//

ნახეთ, როგორ შეიცვალა ლგბტქი უფლებები მთელ მსოფლიოში 2023 წელს

მთელს მსოფლიოში პრაიდის თვე ივნისში აღინიშნება. საინტერესოა როგორ შეიცვალა ლგბტქი თემის ცხოვრება მსოფლიოს გარშემო.

აშშ-ში GOP-ის ხელმძღვანელობით კანონპროექტების ტალღაა, რომელიც ეხება ტრანსგენდერების უფლებებს

ამ წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აშშ-ში უფრო მეტი ანტი-ლგბტქი კანონპროექტი წარადგინეს, ვიდრე ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამ კანონპროექტებიდან ბევრი ფოკუსირებული იყო ტრანსგენდერების უფლებებზე. კანონპროექტს ხელი მოაწერეს რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა ან პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც გადაკვეთეს დემოკრატი გუბერნატორების ვეტო.

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა მიმდინარე წელს განიხილა 500-მდე ანტი-ლგბტქი კანონპროექტი ქვეყნის ყველა შტატში და აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს კანონპროექტი არ გახდება კანონი, ისინი ყველა ზიანს აყენებს ლგბტქი ადამიანებს“.

მაისში, ჩრდილოეთ დაკოტამ სკოლებს აუკრძალა იმ პოლიტიკის მიღება, რომელიც მოითხოვს ტრანსგენდერი სტუდენტების ნაცვალსახელების გამოყენებას და მასწავლებლებს მოსთხოვა ეცნობებინათ მშობლები ან მეურვეები, თუ მათი შვილი ტრანსგენდერად იდენტიფიცირდებოდა. ასევე ინდიანამ მიიღო მსგავსი კანონმდებლობა.

ტეხასის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც კრძალავს სქესის შესაცვლელად საჭირო ჰორმონალური წამლების მიღებას. როდესაც გუბერნატორი გრეგ ებოტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, ტეხასი შეუერთდება სულ მცირე 17 სხვა შტატს მსგავსი აკრძალვით.

ფლორიდაში, გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს ლგბტქი უფლებებზე მიმართული რიგი კანონპროექტების შესახებ, მათ შორის არსებული აკრძალვის გაფართოება გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის სწავლების თავიდან ასაცილებლად – რომელიც თავდაპირველად საბავშვო ბაღიდან მესამე კლასამდე ვრცელდებოდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ფლორიდაში ანტიტრანსგენდერულ კანონმდებლობას უწოდა, როგორც „ცოდვილთან ახლო“. დეკემბერში მან ხელი მოაწერა ქორწინების შესახებ აქტს, რომელიც ანიჭებს ფედერალურ დაცვას ქვიარ წყვილების ქორწინებას. ეს იყო ბაიდენის პასუხი მრავალი შტატის ანტი ლგბტქი კანონმდებლობის მიმართ.

უგანდამ “დამძიმებული ჰომოსექსუალობისთვის” სიკვდილით დასჯა გამოაცხადა

უგანდას პრეზიდენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას ჰომოსექსუალობის გამო და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილითაც კი სჯის.

კანონი სიკვდილით სჯის მათ, ვისაც დამნაშავედ ცნობენ „დამძიმებულ ჰომოსექსუალობაში“, რაც მოიცავს ვინმეს ცდუნებას „არასწორი წარმოდგენის“ ან „არასათანადო გავლენის“ მიერ. Reuters-ის ცნობით, კანონი მოითხოვს 20 წლიან თავისუფლების აღკვეთას ჰომოსექსუალიზმის „ხელშეწყობისთვის“.

უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი აღმოსავლეთ აფრიკის ერში ლგბტქი თემებზე მზარდი დარბევის ნიშანია. იქ ჰომოსექსუალიზმი დიდი ხანია ისჯება ბრიტანეთის კოლონიური წესდებით დათარიღებული კანონებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ვოლკერ ტურკმა ამ კანონმდებლობას „მსოფლიოში ყველაზე ცუდი“ უწოდა.

ბულგარეთი კრძალავს იურიდიულად სქესის შეცვლას

ბულგარეთის უზენაესმა სასამართლომ თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ადამიანებს სქესის კანონიერად შეცვლას.

გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს არ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი რეგისტრირებული სქესი მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტებში.

