Bedford Falls
ფოტო: Jokharidze Beka
//

ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ — Bedford Falls

მუსიკალური ჯგუფი, bedford falls რუსულ კანონთან დაკავშირებით წერს, რომ ქართული ოცნება უარყოფს საკუთარი მოქალაქეების ინტერესს და მათ ამ ღალატს არავინ აპატიებს.

“yo, თქვენ, – ვიღაც ჩინოვნიკებო, ვისი საქმეც ჩვენი კეთილდღეობაა, ვინც ამ კანონს თავხედურად გვტენით, ცდილობთ რომ რუსული რეჟიმის სატელიტი გაგხვადოთ და თან ამას ვითომ ქვეყნის ინტერესით ამართლებთ.

თუ გვართმევთ დასავლეთს, ესე იგი მომავალს გვართმევთ და მასთან ერთად ყველა იმ იმედს რაც კი შეიძლება რომ გვქონოდა, რადგანაც რუსული გავლენის ქვეყანაში იმედი არ არსებობს; არც ხელოვნება, არც თავისუფლება და არც სახელწმიფო.

ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ. დასავლეთს ზურგს აქცევთ, ფეხებზე იკიდებთ ევროკავშირის კანდიტატობის სტატუსს, უარყოფთ საკუთარი მოქალაქეების ინტერესს და მტერს საჯაროდ ეზასავებით. this is literally ღალატი და ღალატს არავინ დაგივიწყებთ.
So Fuck Putin, Fuck Putin’s buddies, Fuck ქართული ოცნების რუსული ინიციატივები და Fuck you for not doing anything about it, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ, ხალხო, თორემ ან დასავლური კურსის საქართველო გვექნება ანდა საქართველო საერთოდ აღარ იქნება”, — წერის bedford falls-ის განცხადებაში.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

ჩვენი მიმართვის საფუძველზე ეუთო/ოდირმა რუსული კანონპროექტის შესწავლა დაიწყო — ომბუდსმენის აპარატი

შემდეგი

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების