Primetime.ge
/

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 0-ის წინააღმდეგ მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია მოქალაქეებმა წარადგინა. მოგვიანებით კი, მმართველი პარტიიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება, თუმცა დასძინა, რომ გადაწყვეტილება “საბოლოო ჯამში” საპარლამენეტო უმრავლესობის მისაღებია.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად წარდგენის შესახებ. მათი თქმით, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე ­— გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას. აღნიშნული პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას.

გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე ­— გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.

მაშინ როდესაც, საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, მიგვაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს ამ კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერებს შორის არიან:

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  2. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  3. დემოკრატიის მცველები (DemDef)
  4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  5. მწვანე ალტერნატივა (Green Alternative)
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
  7. უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  10. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sovlab)
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  14. საფარი (Sapari)
  15. თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)
  16. ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)

ლევან იოსელიანმა ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს:



“ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში”, —
აღნიშნა იოსელიანმა.

ყოფილი ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასულ, 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, სახალხო დამცველის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებდა.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, წარდგენილი 19-ვე კანდიდატის პოზიციის განხილვა ჩავარდა. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.

წინა

ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ — Bedford Falls

შემდეგი

“ოცნების” ყოფილი დეპუტატები პარლამენტს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსული კანონპროექტების განხილვა

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