ბექა კვაჭანტირაძე – მეც აქ ვარ!

”ჩემთვის პრაიდი გამოხატვის თავისუფლებაა, კონსტიტუციური უფლების გამოყენების შანსი, ცივილურად გავაპროტესტო ის, რაც არ მომწონს, ის გარემო, რაც ქვეყანაშია.

გარდა ამისა, ეს არის შანსი იმისთვის, რომ სხვა ლგბტქ პირებს, რომლებიც ვერ ბედავენ გამოჩენას და ეშინიათ, მივცე მოტივაცია და სტიმული, რომ იყვნენ ღია და თავისუფლები. მინდა, მათ მივცე მაგალითი, რომ იყვნენ ბედნიერები ისეთები, როგორებიც არიან და დაინახონ, რომ არ არიან მარტო.

სოლიდარობის მარშზე აუცილებლად წავალ. მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, რას ნიშნავს თბილისი პრიადისა და სოლიდარობის კვირეული – ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს ვაჩვენებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში იჩაგრებიან და მან უნდა იპოვოს გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სასარგებლოდ.

ღირსების მარშით სხვა ადამიანებსაც მოვუწოდებთ, რომ ჩვენს მხარეს დადგნენ, რადგან საზოგადოება და სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ იქნებიან ჩაგრული ჯგუფები. საჯარო გამოსვლით, ჩვენ გვინდა ის უსამართლო გარემო გავაპროტესტოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია ლგბტქ ადამიანების მიმართ.

საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია – არავინ ვიცით, ამ სოციუმში როდის და სად გადავიკვეთებით, დღეს თუ ლგბტქ ადამიანებს სჭირდებათ სოლიდარობა სხვა ადამიანებისგან, ხვალ რელიგიურ უმცირესობებს ან სხვა პრობლემის მქონე ჯგუფებს დასჭირდებათ.

ქართული ანდაზაა – “ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად კი, პირს.” ამ პრინციპით უნდა ვიცხოვროთ, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, ვერ შევქმნით ჯანსაღ გარემოს და ვერ შევძლებთ გლობალურ პრობლემებთან გამკლავებას. ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, დავუდგეთ ერთამანეთს გვერდით და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველას ხმა ისმის და არა მხოლოდ ერთეულების.”

წინა

დევიდ გაშის ”სიძულვილით სავსე ქადაგების დასასრული”

შემდეგი

ანასტასია კარტოზია – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი