კითხვები, რომლებიც დაქამინგაუთებულ ადამიანს არ უნდა დავუსვათ

როგორ მოიქცევით, მეგობარმა თქვენთან დაქამინგაუთება თუ გადაწყვიტა? ჰკითხავთ, დარწმუნებული არის ამაში თუ, უბრალოდ, ეტყვით, რომ მისით ამაყობთ? სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი პირველ ვარიანტს აირჩევს, რადგან სათანადო ცოდნა არ აქვს ლგბტ+ საზოგადოების შესახებ.

შესაბამისად, თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი, რომელიც ახალი დაქამინგაუთებულია, ნაცვლად იმისა, რომ უამრავი კითხვა დაუსვათ, აჯობებს, ჯერ თავად ჩაატაროთ მცირე მოკვლევა.

ჩვენ გეტყვით, რა კითხვები არ უნდა დაუსვათ ლგბტ+ თემის წევრებს.

დარწმუნებული ხარ ამაში?

ბევრი ფიქრობს, რომ ცუდი ტონი არ არის, ჰკითხო ადამიანს, დარწმუნებულია თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებაში, რადგან ავიწყდებათ, რომ ლგბტ+ საზოგადოების წევრობა ბუნებრივია. სანამ ვინმეს ამ კითხვას დაუსვამთ და ჩაეძიებით, როგორ აღმოაჩინეს ეს, ან დარწმუნებულები არიან თუ არა ამაში, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გარკვეულმა სიტყვებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს მათ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ამიტომ, კითხვების დასმამდე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და წინასწარ გავიაზროთ მათი მნიშვნელობა.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაზაა?

დაქამინგაუთებული ადამიანის მიმართულებით დასმულ კითხვას – არის თუ არა ეს მხოლოდ ეტაპი? – საკმაოდ ხშირად მოისმენთ. ეს მხოლოდ არასწორი კი არა, ძალიან უხერხულიცაა. ლგბტ ადამიანად იდენტიფიცირება არ არის ეტაპი, რომელიც რაღაც მომენტში „გაივლის“, ამის გააზრება მნიშვნელოვანია. შესაძლოა, განსჯამ და უცნაური კითხვების დასმამ ადამიანს თავი უხერხულად და საზოგადოებისთვის მიუღებლად აგრძნობინოს.

კაცმა/ქალმა გული ხომ არ გატკინა?

თუ ადამიანი იდენტიფიცირდება როგორც ლესბოსელი ან გეი, ხშირად ფიქრობენ – ეს იმის ბრალია, რომ მათ გული ატკინეს და ამიტომ „გადაწყვიტეს“ ორიენტაციის შეცვლა. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, ორიენტაციას ჩვენით არ ვირჩევთ. ლგბტ ადამიანების უმეტესობა თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც საკუთარი სექსუალობის შესახებ კითხვებს უსვამენ. რატომ უნდა ჩავაგდოთ ისინი უხერხულ მდგომარეობაში და პირად დეტალებში ჩავეძიოთ, როცა უბრალოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია?

და ბოლოს, თუ ამის გაკეთება ჩვენს ძალებს აღემატება, სჯობს, ჩუმად ვიყოთ.

 

ილუსტრაცია: Nadia Bormotova

წინა

ქვიარ გამოცდილებები ანტიკურ სამყაროში და ქრისტიანული სწავლება, რომელიც სიძულვილის დასაყრდენად იქცა

შემდეგი

ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსი შონდა რაიმსის ახალ სერიალში ითამაშებს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი