/

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ერთ დღეში 50 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ონლაინ პეტიციას ერთ დღეში 50 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან, პეტიციის ავტორები ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს მიმართავენ, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასაც გაუხსნან კარი.

„საქართველოს მოქალაქეები სრულად უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ ერთიან და განუყოფელ რეგიონად, რომელიც თანაბრად დგას რუსეთის აგრესიით, ოკუპაციით და ანექსიით გამოწვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დააკმაყოფილებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და, ანალოგიურად, კარს გაუხსნის საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პეტიციის ავტორები საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი – ღია საზოგადოება-საქართველო, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი და სხვა ორგანზიაციები არიან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 28 თებერვალს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ სურს, უკრაინა ევროკავშირში იხილოს.

ონლაინ პეტიციაზე ხელის მოწერა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

წინა

1 მარტი – ნულოვანი დისკრიმინაციის დღე

შემდეგი

Disney, Warnen Bros, Pixar და სხვა ჰოლივუდური კინოკომპანიები რუსეთში კინოგაქირავებას წყვეტენ

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