რატომ არის ლესბოსელთა ხილვადობის დღე მნიშვნელოვანი

26 აპრილი ლესბოსელების ხილვადობისა და მათი აღიარების დღეა. ეს დღე პირველად 2008 წელს აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეისთვის საერთაშორისო დონეზეც აღინიშნება.

26 აპრილი დიდ დატვირთვას ატარებს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლესბოსელი ქალებისთვის, არამედ მთელი ქვიარ საზოგადოებისათვის. ის შეიძლება თავშესაფრად ჩაითვალოს ლესბოსელებისთვის, რათა მათ დაცულად, აღიარებულად და მნიშვნელოვნად იგრძნონ თავი სამყაროში, სადაც ისინი ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციას და ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

ამ დღის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ისიცაა, რომ ადამიანებმა სტერეოტიპებსა და იმ მცდარ წარმოდგენებს გაუსწორონ თვალი, რომლებიც ლესბოსელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ.

საიდუმლო არ არის, რომ ლესბოსური საზოგადოება მარგინალიზებულია. მათ უფრო ხშირად ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, დეპრესია, კვებითი აშლილობა და შფოთვა) იმის ფონზე, თუ როგორი ემოციური სტრესის გავლა უწევთ მოზარდობისას, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. ხშირ შემთხვევაში, ამას ემატება ოჯახი, რომელიც გამოხატავს მათ მიმართ სიძულვილსა და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას.

თინეიჯერ გოგოებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ საიდუმლოდ შეინახონ თავიანთი სექსუალური იდენტობა, ეშინიათ, რომ ოჯახის მხრიდან მკაცრად დაისჯებიან, ან უარესი – სახლიდან მოუწევთ წასვლა. ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც მათ გვერდით არ ჰყავთ სანდო ადამიანები, რომელთა იმედიც ექნებათ და თავიანთ განცდებს გაუზიარებენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს არ აიდენტიფიცირებთ ლესბოსელ ქალად, თქვენ შეგიძლიათ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა ამ ქალების მიმართ, თუნდაც იმ ბარიერებისა და დაბრკოლებების აღიარებითა და დანახვით, რომლებსაც ისინი ხშირად აწყდებიან. როდესაც არ გვეშინია, გვერდით დავუდგეთ ჩვენს დებს, ეს შეიძლება ზოგიერთი ქალის ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი გახდეს.

ლესბოსელების ხილვადობის საერთაშორისო დღე არ არის მხოლოდ ლესბოსელი ქალების ზეიმი, ეს მთელ ლგბტქი საზოგადოებას, სხვადასხვა რასისა და ეროვნების ხალხს ეხება, რომლებიც ქვიარ უფლებებისთვის იბრძვიან.

წინა

ქვიარ პერსონაჟის გამო საუდის არაბეთში Doctor Strange-ის მორიგი ფილმი აკრძალეს

შემდეგი

პირველი პატიმარი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც შესაძლოა სქესის დადასტურების ოპერაცია ჩაუტარდეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების