გენიოსი, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ახალ 50£-იან კუპიურაზეა გამოსახული

ახალი 50£-იანი ქაღალდის კუპიურა, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული, მიმოქცევაში ჩაეშვა.

ალან ტიურინგი მე-20 საუკუნის უდიდესი მათემატიკოსი,  კრიპტოლოგი, კომპიუტერული მეცნიერების დარგის პიონერი იყო,  რომელმაც მთავრობისგან მიიღო დავალება, გაეშიფრა გერმანული სამხედრო შიფრი ”ენიგმა”. ამისთვის ტიურინგმა შექმნა კომპიუტერი, რომელმაც ”ენიგმას” გატეხვა შეძლო და ომის შედეგებიც გადაწყვიტა.

როგორც შეფასდა, ტიურინგის ამ მიღწევამ, მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შეამცირა და დაახლოებით, 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ტიურინგი გეი იყო და რადგან იმ დროისთვის ინგლისში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა, ტიურინგი იძულებული გახადეს, ჰორმონალური მკურნალობა დაეწყო. ის ”მკურალობას” ერთი წლის მანძილზე, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

1966 წელს, დაარსდა მისი სახელობის ჯილდო, რომელიც ”კომპიუტერულ საზოგადოებაში შეტანილი ტექნიკური ხასიათის წვლილისთვის” გაიცემა და ”კომპიუტერული ტექნოლოგიის ნობელის პრემიად” ითვლება.

 

2013 წელს, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ საყოველთაო ბოდიში მოიხადა ალან ტიურინგის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო.

წინა

ანასტასია კარტოზია – მეც აქ ვარ!

შემდეგი

ნიქო გორგილაძე – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

თანასწორობის მოძრაობა — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

FacebookTweetLinkedInEmail თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან

თბილისი პრაიდი — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ

რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის: ბონდაჟი (ინგლ. Bondage)

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს.