლების ყურება, შრომა.
როგორც თქვი, რასაც აკეთებ ბოლომდე მიმყავსო, შესაბამისად, ალბათ დიდ შრომას დებ ამ ყველაფერში, ხომ ასეა?
იმდენად დიდ შრომას ვდებ ყველაფერში, რომ ჩემს მთავარ ნიჭადაც ეს მიმაჩნია. ძალიან ბევრს ვშრომობ და მგონია, რომ როდესაც ბევრს შრომობ და ბევრ რაღაცას აკეთებ, შეუძლებელია იქიდან რამე არ გამოვიდეს, ეს ყველაფერი აუცილებლად რეალიზდება რაღაც ენერგიაში. ამას არა მაინცდამაინც მატერიალური, გაყიდვის, კუთხით ვგულისხმობ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ, ჩვენ, ხელოვანებიც, ისევე როგორც ყველა, მატერიალურადაც რეალიზებულები უნდა ვიყოთ და ამაში სასირცხვილო არაფერია, პირიქით, საამაყოცაა. გამოდის რომ ვიღაცას მოსწონს ნამუშევარი, რადგან ყიდულობს, ვიღაც შენი ნამღერის მოსასმენად მოდის, მიზანიც ხომ ესაა – შენი შემოქმედება გავრცელდეს და ხალხმა ისიამოვნოს შენით.
პირადად შენ რას იღებ, როცა რეალიზდები როგორც მხატვარი, ან როცა მღერი და სპექტაკლს თამაშობ?
რამდენიმე ექსპერიმენტული სპექტაკლში მითამაშია, ფილმშიც გადამიღეს. ყველაფერი ეს, ხატვისა და სიმღერის ჩათვლით, ისეთ სიამოვნებას იწვევს ჩემში, ვერც აღვწერ. ყველა ჩვენგანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი მწერალი, მოცეკვავე, მაგრამ ამას მიღწევა სჭირდება და ყველამ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. მე ვერასოდეს გავხდები მაგალითად, რაგბისტი, ისევე როგორც ბებიაჩემი ვერ იქნებოდა ბალერინა. მაინც მგონია რომ ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რასაც მოისურვებს. თეატრში არსებობს ასეთი ტერმინი – „ამპლუა“. გინდა თუ არა ეს, საზოგადოება ყოველთვის გახვევს თავს ათას რაღაცას, მაგრამ ყველაზე უკეთ თავად იცი რა ამპლუაში ხარ და რა დიაპაზონში შეგიძლია მოღვაწეობა. არ უნდა გქონდეს უტოპიური იდეები – მთვარეზე გაფრენა, კოსმოსში გაფრენა – ამაზე ოცნებას არავინ ითხოვს. საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ ადამიანმა იცის. სხვათა შორის, ხშირად ვუსმენ საინტერესო ადამიანების ლექციებს ტვინის შესაძლებლობებსა და გონებაზე. ძალიან მეხმარება ვიზუალიზაციის მეთოდი, ეს ცნობილი ხერხია, როდესაც ადამიანი თავის თავს სცენაზე წარმოიდგენს, გონებას თურმე შეუძლია ისე მოემართოს რომ ეს მერე მართლა მოხდეს. მაგალითად, ახლახან საცხოვრებელი სახლი გამოვიცვალე და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამით. მანამდე ვიჯექი და წარმოდგენილი მქონდა ახალ გარემოში, ახალ სახლში, ჩემი ნამუშევრების გარემოცვაში ყოფნა და შედეგად, ეს ახდა კიდეც. ეს სასწაულად არ მიმაჩნია, ეს მართლა შედის ადამიანის გონების შესაძლებლობებში. მე ეს მინდოდა და ამის პოტენციალიც მქონდა, ხომ არ წარმომიდგენია უზარმაზარი აუზიანი ვილა. მე ეს მაკმაყოფილებს, ასეც ბედნიერი ვარ. აქვე, სანამ მკითხავ, მივადგები იმ თემას, თუ რატომ არ მივდივარ ევროპაში. ხშირად მეკითხებიან რატომ არ მიდიხარ აქა თუ იქ, მე კი პროტესტი მიჩნდება. ცოტა პარადოქსულია, თუ ასეთი კარგი ვარ რატომ არ გინდა რომ ჩვენივე ქვეყანაში დამაკავო? და მაგზავნი სადღაც სხვაგან, სადაც გასაგებია, რომ უფრო დიდი ბაზარია და კარგად გავიყიდები, მაგრამ რადგან არ მნდომებია არსად წასვლა, ე.ი ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ასეთი ცხოვრების წესი და ეს მაბედნიერებს, ჩემი ახლობლების გარემოცვაში, ამ გარემოსა და ბუნებაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი სირთულეა.
