სეულში, სამხრეთ კორეაში, ერთი და იმავე სქესის წყვილის მოთხოვნა მეუღლის ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათებთან დაკავშირებით, სასამართლომ უარყო, რაც ქვეყანაში ქვიარ წყვილების სამართლებრივი უფლებების არარსებობას უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობას არ ცნობს, 2020 წლის თებერვალში, ერთ-ერთმა მამაკაცმა პარტნიორის მეუღლედ რეგისტრაცია შეძლო, რის შედეგადაც, მას ჯანმრთელობის დაზღვევაზე წვდომა მიეცა. როდესაც ამბავი გასაჯაროვდა, ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულმა სამსახურმა პარტნიორის სტატუსი გააუქმა, წყვილმა კი მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა შეღავათების აღდგენის მოთხოვნით. გასულ კვირას სასამართლომ წყვილის კანონიერ მეუღლეებად აღიარებაზე უარი განაცხადა. შესაძლებელია, ასეთ მიდგომას ცუდი შედეგები მოჰყვეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ხშირია ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ კორეაში ლგბტ თემის წევრები თანასწორ გარემოში არ ცხოვრობენ. კანონმდებლებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და უზრუნველყონ, რომ ყველა ლგბტ ადამიანის უფლება აღიარებული და დაცული იყოს.
სამხრეთ კორეამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გადადო. ამის პარალელურად, სხვა რეგიონები ამ კანონის აუცილებლობას აღიარებენ და შესაბამის ზომებსაც იღებენ. მაგალითად, 2019 წელს ტაივანმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა, ხოლო ტოკიომ სულ ახლახან გამოაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობას აღიარებს.