ნიქო გორგილაძე – მეც აქ ვარ!

”ბოლოს, სამი წლის წინ ვიყავი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამჯერად ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ამ სამი წლის განმავლობაში, რაც გერმანიაში ვცხოვრობ, არცერთ პრაიდზე ვყოფილვარ, რადგან აქ ჩატარებული დღეები თუ კვირეულები ჩემი ბრძოლით მოპოვებული არ არის; რადგან, ჩემს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თავს ზეიმის უფლებას ვერ ვაძლევ; რადგან, იმ დღეს ველოდები, როცა სამშობლოში დაბრუნებული, ამ დღეს ჩემს ჰეტერო და ქვიარ მეგობრებთან ერთად გავალ ქუჩაში – თავისუფლებისთვის, ღირსეული აწმყოსა და მომავლისთვის, უღირსი და დანაშაულებრივი წარსულის დაგმობისა და მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

მიუხედავად მანძილისა, ჩემი ფიქრები და აქტივობები მუდამ ქვიარ საკითხების ირგვლივ ტრიალებსს, თუმცა ეს ბრძოლა მაინც მათია, ვინც წინა ხაზზე დგას, აქ და ახლა. ადამიანთა ჩაგვრა, ნებისმიერი ნიშნით, არის შეცდომა, სირცხვილი და დანაშაული! უახლესი ისტორია ცხადჰყოფს, რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ნანობს და ცდილობს, გამოასწოროს ეს სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც, ცხადია, თავისით არ მომხდარა – უამრავი ადამიანის ბრძოლისა და თავგანწირვის შედეგია. ამდენად, წარმატებები Tbilisi Pride-ის, ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლაში და მჯერა, უფრო დიდი ცვლილებები და გამარჯვებები გველოდება, რადგან პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება!

მე კი, ვიმედოვნებ, სულ მცირედი მაინც შევძელი აქამდე, თუკი ჩემი ხმა მივაწვდინე არაინფორმირებულ და შეშინებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სძულდათ და ეშინოდათ საკუთარი თავისა მცირედი განსხვავებულობის გამო. რა უნდა ვუთხრა ახალი მათ, თუ არა იგივე, რაც სამი წლის წინ: ქვიარებო, გიყვარდეთ საკუთარი თავი და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!”

წინა

გენიოსი, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ახალ 50£-იან კუპიურაზეა გამოსახული

შემდეგი

მამუკა ჯუღელი, ლეიბორისტული პარტიის წევრი – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების