1 მარტი – ნულოვანი დისკრიმინაციის დღე

იმ მენტალიტეტთან საბრძოლველად, რომელიც ძალადობას იწვევს, ნულოვანი დისკრიმინაციის დღე ყოველწლიურად 1 მარტს აღინიშნება. ეს დღე პირველად UNAIDS-ის დირექტორის, მიშელ სიდიბეს ინიციატივით გაჩნდა, 2013 წლის დეკემბერში, ხოლო 2014 წლის 1 მარტს პირველად აღინიშნა. UNAIDS-მა ხელი შეუწყო აივ/შიდსით დაავადებული ადამიანების დახმარებას, რომლებიც დისკრიმინაციას საკუთარი დაავადების გამო განიცდიან.

წლევანდელი ნულოვანი დისკრიმინაციის დღის თემაა „გააუქმე კანონები, რომლებსაც ზიანი მოაქვთ, შექმენი კანონები, რომლებიც გვაძლიერებენ.“ ეს თემა მიუთითებს აუცილებლობაზე, ვიბრძოლოთ და მივიღოთ ზომები იმ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია, რომელთა გამოც ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან. ზოგიერთი კანონი არა მხოლოდ ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებს, არამედ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოების ფუნდამენტური თავისუფლებისთვისაც.

ოფიციალური სიმბოლო, რომელიც ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს წარმოადგენს, არის პეპელა. პეპელა ფართოდ არის გავრცელებული სოციალურ ქსელებსა და იმ მოძრაობებში, რომელიც მხარს უჭერენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ნულოვანი დისკრიმინაციის დღე აძლიერებს და აერთიანებს სხვადასხვა მოძრაობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რაც გამოარჩევს და ადანაშაულებს ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, თუ ვინ არიან, საიდან არიან, ან ვინ უყვართ მათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთმა ამ დღეს მხარი დაუჭირა ლგბტქი თემს, რათა გაუქმებულიყო კანონის 377-ე პუნქტი, რომლის თანახმადაც ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლებოდა. კანონი საბოლოოდ 2018 წლის სექტემბერში გაუქმდა.

წინა

ქართველი მწერლები პრემიერმინისტრის გადაყენების მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ

შემდეგი

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ერთ დღეში 50 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების