/

შანტალ უონგი – პირველი აზიელ-ამერიკელი ლესბოსელი ქალი, რომელიც ელჩის პოზიციაზე დაინიშნა

შანტალ უონგი, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის“ დირექტორია, გახდა პირველი ლესბოსელი ქალი და, ზოგადად, ლგბტქი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ელჩის რანგში მოემსახურება.

უონგი ამ პოსტზე გასულ ივლისს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხოლო სენატმა გასულ სამშაბათს აირჩია.

უონგი მანამდე იყო „კორპორაცია მილენიუმ ჩელენჯის“ ფინანსური ოფიცერი, ბიუჯეტის მმართველი „ნასაში“, ბიუჯეტის მართვის დირექტორი „თრეჟარი დეპარტმენტში“ და აშშ-ს წარმომადგენელი „აზიის განვითარების ბანკში“.

როდესაც ჯო ბაიდენმა უონგი წარადგინა, თეთრი სახლის პრესსამსახურმა ის აღწერა, როგორც „წამყვანი ავტორიტეტი საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაში, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება  მულტიდისციპლინურ დარგებში – ფინანსებში, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვაში.

უონგმა განაცხადა, რომ ის ინსპირირებული იყო კონგრესმენ ჯონ ლევისისგან, რომელიც დიდი ხანი იყო სამოქალაქო უფლებების ლიდერი. გასულ წელს, ფეისბუქ პოსტში, ლევისზე დაწერა: „მან მასწავლა სასარგებლო დაბრკოლებების გამოწვევა“.

უონგი თან ახლდა ლევისს მის ყოველწლიურ ვიზიტზე სელმაში, სადაც ის პოლიციამ სცემა 1965 წლის დემონსტრაციაზე, რომელიც არჩევნების ხმების უფლებების დაცვის გამო იმართებოდა და ნაცემი კონგრესმენის ვიდეოკადრებიც გადაიღო.

უონგი „კონფერენცია APA ლიდერშიფის“ დამაარსებელია, რომელიც აზია-ამერიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთა მოტივაციას ემსახურება, რათა მათ გააგრძელონ კარიერა საჯარო სამსახურებში.

ორგანიზაცია „ლგბტქ ვიქტორი ინსიტუტმა“, რომელიც ადვოკატირებდა უონგის ნომინირებასა და თანამდებობაზე დამტკიცებას, გასულ სამშაბათს გამოაქვეყნა მისასალმებელი განცხადება. ორგანიზაციის დირექტორმა ანიზ პარკერმა აღნიშნა: „ელჩი უონგი ახლა არის  აშშ-ის ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ლიდერი აზიაში და შესაბამის პოზიციაზეა იმისათვის, რომ ნაყოფიერად გამოიყენოს თავისი მაღალი კვალიფიკაცია და მნიშვნელოვანი გამოცდილება.

როგორც პირველი ღიად ლგბტქი ადამიანი მაღალი ელჩის რანგის პოზიციაზე, უონგი ასევე არის იმედის  სიმბოლო ლგბტქი ლიდერებისა და თემის წევრებისათვის მთელს მსოფლიოში. მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც ქვიარობა კრიმინალიზებულია და უგულებელყოფილია ამ ადამიანების  ქორწინების უფლება, მათ შორის მოიაზრებიან „აზიის განვითარების ბანკის“ წევრი სახელმწიფოებიც. მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა, მყარი განაცხადია ამ ქვეყნებისთვის.“

ლესბოსელთა უფლებების ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იმანი რუპერტ-გორდონმა პოზიტური განცხადება გაავრცელა უონგის დანიშვნასთან დაკავშირებით – „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაიკავა თანამდებობა, მან პირობა დადო, რომ გარდაქმნიდა აღმასრულებელ ორგანოს და ის მოიცავდა ჩვენი ერის სრულ მრავალფეროვნებას – ფერადკანიანებსა და ლგბტქი თემის წევრებს. მისი გადაწყვეტილება, რომ უონგი დაენიშნა თანანდებობაზე, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ბაიდენი დადებულ პირობას ასრულებს.“

წინა

10 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

ქვიარ სერიალები, რომლებიც თებერვალში გამოვა ეკრანებზე

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