საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია კანონის ძალით აიკრძალა. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების გარდაქმნის პროცესში არიან ჩართული პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.
კანონის ძალით უფლებადამცველებსაც შეეძლებათ საჩივრის მომზადება, რაც იმ ადამიანების კეთილდღეობის დაცვას უზრუნველყოფს, რომელთაც საკუთარი უფლებების სამართლებრივი დაცვის ბერკეტებით სარგებლობა ნაკლებად შეუძლიათ.
საფრანგეთის თანასწორობისა და მრავალფეროვნების მინისტრმა ელიზაბეთ მორენომ აღნიშნა, რომ გარდაქმნის თერაპია „ბარბაროსული“ პრაქტიკაა, რომელიც ადამიანების „გონებაზე და სხეულზე წარუშლელ კვალს ტოვებს“.
კანონდამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობა და 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრებათ, რაც შეიძლება 3-წლიან საპატიმრო დრომდე და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმამდე გაიზარდოს.
კანონი ძალაში ოფიციალურად მომდევნო ორ კვირაში, პრეზიდენტ მაკრონის ხელმოწერის შემდეგ შევა, რომელმაც აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა: „უნდა ვიამაყოთ, რადგან დანაშაული არაა იყო საკუთარი თავი“.
წყარო: France24