//

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის, ლილი მამაცაშვილის გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, ეროვნულ მუზეუმს მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება.

“გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს სამინისტროს წინააღმდეგ.

წინა

ჰომოფობიური განცხადებით მაკდონალდს თავს ამჯერად ღარიბაშვილი ესხმის

შემდეგი

მერია ამტკიცებს, რომ კურიერი კალაძის გინების გამო არ დაჯარიმებულა

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.