//

საგამოძიებო სამსახურმა აგვისტოში 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

უწყების ინფორმაციით:

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

წინა

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც რძალი მოკლა

შემდეგი

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების