9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
„ამ მძიმე ამბების ფონზე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მივცეთ“ — ღვინის ქარხანა
ღონისძიების მიზანი ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხის შეგროვება, არსებულ რესურსებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა, საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა და უკრაინისთვის ორგანიზაციების, ინდივიდების, ბიზნესების გაერთინებაა.
ადგილზე დაგხვდებათ საუკეთესო ქართული ვენდორები, ფუდმარკეტი, ღვინო და კოქტეილები, სახალისო აქტივობები ბავშვებისათვის და რაც მთავარია – უკრაინული მუსიკა.
შემოსული თანხა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეძენას მოხმარდება.