ჰარი სტაილსი ჟურნალი DAZED-ის გარეკანზე

პოპულარული ბრიტანელი პოპ-შემსრულებელი და ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ჟურნალ DAZED-ის ზამთრის ნორმის გარეკანზე გამოჩნდა.

ბრიტანულ ჟურნალთან საუბარში ჰარი სტაილსმა აღნიშნა, რომ მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მისი ახალი კოსმეტიკური ბრენდით Pleasing, რომლის ვებსაიტიც უკვე ამუშავდა და მალე თავის მოვლის საშუალებებიც გაიყიდება.

ქვიარ საზოგადოების საყვარელმა ვარსკვლავმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ დიდ ეკრანებზე მალე გამოვა ქვიარ ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჰარი სტაილსი და The Crown-ის მსახიობი, ემა კორინი შეასრულებენ. ფილმი ბეთან რობერთის რომანს, My Policeman-ს ეფუძნება და მოქმედება გასული საუკუნის 50-იანი წლების ბრაიტონში მიმდინარეობს. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა წყვილის, პოლიციელი ტომის და სკოლის მასწავლებლის, მარიონის ისტორია. წყვილის ქორწინება საფრთხეში მას შემდეგ აღმოჩნდება, როცა ტომს მუზეუმის კურატორის, პატრიკის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.

დაათვალიერეთ ჰარი სტაილსის ფოტოები DAZED-ის ზამთრის ნომრიდან:

წინა

ლესბოსელი აქტივისტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

შემდეგი

დაუმორჩილებელი სულის ზეიმი – ქროს-დრესერების საიდუმლო ისტორია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების