ფოტო 2017 წლის ათენის ღირსების მარშიდან. Costas Baltas / Reuters

საბერძნეთმა „გარდაქმნის თერაპიაში“ არასრულწლოვანთა ჩართვა აკრძალა

საბერძნეთმა „გარდაქმნის თერაპიაში“ არასრულწლოვანთა (თემის წევრებისა და სამედიცინო ექსპერტების მიერ მკაცრად დაგმობილი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად) ჩართვა და სარეკლამო მასალების გავრცელება აკრძალა.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო, ფსიქოლოგებსა და სამედიცინო მუშაკებს საზიანო პრაქტიკის ჩასატარებლად ადამიანის ცხადი და გაცნობიერებული თანხმობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ელით.

„ყალბი მკურნალობის მეთოდები ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანთა სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელი იყო და მშობლების მიმართვის შემთხვევაში, ბავშვების „განკურნება“ შეეძლოთ. ამ პრაქტიკას არც თერაპიასთან აქვს რაიმე საერთო და არც მეცნიერულად გამართლებულია“, — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა პარლამენტში გამოსვლისას.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2025 წლამდე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცვლილებებს ისახავს მიზნად.

პლევრისის თქმით, საბერძნეთი ინტერსექსი და ატიპური ქრომოსომებით დაბადებული ბავშვებისთვის ოპერაციის ჩატარებასაც აკრძალავს, რადგან მსგავსი ჩარევა რეპროდუქციულ ანატომიაზე გავლენას ახდენს.

წყარო: Reuters

წინა

გაიცანი უფლებადამცველი: ნათია გვიანიშვილის მრავალწლიანი ბრძოლა ლგბტქი უფლებებისთვის

შემდეგი

მეორე ოთახი – მაგდა კალანდაძის ღიად ქვიარ რომანი

ბოლო სიახლეები

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს.

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს

FacebookTweetLinkedInEmail მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს