აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია აივ-ინფიცირების ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონებია

გაეროს შიდსთან ბრძოლის ინიციატივამ (UNAIDS) აივ-შიდსის ეპიდემიის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი აივ-ინფიცირების ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია. 2021 წელს, რეგიონში აივ-ინფიცირების 160 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2010 წლის მონაცემებს 48%-ით აღემატება. შიდსთან დაკავშირებული გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა კი 32%-ით მაღალია.

ამასთან, აღნიშნულ რეგიონებში აივ პრევენციისა და მკურნალობის სერვისებით უზრუნველყოფაც არასაკმარისია. 2021 წლის მონაცემებით, აივ-ინფიცირებულთა მხოლოდ 63%-მა იცის საკუთარი სტატუსის შესახებ და მათი 81% (სულ ინფიცირებულთა 51%) მედიკამენტურ მკურნალობაშია ჩართული. აღსანიშნავია, რომ საფრთხისშემცველი ინექციური მკურნალობის პრაქტიკები რეგიონში კვლავ გავრცელებულია, მედიკამენტური მკურნალობა კი ხელმისაწვდომი არ არის უზბეკეთსა და თურქმენეთში.

UNAIDS-ის ახალი ანგარიშის თანახმად, “სტიგმა და დისკრიმინაცია აივ-შიდსის საპასუხო რეაგირების ეფექტურობას აფერხებს. მაგალითისთვის, გამოკითხული ტაჯიკი აივ-დადებითი ადამიანების მხოლოდ 23% აფასებს სტატუსის გაცხადების შემდეგ მიღებულ გამოცდილებას პოზიტიურად”.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა და კანონები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. სხვა ადამიანების აივ-ინფიცირება ან საკუთარი სტატუსის არგამჟღავნება კრიმინალიზებულია ყველა ქვეყანაში, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და ჩრ. მაკედონიის გარდა. სექს-სამუშაო და ნარკოტიკების მოხმარება ზოგიერთ ქვეყანაშია დეკრიმინალიზებული. გასულ 12 წელში ქვეყნების ნაწილმა: სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მოლდოვამ და ტაჯიკეთმა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სქესობირივი კავშირების დეკრიმინალიზებას მიაღწიეს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში გეი სექსთან დაკავშირებული სტიგმა და პოლიციის ძალმომრეობა კვლავ გავრცელებულია.

ანგარიში არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. 2025 წლისთვის საჭირო ფინანსები $3 500 მილიონია, რაც დღეისთვის აუცილებელ თანხას ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ აივ-ინფიცირებისა და შიდსის თანმდევი გართულებებით გარდაცვალების დინამიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გარდა ყველა სხვა რეგიონში იკლებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში აივ-ინფიცირების დინამიკა 2010 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 33%-ით გაიზარდა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით შემცირდა.

წინა

მსახიობი სიუზან სარანდონი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

შემდეგი

მსახიობი სამირა უილი და მისი შემთხვევითი ქამინგაუთი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების