საზოგადოება - Page 17

/

ლელა კურტანიძე ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის

//

„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ინტერვიუ მიხეილ აბრამიშვილთან

ბიოგრაფია 1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ რომ მამის კვალს გავყევი. ჩემი და მეცნიერების თეორიის მიხედვით, ტვინს არ გააჩნია რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიჭების კრებული,

პოსტჰუმანიზმი, გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა

//

“პოსტჰუმანიზმი” ის ტერმინია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების როგორც ვიწროდ აკადემიურ, ისე – საჯარო დისკურსში. წლიდან წლამდე ტექნოლოგიის მნიშვნელოვანმა განვითარებამ ურთიერთშედეგობრივად

ფემინისტური ბრაზი: მნიშვნელობა და შესაძლებლობები

///

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე დეფინიცია და მიზნები ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული დამოკიდებულება თავისი ობიექტის მიმართ,

ზურაბიშვილის თქმით, პოტენციურ ჰომოფობიურ კანონს ვეტოს დაადებს

//

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჰომოფობიური კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ოცნების ჰომოფობიური რიტორიკა უნდა შეიცვალოს.

“რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, – თქვა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ. ქართული ოცნების ჰომოფობიური კამპანია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით გაგრძელდა. მან “ლგბტ პროპაგანდის” საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის გამოსვლიდან მეორე დღეს იგივე რიტორიკის განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც კანონის მიღების საჭიროებაზე საუბრობს.

ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ

//

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ.

ქართული ოცნების ჰომოფობიური კამპანია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით გაგრძელდა. მან “ლგბტ პროპაგანდის” საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.

“ჩემთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის გამოსვლიდან მეორე დღეს იგივე რიტორიკის განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც კანონის მიღების საჭიროებაზე საუბრობს.

“ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული “ლგბტ კვირეული”, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს.
პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.

ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული
ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.

ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

იოსელიანი: უმნიშვნელოვანესია, პრაიდის კვირეული ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს

//

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თბილი იპრაიდის კვირეულს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში.

ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ მოწოდებებსა და მუქარებზე მოახდინონ სათანადო რეაგირება და უზრუნველყონ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

//

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტიების აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 11 ივლისს ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს პირველად მიმართა ბრალდებულმა. გრიგორიადისმა ისაუბრა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე.

მისი თქმით, სურს, ორივე სასამართლოზე გამოცხადდეს და მათგან მოისმინოს არგუმენტები, რატომ ავრცელებდნენ მის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავ განცხადებებს.

გრიგორიადისის განცხადებით, დავას გეგმავს ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგაც, რომელმაც, მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და კიდევ ერთი სარჩელის შეტანას გეგმავს თმის გადაპარსვასთან დაკავშირებით.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, 31-ში კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუქზე გინების გამო დააჯარიმა

//

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი ფეისბუქზე გინების გამო 800 ლარით დააჯარიმა.

გრიგორიადისს პოლიციელის შეურაცხყოფასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ცნობით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გრიგორიადისმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მით უმეტეს, სასმახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამიტომ, მოსამართლემ ამ ნაწილში საქმე შეწყვიტა, თუმცა დამნაშავედ მიიჩნია წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს სახიფათო პრაქტიკაა და სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ბოლო პერიოდში ეს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო დაჯარიმების მეორე შემთხვევაა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კურიერი Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

გლდანის პარკში ადმინისტრაციამ ფერადი ქოლგები ჩამოხსნა

/

გლდანის პარკში ადმინისტრაციამ ფერადი ქოლგები ჩამოხსნა. მიზეზად ისინი “საზოგადოებაში აჟიოტაჟს” ასახელებენ.

“პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელთა თხოვნითა და ჩვენი დიდი სურვილით დაიწყო გლდანის პარკის გადახალისების გარკვეული სამუშაოები, მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ადამიანს ვინც სტუმრობს ჩვენს პარკს სასიამოვნო გარემო დავახვედროთ. დღევანდელი პარკის მდგომარეობა კოვიდის პერიოდის სამწუხარო შედეგია და როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს დიდი სურვილი და გარკვეული მზაობა დავუბრუნოთ პარკს სიხალისე.

