კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის.

ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა ფონდი მოისმენს უკუკავშირს, კრიტიკასა და იდეებს, რასაც სამომავლო ცვლილებებში ასახავენ.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, წლევანდელი შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით გაიხსნება, რომლისთვისაც 60 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა და პრემიის მიმართ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების განწყობები გამოიკვეთა. პრეზენტაციის შემდეგ კი თამარ ცხადაძე, თამთა მელაშვილი და ნანა ფანცულაია გააკეთებენ მცირე მოხსენებებს.

ღონისძიება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, IOTA HOTEL Tbilisi გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალური სივრცეს იქნება გამოყოფილი, როგორც დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე, პირდაპირი თუ ანონიმური უკუკავშირის დასატოვებლად.

კატო მიქელაძის პრემიისთვის მიმდინარე, 2022 წელი საიუბილეოა და დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს. კატო მიქელაძის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტისა და ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის სახელობის პრემია ქალთა ფონდის მიერაა დაარსებული და ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. პრემიის მფლობელი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

წინა

ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

შემდეგი

მწვანეებმა ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკური პარტია დააფუძნეს

ბოლო სიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა

FacebookTweetLinkedInEmail “საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას

Georgian Airways-ის დირექტორის თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

FacebookTweetLinkedInEmail Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან

WISG: სფფ ქალი ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას დააფინანსებს

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე

მორგოშია: წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!

FacebookTweetLinkedInEmail მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა,