პირველი თანასწორი ქორწინება ჩილეში

მას შემდეგ, რაც ჩილეში თანასწორი ქორწინების კანონი ამოქმედდა, სამოქალაქო ქორწინება პირველად გააფორმა გეი წყვილმა. ხავიერ სილვამ და ხაიმე ნაზარმა ისტორიული საქორწინო ფიცი კათოლიკური ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დადეს. წყვილი ქორწინებაზე 6 წლის განმავლობაში ოცნებობდა – მათ სურდათ, თავიანთი შვილების,  20 თვის კლემენტესა და 4 თვის ლოლას სრულუფლებიანი მშობლები გამხდარიყვნენ,  რაც კონსერვატიული სამხრეთ ამერიკის კანონების გამო აქამდე არ შეეძლოთ.

10 მარტს ხავიერსა და ხაიმეს კონსუელო და პაბლაც შეურთდნენ – ლესბოსელი წყვილი, რომელიც BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი ისევ და ისევ მშობლის სტატუსის მიღება იყო. წყვილს 2 წლის შვილი ჯოზეფინა ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩილეში ქვიარ წყვილებს შორებს სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება 2015 წლიდანაა შესაძლებელი, კანონი მაინც არ იყო მორგებული ქვიარ ადამიანების საჭიროებებს, განსაკუთრებით, შვილის ყოლის საკითხებში.

კონსუელოს და პაბლას შვილი ინ-ვიტრო განაყოფიერებით შეეძინათ და კანონმა ბავშვის მშობლად მხოლოდ პაბლა მიიჩნია, რაც ნიშნავს, რომ თუ ოდესმე წყვილი დაშორდება, კონსუელო მეურვეობას დაკარგვას.

ლგბტქი უფლებების ჯგუფის, Fundacion Iguales თანახმად, ჩილეში 300-მდე ქვიარ ოჯახია, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებას და შვილებზე კანონიერი უფლების მოპოვებას ელოდებოდნენ.

,,დღეიდან ჩილეში არიან ქმარი და ქმარი, ცოლი და ცოლი”, – წერს ტვიტერზე Movilh, ლგბტქი  უფლებების წამყვანი ორგანიზაცია ჩილეში.

2021 წლის დასაწყისში ჩილეს ყოფილმა პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ, თანასწორი ქორწინების ანგარიში დააჩქარა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში განიხილავდა ჩილეს კონგრესი. მან თქვა, რომ ჩილემ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვა. კანონი საბოლოოდ 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა და ამით ჩილე მსოფლიოში 31-ე და ლათინურ ამერიკაში მე-8 ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინების იდეას დაუჭირა მხარი.

 

 

 

 

 

 

წინა

კინოთეატრ ,,ამირანში” ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ გაიმართა

შემდეგი

მარიამ ჯვართავა – ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ერთ სივრცეში ვცხოვრობთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,