ლგბტქი+ თემატიკის შემცველი შინაარსის გამო საუდის არაბეთმა Doctor Strange-ის მეორე ნაწილის ჩვენება აკრძალა.
ფილმის აკრძალვის მიზეზი ერთ-ერთი პერსონაჟი, ლესბოსელი ამერიკა ჩავეზია, Hollywood Reporter-ის ცნობით, სავარაუდოდ, ფილმი ქუვეითშიც აიკრძალება.
ჯერჯერობით ფილმის შინაარსი უცნობია, თუმცა მისი აკრძალვა ადასტურებს, რომ ამერიკა ჩავეზი ნამდვილად ლესბოსელია და სწორედ ეს გახდა აკრძალვის მიზეზი.
გასულ წელს მსგავსი პრობლემა შეექმნა მარველის ერთ-ერთ ფილმს, Eternals-ს, რომელიც საუდის არაბეთში, ქუვეითსა და კატარში აკრძალეს. აკრძალვის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ლგბტქი+ პერსონაჟები აღმოჩნდნენ. სამი ქვეყნის კინოთეატრები ფილმიდან ამ პერსონაჟების ამოჭრას ითხოვდნენ, თუმცა კინოკომპანიამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი ქლოი ჟაო გახლდათ, რომელიც ბედნიერი იყო კომპანიის ამ გადაწყვეტილებით.
მარველის ფანები ვარაუდობენ, რომ აკრძალვა შესაძლოა მარველის მომავალ ფილმს – Thor: Love and Thunder-საც შეეხოს, სადაც ვალკირი (ტესა ტომპსონი) ასგარდის მეფე ხდება და დედოფლის ძებნას იწყებს.
Doctor Strange-ის ახალი ნაწილი კინოთეატრებში მაისში გამოვა.