მსახიობი სამირა უილი და მისი შემთხვევითი ქამინგაუთი

მსახიობი სამირა უილი, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი სერიალებიდან Orange is the New Black და The Handmaid’s Tail, იმ ინციდენტზე ყვება, როდესაც შემთხვევით დააქამინგაუთეს.

“ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, საჯაროდ დაქამინგაუთებული მსახიობების შესახებ ისაუბრეს და ჩემი სახელი ახსენეს”, — აღნიშნა სამირამ.

მსახიობმა ამ ფაქტზე ადრეც ისაუბრა და იმედგაცრუება გამოხატა, რადგან ვერ მოახერხა ისე წარმოეჩინა საკუთარი თავი, როგორც თავად სურდა.

“წავიკითხე თუ არა მათი ინტერვიუ, უბრალოდ ცრემლები წამომივიდა. ჩემმა სარეკლამო აგენტმა ინტერვიუ ინტერნეტიდან 30 წუთში ამოიღო, მაგრამ რა არის 30 წუთი ინტერნეტში? მთელი სიცოცხლე”, — თქვა მან და აღნიშნა, თუ რამდენად შემაშფოთებელი იყო ეს სიტუაცია.

The Guardian-თან საუბრისას უილიმ აღიარა, რომ თავდაპირველად ყოყმანობდა მისი ამჟამინდელი როლის შესრულებაზე „მხევლის წიგნში“ რადგან მისი პერსონაჟი, როგორც Orange is the New Black-ის ფუსეი, ქვიარია.

უილიმ აღიარა, რომ გენდერულმა თვითგამოხატვამ და ინსტაგრამზე აქტიურობამ ადამიანებს მის სექსუალობაზე ვარაუდების გაკეთებაში ხელი შეუწყო. მსახიობის თქმით, ისინი არ ცდებოდნენ, მაგრამ სურდა, საჯარო ქამინგაუთი თავად გაეკეთებინა.

“ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც წამართვეს”, — თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევითი ქამინგაუთით იმედგაცრუებული იყო, უილიმ საბოლოოდ მეტი გეი პერსონაჟის როლის შესრულება გადაწყვიტა, მათ შორის, The Handmaid’s Tail-ში და როგორც თავად ამბობს, ახლა უფრო მეტად გრძნობს ამ გადაწყვეტილების სისწორეს.

“ახლანდელი გადმოსახედიდან, გულუბრყვილოა იმის თქმა, რომ გეი პერსონაჟების როლის მორგება არ მინდა. ჰეტერონორმატიულია იდეა, თითქოს ქვიარები ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით. მოირა (მხევლის წიგნის პერსონაჟი) სრულიად განსხვავებული და საკუთარ თავში გაცნობიერებული ადამიანია ფუსეისთვის. ტელევიზიით შავკანიანი გეი ქალის წარმოჩენა ჩემთვის სიძლიერესთან ასოცირდება. ბავშვობაში ამის ნახვას ვერასდროს შევძლებდი”, — განმარტავს მსახიობი.


შეგახსენებთ, რომ The Handmaid’s Tail-ის მეხუთე სეზონის პრემიერა Hulu-ზე ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება.

წინა

აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია აივ-ინფიცირების ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონებია

შემდეგი

სერბეთის პოლიციამ ევროპრაიდის მარში აკრძალა — ორგანიზატორები გაასაჩივრებენ

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