„სუპერნატურალის“ მსახიობმა, მიშა კოლინსმა უარყო, რომ ბისექსუალია

გახმაურებული ამერიკული სერიალის, „სუპერნატურალის“ მსახიობი მიშა კოლინსი დაქამინგაუთდა და თქვა, რომ ბისექსუალია. თუმცა მოგვიანებით უარყო და ბოდიში მოუხადა ფანებს და ლგბტქი ადამიანებს შეცდომაში შეყვანის გამო.

ქამინგაუთი მსახიობმა ნიუ-ჯერსიში, „სუპერნატურალის“ ფანებთან შეხვედრის დროს გააკეთა. კითხვა-პასუხის დროს მსახიობმა თავის გულშემატკივრებს სამი კითხვა დაუსვა, ვინ არის თქვენს შორის ინტროვერტი, ექსტროვერტი და ბისექსუალი. კითხვების დასმის შემდეგ კი მსახიობმა თქვა, რომ თვითონ სამივეა.

მსახიობის ქამინგაუთს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, „სუპერნატურალის“ მრავალი ფანი Twitter-ით გამოეხმაურა მსახიობის ამ თამამ ნაბიჯს.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ მსახიობი სულაც არ აიდენტიფიცირებს თავს, როგორც ბისექსუალი ადამიანი და ბოდიში მოუხადა ფანებს შეცდომისთვის.

„ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო ამ შაბათ-კვირას გამართული არასწორი საუბრის გამო. ნიუ-ჯერსიში ფანთა კონგრესზე აუდიტორიასთან საუბრისას ვთქვი, რომ სამივე ვიყავი, ინტროვერტი, ექსტროვერტი და ბისექსუალი. ეს ჩემი მოუხერხებელი განზრახვა იყო თავიდან ამერიდებინა ჩემს სექსუალობაზე საუბარი. მაგრამ ისე გამოვიდა, თითქოს ბისექსუალი ვარ“. წერს მსახიობი ოფიციალურ მიმართვაში, სადაც ის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის შეცდომაში შეყვანის გამო.

“ეს არ იყო ჩემი განზრახვა, ამიტომ უნდა შევცვალო ჩვენება: მე არ ვარ ბისექსუალი, ვარ ჰეტეროსექსუალი, თუმა ამასთან ერთად ვარ ძლიერი მოკავშირე და ლგბტქი+ ადამიანების ბრძოლებს საკუთარ თავზე არ მივიწერ. მე სრულად მხარს ვუჭერ იმ იდეას, რომ ადამიანის უფლებები იქამდე მივიდეს, რომ ყველას შეგვეძლოს თავისუფლად და გულწრფელად გამოვხატოთ საკუთარი თავი და გვიყვარდეს ის ვინც გვიყვარს. ღიად და დაუფარავად”,  დაამატა მსახიობმა

“სუპერნატურალი” 2005-2020 წლების პოპულარული ამერიკული სერიალია, რომელიც ორი ძმის ისტორიას გვიამბობს. სერიალის 15 სეზონი და 300-ზე მეტი სერია იხილა მაყურებელმა. მიშა კოლინსი სერიალში 12 სეზონის განმავლობაში ასრულებდა ქვიარ ანგელოზის როლს.

 

 

წინა

ზურა მახარაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

შემდეგი

ბრიტანულმა სატელევიზიო არხმა „ადამიანი ობობას“ 2002 წლის ფილმიდან ჰომოფობიური ხუმრობა ამოჭრა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების