AIHR
/

საჯარო უწყებები და მათი პროექტები, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”

ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებული რუსული კანონის ორივე ვერსიის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” ცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომელთა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია.

ამ ლოგიკას თუ გავყვებით, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა მოვიაზროთ როგორც სამინისტროები, ასევე, ქალაქების მერიები და მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო უნივერსიტეტები და საჯარო სკოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ყველა ზემოჩამოთვლილის მიერ განხორციელებულ აქტივობები ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი. ჩამოთვლილთაგან ყველას მიუღია დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

მაგრამ არ იქნება სწორი, ქართული ოცნების ლოგიკას მივყვეთ, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა და დონორების მიერ ფინანსური მხარდაჭერა აპრობირებული პრაქტიკაა, მით უმეტეს, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი საბიუჯეტო რესურსი, რომელიც მოქალაქეებისათვის ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოს. სწორედ ამ მიზნით, საჭირო ხდება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის, სამეცნიერო კვლევის, სასწავლო სტიპენდიისა და სხვა აქტივობების, ღონისძიებებისა და რეფორმების დაფინანსება დონორი ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, საჯარო უწყებები, კანონპროექტში არსებული კონკრეტული მუხლის შესაბამისად, მარტივად აარიდებენ თავს “აგენტად” რეგისტრირებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, “აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ ისეთი ააიპ, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის “სპორტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან “ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

თავად მმართველი პარტია ამბობს, რომ ?????. (აქ ჩასვი ქოცების განმარტება, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს არ ეხება და ეგ ისედაც გამჭვირვალეაო თუ რაღაც) (მსგავსი განცხადება ვერ მოვნახე, მაგრამ ზემოთ გაბოლდებულ ტექსტში განვმარტე, როგორ აარიდებენ თავს აგენტის იარყიყს თვითონ ) ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რაც აჩენს ეჭვს, რომ რუსული კანონპროექტის დამტკიცება მიმართულია საზოგადოების პოლარიზაციისა და დაქსაქსვისკენ, რაც, თავის მხრივ, არარსებული მტრისგან, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისგან “დასავლური გავლენის აგენტების” სახით მტრის ხატს შექმნის და მათ დემონიზაციას გამოიწვევს. აღწერილი პროცესები სამყარომ რუსეთში ამავე კანონის ანალოგის დამტკიცების დროს, 2012 წელს უკვე იხილა და შედეგებიც მოიმკო — ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ  რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

როგორც ძლიერი სახელმწიფოსთვის, ამავენაირად, ძლიერი არასამთავრობო სექტორისთვის საჭიროა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა სახელმწიფოსგან განსხვავებული, ალტერნატიული ხმები ისმოდეს, რომელსაც მედია და ადამიანის უფლებათა დაცვის განხორციელებისათვის მებრძოლი ორგანიზაციები ძალადობაგამოვლილი ბავშვებისა და ქალების, შშმ პირების, სექსუალური, რელიგიური და სხვა ნიშნით უმცირესობების, მეცნიერების, მშრომელებისა და ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, ფერმერების, მაღაროელების, უკანონოდ გათავისუფლებულების, დევნილებისა და სხვა მოწყვლადის ჯგუფების სახით აჟღერებენ.

გთავაზობთ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს და სერვისები ნაწილს, რომელიც სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა. ეს ყველაფერი აღებულია ღია წყაროებიდან, როცა ესა თუ ის უწყება თავად უთითებს ფინანსების წყაროს ვებგვერდზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს ვებგვერდზე შესვლისას, დონორების კატეგორიაში, გადავდივართ ახალ ბმულზე, სადაც დონორი ორგანიზაციების შესახებაა ინფორმაცია მოცემული. აღნიშნული სამინისტროს დონორებს შორის არიან:

  1. აშშ.სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA);
  2. კავკასიის ბუნების ფონდი;
  3. სურსათის სტანდარტები ავსტრალია ახალი ზელანდია (FSANZ);
  4. აგრარული ექპერტი;
  5. სასოფლო მეურნეობის სტატისტიკა;
  6. საერთაშორისო ეპიზოოტის ბიურო;
  7. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია;
  8. გაეროს განვითარების პროგრამა;
  9. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება;
  10. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი;
  11. ევროპის საინვესტიციო ბანკი;
  12. ათასწლეული გამოწვევის ფონდი-საქართველო;
  13. ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში;
  14. ევროპის სტატისტიკის სამსახური (EUROSTAT);
  15. საერთაშორისო სანგარიშსწორებო ბანკი;
  16. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი;
  17. ევროპის ცენტრალური ბანკი;
  18. ევროსასამართლო;
  19. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი;
  20. მსოფლიო ბანკი;
  21. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია;
  22. ევროპის სამეზობლო პროგრამა;
  23. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა;
  24. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო;
  25. OXFAM დიდი ბრიტანეთი;
  26. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა;
  27. შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის საგენტო – საქართველოს ოფისი;
  28. ადამიანი გაჭირვებაში (People in Need);
  29. ევროპარლამენტი;
  30. შვედეთის განვითარების სააგენტო – საქართველოს ოფისი;
  31. აგროსიახლეები;
  32. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია;
  33. კოდექსალიმენტარიუსი;
  34. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია;
  35. ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია;
  36. სურსათის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია;
  37. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;
  38. ინტერამერიკული განვითარების ბანკი;
  39. მსოფლიო ბანკის წარომადგენლობა საქართველოში;
  40. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში;
  41. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია;
  42. აზიის განვითარების ბანკი;
  43. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია;
  44. ევროკომისია;
  45. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
  46. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა;
  47. მერსი კორპსი;
  48. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობა საქართველოში;
  49. USAID პროექტი ზრდა საქართველოში;
  50. CARE international – საქართველოს ოფისი;
  51. საერთაშორისო სავალუტო ფონდი;
  52. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი USAID/REAP;
  53. გარემოსდაცვის და უსაფრთხოების ინიციატივა;
  54. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი;
  55. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი;
  56. Balkans & Black Sea Cooperation Forum;
  57. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია;
  58. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო;
  59. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონორი ორგანიზაციებს შორისაა და, ჯამში, 59 ორგანიზაციას მოიცავს.

საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულია არაერთი პროექტი, მათ შორის საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, რომლის დონორიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არიან, ხოლო ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ევროზე მეტს (616 046) შეადგენს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა პროექტმა მხარი დაუჭირა საკვებ სექტორში უსაფრთხოების გაუმჯობესებას ჰიგიენის სტანდარტების ამაღლებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფერმერებს, კონკურენტუნარიანები იყვნენ DCFTA მოთხოვნებთან მიმართებაშიც.

ასევე, დონორების მიერაა დაფინანსებული პროექტი სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით. აღნიშნული პროექტის დონორი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდია (GEF), ხოლო პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ დოლარზე მეტია (5 329 452). პროექტის მიზნად სახელდება სოფლად ეკონომიკურად ეფექტური მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ღირებული პრაქტიკის დანერგვას სასოფლო თემებისთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე დონორების ჩამონათვალს შორის არიან:

  1. აზიის განვითარების ბანკი;
  2. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი;
  3. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია;
  4. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო;
  5. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვის თანამშრომლობა;
  6. გაეროს განვითარების პროგრამა;
  7. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი;
  8. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება;
  9. გლობალური გარემოს დაცვის საშუალება;
  10. ევროკავშირი;
  11. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
  12. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი;
  13. ევროპის საინვესტიციო ბანკი;
  14. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო;
  15. მსოფლიო ბანკი;
  16. სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი;
  17. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი;
  18. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო;
  19. საფრანგეთის განვითარების სააგენტო.

ფინანსთა სამინისტროს დონორი ორგანიზაციების ჯამური რაოდენობა 19-ს შეადგენს.

ვებგვერდზე, ასევე, შესაძლებლობა გვაქვს მოვიძიოთ თითოეული პროექტი, რომელიც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ ფინანსდება. აღსანიშნავია, სამინისტროს ცნობით, რომ 2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი SDR-ი (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი) დაუმტკიცა “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში. იმჟამინდელმა პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, დიმიტრი ქუმსიაშვილმა კი განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის მიზანია გადამდები და არაგაამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება; გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით და ასევე გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევების წარმოება, ოფიციალურ ვებგვერდზე, დონორებისა და პარტნიორების კატეგორიაში, ჯამში, 24 დონორს ითვლის. მათ შორის არიან:

  1. შვედეთის მთავრობა;
  2. ჩეხეთის განვითარების სააგენტო;
  3. საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი”;
  4. გლობალური ფონდი;
  5. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC);
  6. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA);
  7. ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR);
  8. ახალი ინოვაციური დიაგნოსტიკის განვითარების ფონდი (FIND);
  9. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO);
  10. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი (  The Union- North America );
  11. იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAVI);
  12. ემორის უნივერსიტეტი;
  13. ევროკავშირი;
  14. ეკოჰელს ალიანსი;
  15. ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი;
  16. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF);
  17. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA);
  18. გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP);
  19. ებოტ ლაბორატორია (“ებოტი”);
  20. Center საერთაშორისო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრი ( ISTC );
  21. კემბრიჯის უნივერსიტეტი;
  22. ღვიძლის ინსტიტუტი და განათლებისა და კვლევის ფონდი (LIFER);
  23. EASL – International Liver Foundation;
  24. აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF).

აღსანიშნავია, რომ, NCDC-ის ცნობით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა ნებადართული, და მათი შესყიდვა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ან სხვა რომელიმე დონორი ორგანიზაციის მიერ. მსგავს პროგრამებს შორისაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გლობალური დაჩქარების გლობალური სტრატეგიის წევრობა, რომელთა ფარგლებშიც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA),  გაეროს ბავშვთა ფონდთან და ა.შ.

ასევე, გასათვალისწინებელი კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით.

ასევე, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი www.booking.moh.gov.ge, რომელზე მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, ხოლო აშშ-ის საელჩო საქართველოში – COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადასცა ულტრა დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საყინულეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა/დასაწყობებისთვის.

ამ და სხვა, დამატებით ინფორმაციას იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის დონორებისა და პარტნიორების შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ.

საერთაშორისო დახმარება საქართველოს საბიუჯეტო სახსრების გასაძლიერებლად

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილია ვებგვერდი eaims.ge, რომლის არქივშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნახოს, 2008 წლიდან 2022 წლამდე რა რაოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო სახელმწიფომ სხვადასხვა დროს დონორებისგან. საკვებით დახმარება, ჯანმრთელობის დაცვა, ენერგიის წარმოება (წიაღისეული საწვავი), საგზაო ტრანსპორტი, სამედიცინო მომსახურება, ურბანული განვითარება და მართვა, ჰიდროელექტროსადგურები და სხვა — ეს იმ მიზნობრიობათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გაძლიერებისათვის საერთაშორისო დონორებმა ქვეყანას გრანტი, სესხი ან/და სხვა სახის ფინანსური დახმარება გამოუყვეს.

ქართული ოცნების წევრები, ქვეყნის მმართველობის პერიოდში, აქტიურად იღებდნენ უცხოური დაფინანსებას სხხვადასხვა პროექტისათვის, რაც რიცხვობრივად ასე აისახება: არქივის თანახმად, საქართველომ საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის სახით, მხოლოდ 2022 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს —  6.9 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო — 2013 წლიდან დღემდე, ჯამში, 44.8 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

ამავე პორტალიდან ვიგებთ, რომ ქვეყანაში “აგენტების” უცხოურ დამფინანსებლებს შორის არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელმაც საქართველოში 99.5 მილიარდი დოლარი დახარჯა, განხორციელებულ და მიმდინარე, პროექტის ფარგლებში. მათ შორის, 2019 წლის პროექტი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გავლენის შეფასება და ელექტრონული ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის შეფასება, რომლის ბიუჯეტიც 121 362 დოლარს შეადგენს. ასევე, პროექტი მთავრობის ტექნიკური დახმარება საქართველოში დედიდან შვილზე აივ-ის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციისათვის, რომლის ბიუჯეტი 20 000 აშშ დოლარია.

