თანასწორობის მოძრაობა „ქვიარ აკადემიის“ ლექციების კურსზე განცხადებების მიღებას იწყებს.
აკადემიის მიზანს წარმოადგენს ქვიარ პერსპექტივიდან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის განხილვა და ჩვენი ადგილის მოძიება არსებულ დომინანტურ თუ არადომინანტურ იდეოლოგიებში. ამავე დროს, აკადემიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, სადისკუსიო ველის გახსნა და ქვიარ მოძრაობის დღის წესრიგისა და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვა.
„ქვიარ აკადემიის” სილაბუსი და დისკუსიებისა თუ ლექციების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
„ქვიარ აკადემიის” კურსდამთავრებულები მიიღებენ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ასევე, აკადემიის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეები განახორციელონ “თანასწორობის მოძრაობის” მცირე გრანტების ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში ლექციები და დისკუსიები ჩატარდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით დისტანციურად (zoom-ის მეშვეობით) ან ფიზიკურ სივრცეში.
ფიზიკურ სივრცეში ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს.
„ქვიარ აკადემიაში” მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2 მარტისა
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თანასწორობის მოძრაობის ვებ-გვერდს