MANCHESTER, ENGLAND - DECEMBER 09: Patrice Evra of Manchester United celebrates at the end of the Barclays Premier League match between Manchester City and Manchester United at Etihad Stadium on December 9, 2012 in Manchester, England. (Photo by Clive Mason/Getty Images)

ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს – პატრის ევრა

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა, პატრის ევრამ Le Parisien-თან ინტერვიუში საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელის თქმით, კარიერის განმავლობაში კოლეგების მიმართ ჰომოფობიური თავდასხმის მოწმე არაერთხელ ყოფილა.

„როცა ინგლისში ვთამაშობდი, ერთ-ერთ შეხვედრაზე სპიკერი მოიყვანეს, რათა ჰომოსექსუალობაზე ესაუბრა. ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დისკუსიისას აღნიშნა, რომ გასახდელში გეი ფეხბურთელის ყოფნა მის რელიგიას ეწინააღმდეგებოდა და უნდოდა, ჰომოსექსუალი ფეხბურთელი გუნდიდან გაეშვათ. მაშინ უბრალოდ ვუთხარი, მოეკეტა. იმ დროისთვის გეი ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, რომლებიც მხოლოდ პირადი საუბრისას იხსნებოდნენ, რადგან საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრის ეშინოდათ. ნებისმიერ კლუბში არის 2 გეი ფეხბურთელი მაინც, მაგრამ ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს“, – აღნიშნა ევრამ.

საფეხბურთო სამყაროში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს ერთადერთი ღიად ჰომოსექსუალი პროფესიონალი ფეხბურთელის, ჯოშ კავალოს გამოცდილებაც მოწმობს. იანვრის დასაწყისში, ადელაიდ იუნაითედისა და მელბურნ ვიქტორის თამაშის მსვლელობისას ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების თავდასხმის სამიზნე გახდა.

კავალომ ინსტაგრამზე დაწერა: „არ ვაპირებ გაჩუმებას და თავის მოტყუებას, თითქოს გუშინდელი თამაშისას ჰომოფობიურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით, რამდენად იმედგაცრუებული ვარ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს პასუხი მოვთხოვოთ. არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ და ღიად ვამბობ, ვინ ვარ“, – დაწერა კავალომ ინსტაგრამის პირად გვერდზე.

წყარო: Sport Bible

ფოტო: Getty Images

წინა

ფრიდა კალოს ლურჯი სახლი

შემდეგი

სამხრეთ კორეის სასამართლომ ერთი და იმავე სქესის წყვილი პარტნიორებად არ ცნო

ბოლო სიახლეები

რუსეთში პატიმრობა ემუქრება ქვიარების დამცველ ადვოკატებსაც

FacebookTweetLinkedInEmail   გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს

იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს

FacebookTweetLinkedInEmail იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს,  ჯულია ჩეკეტინს, 22 წლის სტუდენტს ვენეციის მიმდებარე

ნეპალში პირველი ქვიარ ქორწინება დარეგისტრირდა

FacebookTweetLinkedInEmail ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და

რომის პაპი გეგმავს ანტი ლგბტქი კარდინალისთვის პენსიისა და საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევას

FacebookTweetLinkedInEmail როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი