Tolga Akmen /AFP / Getty Images

დიდი ბრიტანეთი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გარდაქმნის თერაპიას არ აკრძალავს

გაერთიანებულ სამეფოში ლგბტქი გარდაქმნის თერაპიის დასრულების მრავალწლიანი დაპირების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა წინა კვირაში გამოაცხადა, რომ თერაპია აიკრძალებოდა, მაგრამ არა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის.

ხუთშაბათს, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელმა საინფორმაციო მაუწყებელმა ITV-მ მოიპოვა ჯონსონის ოფისიდან გავრცელებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა მთავრობამ არ უნდა გააგრძელოს კანონმდებლობის შეცვლა ლგბტქი გარდაქმნის თერაპიის აკრძალვის შესახებ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ აკრძალვას მხარს დაუჭერდა, ჯონსონმა გამოაცხადა, რომ კვლავ ითხოვს გარდაქმნის თერაპიის აკრძალვას გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანებისთვის, მაგრამ ეს კანონი არ გავრცელდება ტრანსგენდერ ადამიანებზე.

ლგბტქი საზოგადოების დამცველებმა და გარდაქმნის თერაპიის მსხვერპლებმა ეს ცვლილება დაგმეს.

„როგორც ადამიანი, რომელმაც თითქმის 20-წლიანი გარდაქმნის თერაპიის პრაქტიკა გაიარა, რის გამოც ორჯერ ვიყავი საავადმყოფოში, ეს სრულიად მიუტევებლად მიმაჩნია. ეს ქმნის მტრულ გარემოს ლგბტქი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის“

– განაცხადა ერთ-ერთმა თერაპიის მსხვერპლმა Guardian-ის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გარდაქმნის თერაპია აღიარა, როგორც წამება და მსოფლიოს ქვეყნებს მისი აკრძალვისათვის გადაუდებელი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.

წინა

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 19 პირს პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი

აივ ინფექცია შესაძლოა მალე გაქრეს – გენეტიკური რედაქტირების უახლესი ტექნიკა

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.