ჩილემ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა.
2021 წლის დასაწყისში ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ, თანასწორი ქორწინების ანგარიში დააჩქარა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში განიხილავდა ჩილეს კონგრესი. მან თქვა, რომ ჩილემ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი ქვედა პალატამ 23 ნოემბერს დაადასტურა 97-35 ხმით და სენატს გადაეცა.
როცა საბოლოო პასუხი გახდა ცნობილი, მთელი სენატი ფეხზე იდგა და უკრავდა ტაშს, ეს მართლაც ისტორიული მომენტია ჩილეს რესპუბლიკისთვის.
კანონი, რომელსაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს, 90 დღეში ამოქმედდება. ჩილე ლათინური ამერიკის მერვე ქვეყანაა, რომელმაც თანასწორი ქორწინება დაუშვა.
მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ჩილეში არ დასრულებულა – როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს ჩილეში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ულტრამემარჯვენე და პოპულისტი, ხოსე ანტონიო კასტი და მემარცხენე გაბრიელ ბორიცი მიიღებენ.
გაბრიელ ბორიცი მხარს უჭერს ლგბტ+ საზოგადოებას, ხოლო კასტი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს ხმების მოსაზიდად. ულტრამემარჯვენე კანდიდატი ასევე იბრძვის აბორტის წინააღმდეგ და ერთ-ერთ გამოსვლაში პინოჩეტის რეჟიმიც გაამართლა