რას იღებენ ადამიანები შენი მოღვაწეობით, როცა ნახატებს სახლებში კიდებენ, კონცერტზე ან სპექტაკლზე მოდიან, როგორი უკუკავშირია? რა არის ის, რასაც ადამიანებს შენი შემოქმედებით აძლევ?
უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტაშს გიკრავენ და გაქებენ, გეუბნებიან რომ ისიამოვნეს და მოეწონათ შენი ნამუშევარი. სხვა რა უნდა უნდოდეს ხელოვანს. თუმცა, აქამდე მოსასვლელად დიდი გზაც გამოვიარე. ჩემი ხმიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, მათ შორის, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშიც. მე უფრო სოპრანისტი ვარ, უხეშად რომ ვთქვათ, მამაკაცის ხმა, რომელიც ქალის დიაპაზონში მღერის და ვარ კონტრ ტენორი, ვმღერი ძველებურ, ბაროკოს პერიოდის მუსიკას, თუმცა არც თანამედროვეს გავურბივარ და ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები, ნებისმიერ ექსპერიმენტზე ვთანხმდები თუ მარტივი, ბანალური და თითიდან გამოწოვილი არ არის.
რას გამოარჩევდი ბოლო პერიოდის შემოქმედებიდან, რომელ ექსპერიმენტს?
ბოლო პერიოდიდან ჩემი და უტა ბექაიას პროექტებს გამოვყოფდი, რომელთა ფარგლებშიც ვმღეროდი ბაროკოს არიებს, რაც უშუალოდ ჩემი ხმისთვის არის დაწერილი და ამ ამპლუაში ისე ვარ, როგორც თევზი წყალში, აბსოლუტურად თავისუფალი. უტამ კი, აბსოლუტურად ორიგინალური კოსტიუმები შექმნა. სწორედ ასეთ ორიგინალობაზე ვსაუბრობ, მისი ნამუშევრები არის გამორჩეული, ინდივიდუალური, ერთადერთი და განუმეორებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბაროკოს ვმღერი არ ნიშნავს რომ ბაროკოს კოსტიუმები მეცვას, ყველანაირად ვეცადეთ, რომ შესრულება ავთენტური ყოფილიყო ინსტრუმენტებით, ხმით, კოსტიუმებითაც. შეიძლება ძველი კოსტიუმები გამოიყენო, მაგრამ ახალი სიცოცხლე შესძინო. არაამქვეყნიური და კოსმოსური ტიპის კოსტიუმები, რომლებიც მეცვა, ძალიან მოუხდა ერთმანეთს. ჩემი კონცეფციაც ეს არის, ვერ ვიტან ყველაფრის ერთმანეთთან შეხამებას, ყოველთვის მიყვარს აცდენილი ემოციებიცა და ფერებიც. ყველა ფერი ერთმანეთს უხდება. სიჭრელე და ეკლექტიკაა ჩემთვის მთავარი.
შენი ნახატებიც ხომ საკამოდ ფერადია, ეს არის შენი ხიბლი?
