ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ფილმების ფესტივალს, როზადან სიმონამდე აწყობს. აღნიშნული ფესტივალის 2023 წლის გამოშვების მთავარ თემად კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა სახელდება. საფესტივალო ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
WISG-ის მიერ დაანონსებული ღონისძიებაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც, ქალთა ხმის წარმოჩენით, აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.
“ვაჩნაძის ქუჩის” (2015) რეტროსპექტიული და “დადუ და ლანას” (2022) საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლია ჯაყელს კინოს გადაღების, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობის პრაქტიკაზე, შემოქმედებით და აქტივისტურ გამოცდილებებსა და ხედვაზე ესაუბრებიან.
ფესტივალის გახსნა და მისალმება
ვაჩნაძის ქუჩა – ლია ჯაყელი (2015, 40’, საქართველო)
შესვენება
დადუ და ლანა – ლია ჯაყელი (2022, 20’, საქართველო)
საუბარი დოკუმენტალისტ ლია ჯაყელთან
შესავალი სიტყვა
თხრა – ოკსანა კაზმინა (2022, 20’, უკრაინა)
ამინდის პროგნოზი – კამილა იანარი (2022, 9, უკრაინა)
შესვენება
ძიაპშიპად ყოფნის შესახებ – ანნა ძიაპშიპა (2018, 10’, საქართველო)
საუბარი ანნა ძიაპშიპასთან
შესვენება
გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები – კატაიუნ ჯალილიპური (2021, 12′, ირანი)
ბეღურა თავისუფალია – ნიკი კოჰანდელი (2021, 14′, ირანი)
დედას გარგრის კომპოტი – ნია ფეკრი (2020, 24′, ირანი)
წერილი დაუბადებელ ბავშვს – სეფიდე ფარსი (1988/2015, 4′, ირანი)
მინუეტი გაუჩინარებისთვის – მაამან რეზაე (2016, 6′, ირანი)
და მათი თვალები არ გვიყურებდა – მაამან რეზაე (2022, 2′, ირანი)
აბრეშუმის ოცნება – ნაჰიდ რეზაეი (2003, 43′, ირანი)
შესვენება
ჰერათი – სეფიდე ფარსი (2007, 85′, ირანი)