ახლა კი, რაც შეეხება აღნიშნულ ქოლგებს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის გადახალისების ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი, ქოლგების ცნობილი დეკორაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ვიმეორებთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია, ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ადმინისტრაციამ გამოცემა პუბლიკასთან განაცხადა, რომ ქოლგები აგრესიის გაღვივების თავიდან აცილების მიზნით ჩამოხსნეს.

“არ გვინდა, აგრესია გავაღვივოთ საზოგადოებაში. ისიც კი არ ვიცოდით, რომ პრაიდის კვირეულს დავამთხვიეთ, თორემ შეიძლებოდა თავი შეგვეკავებინა. როდესაც ქოლგები შევიძინეთ, არ გვიფიქრია, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ქოლგების მოხსნის მიზეზი იყო, რომ აგრესია არ გავაღვივოთ. აღვადგენთ, არ ვაპირებთ ქოლგები საწყობში დავაწყოთ. როდესაც აგრესია ჩაივლის, ხალხი მიხვდება, რომ ვემიჯნებით პროპაგანდას, გავაგრძელებთ პარკის გადახალისებას.

პირდაპირ ზარი შევიდა გამგეობაში. პარკი არის კერძო საკუთრება, თუმცა ფიქრობენ, რომ არის გლდანის გამგეობის.., გლდანის გამგეობას უკავშირდებოდნენ და გლდანის გამგეობა დაგვიკავშირდა ჩვენ, თუ რას ვაკეთებდით, რა ხდებოდა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სტამბოლის პრაიდზე პოლიციამ, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა

//

თურქეთში, სტამბოლის პრაიდზე პოლიციამ, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა.

კვირას, 25 ივნისს პოლიციამ სტამბოლის მთავარ გამზირზე მარშს ხელი შეუშალა და მოქალაქეებს არ მისცა საშუალება, დაგეგმილი მარშრუტი გაევლოთ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო, ორგანიზატორებმა მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს. Amnesty International-ის ცნობით, დაკავებისას ერთმა ადამიანმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.

თურქეთში ახლახანს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კამპანია ჰომოფობიური გამოსვლებით წარმართა. ის დისკრედიტაციის მიზნით ოპონენტებს პროლგბტ-ებს უწოდებდა. ერთ-ერთ გამოსვლაში ერდოღანი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვიარ ადამიანები თურქეთში ხილვადები აღარ იქნებიან.

გრიგორიადისი ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივის 

//

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჩივის. სამოქალაქო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სახელით ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” შეიტანა.

ორგანიზაცია მოითხოვს, კობახიძემ და ღარიბაშვილმა, გრიგორიადისზე საჯაროდ გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და მათ დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, სიმბოლურად 15 ლარის ოდენობით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ განცხადებების მიზანი საზოგადოებაში გრიგორიადისზე ნეგატიური განწყობის შექმნა იყო.

გრიგორიადისის დაკავების დღიდან ქართული ოცნება მის დისკრედიტაციას ეწევა. ერთ-ერთი პირველი კობახიძე იყო, რომელმაც მას “ორიენტაციაარეული” უწოდა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, 31-ში კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Tbilisi Open Air დასრულდა

რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air დასრულდა.

ორგანიზატორები დამსწრეებსა და არტისტებს მადლობას უხდიან.

“ტრადიციულად, ყველას დიდ მადლობს გიხდით ასეთი არაჩვეულებრივი ატმოსფეროს შექმნისათვის. ამ სამი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ში ის საოცარი საფესტივალო განწყობა იგრძნობოდა, რომელიც ყველა ჩვენგანს ასე გვიყვარს და გვაერთიანებს.

თქვენთან ერთად განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს არტისტებს, რომელთაც არნახულად დადებითი ემოციებით დაგვმუხტეს. ეს დღეები თქვენ გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა.”, – აცხადებენ ისინი.

წლევანდელ ფესტივალზე იყვნენ: TOM ODELL, MODERAT, KALEO, IMANY, BEN KLOCK, REJJIE SNO, LIQUID SOUL და სხვა მრავალი ქართველი და უცხოელი არტისტები.

ფესტივალი შემდეგ წელს დაბრუნდება.

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

//

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა.

“ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.