გერმანიის კათოლიკური ეკლესიის წევრებმა ქამინგაუთი გააკეთეს და რეფორმებს ითხოვენ

გერმანიის კათოლიკური ეკლესიის 120-ზე მეტმა წევრმა, მათ შორის, მღვდელმსახურებმა ღიად თქვეს, რომ ქვიარები არიან. მათ ახალი კამპანია წამოიწყეს, რომლითაც ეკლესიის დისკრიმინაციული მიდგომების შეცვლას ითხოვენ.

ყოფილმა და მოქმედმა მღვდელმსახურებმა, მასწავლებლებმა, ეკლესიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ქამინგაუთის შემდეგ ეკლესიას მოუწოდეს, რომ გადახედონ გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ მოძველებულ სწავლებას. სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანია – OutInChurch 7 მოთხოვნას აერთიანებს, მათ შორის, საეკლესიო აქტივობებში მონაწილეობისა და თანამდებობებზე არჩევის თანაბარ შესაძლებლობას.

მათი თქმით, სექსუალური ორიენტაცია სამუშაო ადგილის დაკარგვის წინაპირობად არ უნდა იქცეს; ეკლესიამ საკუთარი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ისინი სამეცნიერო მიგნებებს არ ეფუძნება. გარდა ამისა, ეკლესიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული მიდგომის ხანგრძლივ ისტორიაზე.

ოფიციალურმა ვატიკანმა გასულ წელს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, მღვდელმსახურებს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის კურთხევის უფლება არ აქვთ. განცხადებამ დისკუსია და პროტესტი გამოიწვია. გავლენიანი მღვდელმსახურების ნაწილმა ლგბტქი ადამიანებს მხარდაჭერაც კი გამოუცხადა.

პაპმა ფრანცისკემ კი აღნიშნა, რომ „მიდგომა დისკრიმინაციას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქორწინების საიდუმლოს ისტორიულ სინამდვილეს იცავს“.

წყარო: DW

წინა

ქვიარები გაცნობის საიტებზე მიღებულ გამოცდილებას აფასებენ

შემდეგი

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია აიკრძალა

ბოლო სიახლეები

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

Facebook4Tweet0Shares4 საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი

Heartstopper-ის ტრანსგენდერი მსახიობი იასმინ ფინი Doctor Who-ს ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

Facebook15Tweet0Shares15 სულ რამდენიმე კვირის წინ Netflix-ის მცირე ეკრანებზე ახალი ქვიარ სერიალი Heartstopper გამოვიდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