ფოტო: Zurab Kurtsikidze / EPA-EFE

მოქალაქეების 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

7-13 დეკემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის, 43% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ამასთან, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.

მოსახლეობისთვის სამი მთავარი გამოწვევა ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის კავშირში: გამოკითხულთა 32% მთავარ გამოწვევად სიღარიბეს და ფასების ზრდას / ინფლაციას ასახელებს, მესამე ადგილს კი 29%-ით სამუშაო ადგილების პრობლემა იკავებს. ამასთან, მოსახლეობის აზრით, სიღარიბესთან (75%), კრიმინალთან (58%), ტერიტორიულ მთლიანობასთან (53%), განათლებასთან (51%) და კორუფციასთან (44%) დაკავშირებული სიტუაცია ბოლო წლებში გაუარესდა.

მოსახლეობამ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობაც შეაფასა, გამოკითხულთა ნახევარი თვლის, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არ არის, 34% კი მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის მაგალითი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. კვლავ უცვლელია ევორკავშირში (83%) და ნატოში (77%) გაწევრიანების სურვილი, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც ქართული ოცნება (51%) და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები (53%) ფიქრობენ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 

კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს ინტერესებთან ყველაზე ახლოს? 41%-ის პასუხია – არცერთი პარტია, 80% კი პარტიებს შორის თანამშრომლობას მხარს უჭერს.

NDI-ს კვლევა პანდემიის საკითხებსაც მოიცავდა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 73% ჯანდაცვის სისტემას სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, თუმცა 42% ამბობს, რომ აცრის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან 38% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% კი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

NDI-ს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 2099 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.

წინა

რომის პაპი მშობლებს ქვიარ შვილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

შემდეგი

სფფ-ის რეგულაციები ქალი ფეხბურთელების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას არ ითვალისწინებს – სახალხო დამცველი

ბოლო სიახლეები

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

Facebook4Tweet0Shares4 საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი

Heartstopper-ის ტრანსგენდერი მსახიობი იასმინ ფინი Doctor Who-ს ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

Facebook15Tweet0Shares15 სულ რამდენიმე კვირის წინ Netflix-ის მცირე ეკრანებზე ახალი ქვიარ სერიალი Heartstopper გამოვიდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