ბევრს მოსწონს ხოლმე რომ მრავალი სტილი და მიმართულება მაქვს, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს ალბათ მაინც გამოარჩევენ. ჩემი განსაკუთრებულობაც იმაში მინდა იყოს, რომ ერთ სტილში მუშაობა არ შემიძლია, შეიძლება პერიოდები მქონდეს და ერთ სტილში ვიმუშავო, მერე სხვაზე გადავიდე და მერე ისევ დავუბრუნდე. არ არსებობს სამყაროში ორი ერთნაირი რამ, არც ნახატი, არც ნამღერი შეიძლება იყოს ერთნაირი ემოციით. მინდა ბევრნაირი გამოცდილება და ემოცია მივიღო, ისევე როგორი ბობოქარი და მრავალფეროვანიც არის ცხოვრება.
როგორ ფიქრობ, რაში ეხმარება ან შეიძლება ეხმარებოდეს თანამედროვე საზოგადოებას სიახლისა და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა?
რა თქმა უნდა, მზა რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ადამიანმა დაინახა რომ შემოქმედებითი არსებაა და ყველაფერს შემოქმედებითად მიუდგება, ტოლერანტულიც იქნება, არც მრავალფეროვნების შეეშინდება, არც რაიმე სიახლის ან ჩარჩოს მიღმა გასვლის. ახლა ხელოვნებაში ძალიან პოპულარულია სოციალური თემატიკა, რაც გასაგებიცაა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიმართულება. ჩემს ხელოვნებას შეიძლება სალონურიც ვუწოდოთ. ცოტა ხნის წინ მეგობარს ვეუბნებოდი, მეც სოციალური არტისტი ვარ-მეთქი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ნამუშევრებს დაბალ ფასში ვყიდი. რა არის იმაზე მეტი სოციალური მესიჯი, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი გახდეს. ადამიანს შეიძლება ჩემი გვირილა, ჭიამაია თუ ბაბუაწვერა აბედნიერებდეს და ეს მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყველაფერი მაინცდამაინც აქციებზე სიარული ხომ არ არის. ასევე, დიდი სიამოვნებით, ბედნიერებითა და ენთუზიაზმით ვერთვები საქველმოქმედო გამოფენებსა თუ კონცერტებში. ჩემი მიმართულება მაინცდამაინც სოციალურ თემატიკაზე ხატვა არ არის, ხშირად მეკითხებიან რატომ არ ვხატავ, მაგალითად, თუნდაც ლგბტ ან მაღაროელების თემატიკაზე. ჩემი პასუხია რომ ამის საჭიროებას არ ვგრძნობ. ვიღაცები ამაზე უკვე ხატავენ და ზოგჯერ ძალიანაც მომწონს მათი ნამუშევრები, მაგრამ მეც მაინცდამაინც მათნაირი ხომ არ უნდა ვიყო. მე ჩემი ცხოვრების გზა და მიმართულება მაქვს, მთავარია არ ემსახურებოდე ბოროტებას, არამედ, ემსახურებოდე ადამიანს.
რამ შეგიწყო ხელი, რომ საკმაოდ კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებასა და შესაბამისად, სახელოვნებო სფეროშიც, სირთულეების მიუხედავად, რეალიზებულიყავი?
არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემი დამსახურებაა. ადამიანებს ყოველთვის ყველაფერს ვუფასებ და მადლიერი ვარ მათი გვერდში დგომისთვის. მაგრამ როცა თავიდან სცენაზე გამოვდიოდი, მე ვმღეროდი და ბევრი იცინოდა. მხატვრის თვალი მაქვს და ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავ, ნელ-ნელა ეს შემცირდა და თითქმის გაქრა. უბრალო ადამიანები უფრო კარგად მაფასებენ და მათი დაფასება და მადლიერება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალების. როცა დაცინვებმა იკლო, ბევრი მეუბნებოდა რომ აღფრთოვანებას მარტო ჩემი გამბედაობით ვიმსახურებდი, თუმცა ძალიან არ მინდა ტრაბახში გადამივიდეს. მეც ძალიან ბევრი რამ გადავლახე, რომ დღეს ადამიანებისთვის სცენიდან თავისუფლად მეყურებინა.
