//

ჰომოფობიური განცხადებით მაკდონალდს თავს ამჯერად ღარიბაშვილი ესხმის

ქართული ოცნება მაკდონალდსის წინააღმდეგ ჰომოფობიურ კამპანიას აგრძელებს. კომპანიას თავს ამჯერად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესხმის.

ღარიბაშვილის მოსაზრებით, მაკდონალდსის კამპანია “სრულიად მიუღებელი და ამორალური” იყო. რეალურად, მაკდონალდსი წიგნებს უძღვნის მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს და ბავშვებს მათ ცხოვრებაზე უყვება.

ღარიბაშვილი ამას პროპაგანდას უწოდებს.

“ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელ მაკდონალდსში მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს გლობალური კამპანიის ნაწილია და ამიტომ, ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, რომ მისასალმებელია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ “უცხოეთში, ბაღებსა და სკოლებში ზღვარგადასული პროპაგანდა მიმდინარეობს”, საქართველოში კი ეს არ მოხდება.

“მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა, როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმეში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებსა და ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა, “, – განაცხადა მან.

ბოლო პერიოდში მაკდონალდსი არაერთხელ გახდა მმართველი გუნდის წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ერთ-ერთი ბოლო თბილისის მერი კახა კალაძე იყო, რომელმაც რამდენჯერმე გააკეთა ჰომოფობიური განცხადება.

ელტონ ჯონზე მაკდონალდსის წიგნში ეწერა – “დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა”.
წინა

გაფიცული მაღაროელები თბილისში უვადო შიმშილობას იწყებენ

შემდეგი

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების