თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:
- თებერვალში თბილისი პრაიდმა „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ მეორე სეზონი დაიწყო. პროექტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სოციალურ ქსელებში ან მათ მიღმა აქტიურად საუბრობს ლგბტქი თემებზე, ქვიარ თემის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ცვლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეები უკვე შეირჩნენ, „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ პირველი შეხვედრა კი 25 თებერვალს გაიმართება. სკოლა 10 კვირის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეები არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეძლებენ საუბარს. მათ შორისაა:
- ქვიარ აქტივიზმის ისტორია: ადგილობრივი და გლობალური გამოცდილებები;
- იდენტობის და ქვიარ პოლიტიკა;
- ლგბტქი უფლებები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
- ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;
- ქვიარ ხელოვნება და დრეგი, როგორც პოლიტიკური აქტივიზმი;
- ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა;
- მულტიმედია სოციალური ცვლილებებისთვის;
- ინტერსექციურო
ბა და სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობა; - სოციალური მოძრაობები და კამპანიების დაგეგმვა;
- ამბის თხრობის ხელოვნება;
- სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია თანამედროვე საქართველოში.
- 23 თებერვალს თბილისი პრაიდმა, საინიციატივო ჯგუფმა და კლუბმა „მტკვარზე“ უმასპინძლა მორიგ დრეგ-მეჯლისს, რომლის თემაც ამჯერად ჰოლივუდი იყო. თემის შესაბამისად, ღამე საოცრად ამაღელვებელი და გლამურული გამოვიდა. მაყურებელმა ახალი და უკვე საყვარელი დრეგ-შემსრულებლების ნომრები იხილა. მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიას ღია მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების მიმართ. ქართული ესტრადის დივამ მეჯლისის სტუმრებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა და საღამო ჟიურის წევრის რანგში გააგრძელა. დრეგ-მეჯლისზე ასევე ესტუმრნენ კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Anman (ანა-მარია ბურდული), Kordz & DRO.