შეიძლება ითქვას, ადამიანების რწმენა დაგეხმარა. იმიტომ რომ, თუ ეს რწმენა არ გექნებოდა, ძალიან გაგიჭირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში.
ისევე, როგორც მჯერა, რომ პურის გამოცხობა ყველას შეუძლია და როგორი პურიც არ უნდა გამოაცხოს, ეს კარგი და საუკეთესო იქნება თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ასევე მჯერა რომ ადამიანს სიკეთის ფორმულა იმთავითვე აქვს საკუთარ თავში და არ არსებობს აბსოლუტურად ბოროტი ადამიანი. ადრე სცენაზე შავი კოსტიუმით, აკადემიურად გამოვდიოდი, ახლაც გამოვალ თუ საჭიროა, მაგრამ როცა იმგვარ კოსტიუმსა და ამპლუაში ვარ, სადაც გენდერი წაშლილია, უფრო თამამად ვმღერი და დარბაზიდან წამოსული ემოციით ვგრძნობ ხოლმე რომ ყველა მათგანი ჩართულია და უსმენს. რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ვისწავლე ისაა, რომ ეს არ არის მხოლოდ ემოციის, არამედ დიდი პროფესიონალიზმის შედეგიც.
რა ემოციებს აღძრავს, შენი აზრით, მსმენელებში შენი შესრულება?
კონცერტის დროს, ვივალდი ჰენდელი (ბაროკო) ჟღერდება, რაც დიდ სენტიმენტებს იწვევს, თითქოს მარტივი მელოდიაა, მაგრამ იმდენად გენიალური რომ ძალიან დიდ ემოციებს აღძრავს და შესაძლოა, კათარსისიც გამოიწვიოს ხალხში. იმ დროს, როდესაც სცენაზე მსახიობი ან მომღერალი – შემსრულებელი – გამოდის, მაყურებელი ღმერთის პოზიციაშია, ის სკამზე ზის, გაკვირდება და გიყურებს, ხან გაიცინებს ხან იტირებს. შენ კი, ამ დროს ნამდვილი ადამიანი ხარ, რომელიც თამაშობს ან მღერის, შენ კი არ ხარ ღმერთი სცენაზე გამოსვლისას, არამედ სწორედ მაშინ ხარ ადამიანი და ღმერთები გაკვირდებიან. სცენაზე გასვლისას აბსოლუტური სიშიშვლის შეგრძნება მაქვს, როგორც აბანოში. სწორედ ამიტომაც არის ღელვაც და კანკალიც.
მე მოსმენისას ცხოვრების წარმომავლობის შესახებ სევდას მახსენებს.
ხელოვნებაც ხომ დაკარგული სამოთხის ძიებაა, ჩვენც ასე ვართ და ალბათ სწორედ ეს აისახება მუსიკაშიც.
თუ დაკვირვებიხარ, შენი ნახატების შეძენით ძირითადად ვინ არის ხოლმე დაინტერესებული?
ჩვეულებრივი ადამიანები, ძირითადად ქალები ჭარბობენ. ქალები არიან ისინიც, ვინც თამამად მეუბნებიან კომპლიმენტებს, თამამად ტირიან და ნამუშევრების შეძენითაც უფრო ქალები არიან დაინტერესებულნი, თუმცა კაცებიც გამოერევიან ხოლმე. კაცებს უფრო უჭირთ ემოციის გამოხატვა, მაგალითად, თუნდაც ფეისბუქზე გულის დაწერა.
როგორც ვიცი, ახლა პერსონალური გამოფენა გაქვს, ხომ ასეა?
