2021 წლის 1 ოქტომბერს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა დეკლარაცია ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ, მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის შესახებ. იგი ერთგვარი პასუხია სახელმწიფოსთვის 5 ივლისს დატრიალებულ მოვლენებზე. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კანონის ფარგლებში დასაჯოს (პასუხისგებაში მისცეს) მოძალადე ჯგუფები და დაიცვას ლგბტქ ადამიანების უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის მინიჭებული. დეკლარაციას 26 ხელმომწერი ჰყავს.
,,ჩვენ, ხელმომწერი პირები ვაცხადებთ:
ლგბტქ ადამიანები საქართველოში ამ დრომდე აწყდებიან დისკრიმინაციასა და სტიგმას პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, ხშირია ძალადობის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. კოვიდ-19-ის პანდემიამ ლგბტქ ადამიანების მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამასთანავე, მზარდია ლგბტქ იდენტობების დელეგიტიმიზაციის მცდელობები, ხოლო ორგანიზებული სიძულვილის ჯგუფების მხრიდან დამამცირებელი ლექსიკა და ქმედებები ლგბტქ ადამიანებს საფრთხეში აგდებს. 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ დაგეგმილი მსვლელობა, მას შემდეგ რაც სიძულვილით მოტივირებულმა ჯგუფებმა დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების დემონსტრაციები მთავრობის ყურადღების გარეშე ორგანიზდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე სუსტი პასუხი მიუთითებს ქვეყნის წარუმატებლობაზე, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპები.
ჩვენ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ უნდა დაიცვან ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, და მოვუწოდებთ პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას ჟურნალისტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და რიგითი ადამიანები თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. ”
ხელმომწერები:
LACROIX Christophe, Belgium, SOC
BACELAR DE VASCONCELOS Pedro, Portugal, SOC
BAYR Petra, Austria, SOC
BEN CHIKHA Fourat, Belgium, SOC
BILALLI ZENDELI Arta, North Macedonia, SOC
BOER Margreet, De, Netherlands, SOC
BUSTINDUY María Luisa, Spain, SOC
CEGONHO Pedro, Portugal, SOC
ESTRELA Edite, Portugal, SOC
FERNÁNDEZ María, Spain, SOC
FRIDEZ Pierre-Alain, Switzerland, SOC
GLASOVAC Sabina, Croatia, SOC
GONÇALVES Carlos Alberto, Portugal, EPP/CD
GUTIÉRREZ LIMONES Antonio, Spain, SOC
HAJDUKOVIĆ Domagoj, Croatia, SOC
KOSTADINOVSKA-STOJCHEVSKA Bisera, North Macedonia, SOC
LEITE RAMOS Luís, Portugal, EPP/CD
LOVOCHKINA Yuliya, Ukraine, SOC
MARIE Didier, France, SOC
MARILOTTI Gianni, Italy, SOC
MEIRELLES Isabel, Portugal, EPP/CD
MEREZHKO Oleksandr, Ukraine, SOC
MOUTQUIN Simon, Belgium, SOC
PISCO Paulo, Portugal, SOC
RAMPI Roberto, Italy, SOC
SCHENNACH Stefan, Austria, SOC