ღვინის ქარხანა

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ. „ამ მძიმე

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

9 და 10 აპრილს, 14:00 საათიდან, ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

თუ შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება, ლამაზი ნივთების შეძენა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გსურთ, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

„ამ მძიმე ამბების ფონზე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მივცეთ“ — ღვინის ქარხანა

ღონისძიების მიზანი ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხის შეგროვება, არსებულ რესურსებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა, საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა და  უკრაინისთვის ორგანიზაციების, ინდივიდების, ბიზნესების გაერთინებაა.

ადგილზე დაგხვდებათ საუკეთესო ქართული ვენდორები, ფუდმარკეტი, ღვინო და კოქტეილები, სახალისო აქტივობები ბავშვებისათვის და რაც მთავარია – უკრაინული მუსიკა.

შემოსული თანხა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეძენას მოხმარდება.