მხოლოდ რამდენიმე მთავრობა უშვებს ლეგალურ გენდერულ ცვლილებას თვითგამოცხადების გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ საჭიროებს სახელმწიფოს ან სამედიცინო ჩარევას, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა ან ფსიქოლოგიური შეფასებები. მათ შორისაა დანია, არგენტინა და თებერვლის მდგომარეობით ესპანეთი.

პაკისტანის ისლამური სასამართლო ცდილობს გააუქმოს კანონი, რომელიც იცავს ტრანსგენდერ ადამიანებს

მაისში, ფედერალურმა შარიათის რელიგიურმა სასამართლომ, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემის უმაღლესი საფეხურის ნაწილია – დაადგინა, რომ 2018 წლის მნიშვნელოვანი კანონის ძირითადი დებულებები, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერების უფლებებს, იყო “არაისლამური”.

2018 წლის კანონმდებლობა კრძალავს ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციას და იცავს მათ ხელმისაწვდომობას იურიდიულ აღიარებაზე, სხვა უფლებებთან ერთად. უზმა იაკუბმა, პაკისტანის ტრანსუფლებათა ჯგუფის, ფორუმის ღირსების ინიციატივის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მიესალმა პაკისტანს მაშინ, როცა ტრანსგენდერების დამცველი კანონი მიიღეს და მას რეგიონში ლიდერი უწოდა.

მაისის გადაწყვეტილებამ უარყო კანონის ნაწილები, რომლებიც აღიარებს ტრანსგენდერი პირის იდენტობას, მართვის მოწმობის ან პასპორტის აღების უფლებას და მემკვიდრეობის უფლებას. ტრანს უფლებების აქტივისტები გეგმავენ შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პაკისტანის უზენაეს სასამართლოში.

მაგრამ 2018 წლის კანონის სამართლებრივი დაცვის მიუხედავად, დისკრიმინაცია და ძალადობა კვლავ გავრცელებულია ქვეყანაში, 2022 წელს 7 ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

კუბა ქვიარ წყვილების ქორწინებას უშვებს

სექტემბერში კუბამ ჩაატარა საეტაპო რეფერენდუმი, რომელმაც ქვიარ წყვილებს დაქორწინებისა და შვილად აყვანის უფლება მისცა.

კუნძულზე ამომრჩეველთა ორი მესამედი დაეთანხმა ცვლილებებს.

ქვეყნის ერთპარტიულმა კომუნისტურმა მთავრობამ, რომელიც ოდესღაც გეი მამაკაცებს აგზავნიდა იძულებით შრომის ბანაკებში, მხარს უჭერდა ცვლილებებს 2022 წლის რეფერენდუმში, სადაც პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა თქვა: „ხმის მიცემისას „კის“ თქმა ნიშნავს – თქვა -კი ერთიანობაზე, რევოლუციაზე, სოციალიზმზე“.

კუბა არ არის ერთადერთი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც გასული წლის განმავლობაში დაიწყო ლგბტქი უფლებების დაცვა. მაისში მექსიკამ გასცა პირველი პასპორტები არაბინარული ვარიანტით, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღწერა, როგორც „დიდი ნახტომი ხალხის თავისუფლებისთვის და ღირსება.” მთავრობის განცხადებით, ის მსოფლიოში მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს გააკეთა.

ტაივანი ქვიარ წყვილებს შვილად აყვანის უფლებას აძლევს

ტაივანმა მაისში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქვიარ წყვილებს აძლევს შვილად აყვანის უფლებას.

ტაივანის საკანონმდებლო ორგანო 2019 წელს გახდა პირველი აზიაში, რომელმაც ხმა მისცა ქვიართა ქორწინების აღიარებას და მას შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში თვითმმართველი კუნძული გახდა რეგიონული ლიდერი ლგბტქი უფლებების კუთხით.

ამ წლამდე ქვიარ წყვილებს არ შეეძლოთ ბავშვების ერთობლივად აყვანა, რომლებიც ბიოლოგიურად არცერთ მათგანთან არ იყვნენ დაკავშირებული. ტაივანის ლგბტქი ორგანიზაციები მიესალმნენ ცვლილებას, როგორც დიდ ნაბიჯს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისკენ.

წინა

“15 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, მან თავი მოიკლა” – პოლიციამ 1 პირი დააკავა

შემდეგი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების