კატო მიქელაძის სახელობის პრემია

კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის. ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა

კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის.

ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა ფონდი მოისმენს უკუკავშირს, კრიტიკასა და იდეებს, რასაც სამომავლო ცვლილებებში ასახავენ.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, წლევანდელი შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით გაიხსნება, რომლისთვისაც 60 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა და პრემიის მიმართ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების განწყობები გამოიკვეთა. პრეზენტაციის შემდეგ კი თამარ ცხადაძე, თამთა მელაშვილი და ნანა ფანცულაია გააკეთებენ მცირე მოხსენებებს.

ღონისძიება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, IOTA HOTEL Tbilisi გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალური სივრცეს იქნება გამოყოფილი, როგორც დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე, პირდაპირი თუ ანონიმური უკუკავშირის დასატოვებლად.

კატო მიქელაძის პრემიისთვის მიმდინარე, 2022 წელი საიუბილეოა და დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს. კატო მიქელაძის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტისა და ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის სახელობის პრემია ქალთა ფონდის მიერაა დაარსებული და ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. პრემიის მფლობელი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.