დიახ, პერსონალური გამოფენა მაქვს, რომელიც 22 სექტემბერს, 18:00 საათზე იხსნება და 1 თვე გაგრძელდება. თემატურადაც ბევრი ნახატი გამოვფინე, სტილისტურადაც – მინიმალისტური უზარმაზარი აბსტრაქციებიდან დაწყებული, მინიატურებით დამთავრებული. ასევე გამოვა ჩემი ნახატებით გაფორმებული წიგნი, რომლის ავტორიც საბავშვო მწერალი ვასო გულეურია. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ილუსტრირებული პირველი წიგნი გამოიცემა. „ქარის მოყოლილი ამბები“, ასე ჰქვია და მალე ჩაეშვება გაყიდვაშიც. ბედნიერებად მიმაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერში მეტნაკლებად რეალიზებული ვარ და დაფასებასაც ვხედავ.
რომელ წლებში შესრულებული ნახატები იქნება გამოფენილი?
ძველებიდან მოყოლებული, რამდენიმე დღის წინ შექმნილიც. არსებობს ასეთი Living Museum, მსოფლიოშიც არსებობს ასეთი მუზეუმები, სადაც ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა და რთული მდგომარეობა, არტ თერაპიით ეხმარებიან. ამ იდეით ნათია ფანჯიკიძე დამიკავშირდა, რომელსაც ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „კამარა“ აქვს გახსნილი. პაციენტები ყველა ასაკობრივი კატეგორიის არიან და მათ ექიმები, ფსიქიატრები ეხმარებიან. ამ მუზეუმში, რომელსაც ტკივილების მუზეუმი დავარქვი, მუდმივმოქმედი გამოფენები იქნება, რომლის ფარგლებში 3-4 მხატვრის გამოფენა იქნება, „ლივინგ მუზეუმის“ მეგობრები და ავტორი. ამ გალერეაში სახლური სიტუაციის შესაქმნელად, გამოვფინე ნამუშევრები, რომლებშიც ყველაფერი სახლში ხდება და „ოთახები“ დავარქვი. აქ არის ყველაფერი – მაგიდაზე დალაგებული ჩემი ნამცხვრები, შინაური ცხოველები თუ ფანჯრიდან დანახული სამყარო თუ მცენარეები. ბევრი ნამუშევარია, მგონი 100-ზე მეტი. დიდი ხანი, დაახლოებით 5 წელია რაც გამოფენა არ მქონია, ადრე ხშირად ვაკეთებდი, წელიწადში 2-3-ჯერ. კონცერტზე მეტი პასუხისმგებლობა გამოფენაა და უფრო დამღლელიცა და ემოციურიც.
რადგან კონცერტებიც ახსენე, ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელ შენს შესრულებას გამოყოფდი?
თითქმის 40 წლის ასაკში პირველად ვიმღერე ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე. ჩემი ხმის სპეციფიკიდან და იმ ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც არის, იდგმება ნაწარმოებები მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-20-ს დასაწყისამდე, ერთი მთლიანი საუკუნეც კი არა. არ არსებობს ინტერესი დაიდგას უფრო გვიანდელი, მაგალითად, ბაროკო ან მოცარტი, მე-20 საუკუნის მუსიკა. ცოტა ხნის წინ კი, ექსპერიმენტი მოხდა დადგეს „კარმინა ბურანა“ ბალეტთან ერთად და ჩემი ხმა დასჭირდათ. კამერულ ორკესტრებთან არაერთხელ მაქვს ნამღერი, ვახტანგ კაციძე ჩემი უდიდესი გულშემატკივარია, ხოლო ჩემი ვოკალის პედაგოგია ქეთი ელიავა. მათთან დღემდე ვაგრძელებ ინტენსიურ თანამშრომლობასა და მეგობრობასაც.
ინტერვიუს ავტორი: ნინო ბოლქვაძე
რედაქტორი: მარიამ პაიჭაძე
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და