ასევე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქვეყანაში 109,6 მილიონი აშშ დოლარი აქვს ინვერსტირებული ისეთ პროექტებში, რომელთა წილი მოიცავს როგორც სამოქალაქო მშვიდობიანობას, კონფლიქტის პრევენციასა და დარეგულირებას, ასევე — საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფეროს განვითარებას, სოფლის განვითარებას და ა.შ. მაგალითისთვის, მიმდინარე პროექტებს შორისაასაქართველოში დეცენტრალიზებული, ეფექტიანი და ინკლუზიური მმართველობის განვითარება, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის (EU) მიერ გაწეული წვლილი საქართველოს განვითარებასა და გაძლიერებაში. რიცხვობრივად აღნიშნული დახმარება 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტებს შორისაა, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი ევროკავშირის საქართველოს ფოკუსურ რეგიონებში 6.5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით. ასევე, კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება და ტრენინგი სამხრეთ კავკასიაში, რომლისთვისაც ქვეყანამ 13 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ასევე, ევროკავშირმა დააფინანსა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის (ENPARD), რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა პოლიტიკის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელების მეშვეობით. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სურსათის წარმოების ზრდასა და სოფლად სიღარიბის შემცირებას. პროგრამა ფოკუსირებულია სოფლად მცხოვრები ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნაზე, სახელმწიფოს დახმარებაზე ისეთი კანონების მიღებაში, რომლებიც ფერმერთა შორის კოოპერაციას უწყობენ ხელს. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია საგრანტო კომპონენტი ფერმერთა ჯგუფებისათვის, რათა მათ მოიპოვონ მასშტაბის ეკონომია. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირი ფარავს, 2.9 მილიონი აშშ დოლარია.

ასევე, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის, რომელსაც საგზაო ტრანსპორტი აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის იფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებდნენ, 228 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის განხორციელების შედეგად, პროექტის მეშვეობით, შენდება ახალი, ორზოლიანი შემოვლითი გზა, რომელიც მოქალაქეებს ბათუმამდე მიმავალ გზას შეუმოკლებს.

მნიშვნელოვანია, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებული დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში პირველადი სამედიცინო დახმარების მოწყობილობის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პრენატალური სამედიცინო აღჭურვილობის და ვაქცინებისთვის ცივი ჯაჭვის მოწყობილობების დამონტაჟებას ქალთა საკონსულტაციო კლინიკებში, დედათა და ბავშვთა სფეროში სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებისთვის. მისი ბიუჯეტი კი 2.3 მილიოანი აშშ დოლარია.

ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის, მეწარმეების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების უნარ ჩვევების, პროდუქტიულობის და საქმიანი კავშირების გაძლიერების შესაძლებლობას, რათა მათ წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და სამიზნე თემების გაძლიერებაში. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტი 24.6 მილიონი აშშ დოლარია.

შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომვე დააფუძნა USAID-ის კარტოფილის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფერმერების სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობის მდგრად გაუმჯობესებას. ამ მიზნის პროგრამა დაბალი პროდუქტიულობის ძირეული მიზეზების აღმოფხვრით და იმ კომერციული და ინსტიტუციური პლატფორმების შექმნით ახორიცელებს, რომლებიც ხელს შეუწობენ უწყობს კარტოფილის მდგრადი ბაზრის სისტემის გამყარებას. პროგრამის ბიუჯეტი 1.9 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელია და მათ შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ დეტალებში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატების მიერ დაარსებული ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული და ქართული ოცნების მიერ მხრდაჭერილი რუსული კანონის ორივე ვერსია წინააღმდეგობაში მოდის ინიციატორებთანაც და მათი ლოგიკით, საჯარო უწყებებს “უცხოური გავლენის აგენტად” აქცევს ყველა იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო საერთაშორისო დაფინანსებით ახორციელებს ნებისმიერ პროექტს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

 

სხვა სამინისტროები არ ჩანს იმ eaims-ზე? საძიებო ველში მოძებნე ყველაზე ცნობილი რაღაცები: NATO, ევროკავშირი, აშშ-ის საელჩო, USAID, იქნებ სოროსიც იყოს, თუმცა მაგდენი ფული არ აქვთ. ასევე, გაერო და გაეროს ორგანიზაციები. და კონრეტულად ჩამოწერე, მაგალითად, ნატომ ამდენი მისცა სახელმწიფოს/სამინისტროს ჯარისკაცების ფეხსაცმლისთვის, იუნისეფმა ამდენი მისცა ბავშვების კვებისთვის და ა.შ. გზები არ დაგავიწყდეს და სოფლად აშენებული რაღაცები.

წინა

რუსთაველზე სპეცრაზმი გამოვიდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ გამოიყენეს წიწაკის სპრეი

შემდეგი

თუ არ დაემორჩილებიან პოლიციას, გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს — შსს

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43