პოპულარული ბრიტანელი პოპ-შემსრულებელი და ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ჟურნალ DAZED-ის ზამთრის ნორმის გარეკანზე გამოჩნდა.
ბრიტანულ ჟურნალთან საუბარში ჰარი სტაილსმა აღნიშნა, რომ მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მისი ახალი კოსმეტიკური ბრენდით Pleasing, რომლის ვებსაიტიც უკვე ამუშავდა და მალე თავის მოვლის საშუალებებიც გაიყიდება.
ქვიარ საზოგადოების საყვარელმა ვარსკვლავმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ დიდ ეკრანებზე მალე გამოვა ქვიარ ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჰარი სტაილსი და The Crown-ის მსახიობი, ემა კორინი შეასრულებენ. ფილმი ბეთან რობერთის რომანს, My Policeman-ს ეფუძნება და მოქმედება გასული საუკუნის 50-იანი წლების ბრაიტონში მიმდინარეობს. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა წყვილის, პოლიციელი ტომის და სკოლის მასწავლებლის, მარიონის ისტორია. წყვილის ქორწინება საფრთხეში მას შემდეგ აღმოჩნდება, როცა ტომს მუზეუმის კურატორის, პატრიკის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.
დაათვალიერეთ ჰარი სტაილსის ფოტოები DAZED-ის ზამთრის ნომრიდან: