/

ბექა მინდიაშვილი – რუსები ანადგურებენ საკუთარ სლავურ იდენტობას, სპობენ საკუთარ მშვიდ ძილსა და ნათელ სიზმრებს

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მოსაზრება

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ წერს

,,რუსები ახლა კლავენ ძმა ერს, კლავენ ნამდვილად თავის ღვიძლ ძმებსა და დებს, რუსები კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ ნათესავებს, ბებიებსა და ბაბუებს, მეგობრებს. რუსები კლავენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სხვებსაც, მაგრამ გამიზნულად და მთელი დაუნდობლობით უსწორდებიან სწორედ მართლმადიდებლებს – ეს დაუფარავად თქვა პუტინმა. რუსები ახლა კლავენ და ანადგურებენ საკუთარ ისტორიულ ფესვს, საკუთარი ისტორიის საწყისს, იმას, რაზეც დაფუძნდა რუსეთის ისტორიული არსებობა, კლავენ საკუთარ ისტორიულ დედა სამშობლოს, დედა ეკლესიას.

რუსები ახლა ანადგურებენ საკუთარ მითებს, არქეტიპებს,  საკუთარ წმინდა საფლავებს, ტაძრებს, წმინდანებს, რუსები ანადგურებენ საკუთარ სლავურ იდენტობას, სპობენ საკუთარ მშვიდ ძილსა და ნათელ სიზმრებს. რუსები ახლა ბოლოს უღებენ ასე სათაყვანებელ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდებსა და ისტორიას, სრულად ანადგურებენ საკუთარ ამ სიამაყეს, რადგან, მაგალითად, კიევი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ.

ახლა პუტინი უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს წინაშე ნამდვილად ახალი ჰიტლერია – მისი ცხრა მაისი უკვე დასრულებულია სამუდამოდ, მისი გეორგიევსკის ლენტები სამუდამოდ დამწვარია. პუტინი და ეს ურჩხული სახელმწიფო არის ძმის მკვლელი, მშობლის მკვლელი, საკუთარი მითების, წმინდანებისა და გმირობის მკვლელი, საკუთარი წმინდა საფლავების შემგინებელი, ქრისტეს მკვლელი სისხლიანი მკრეხელი.

პუტინის ეს ომი, შემზარავი და უგუნური ბოროტების გარდა, არის რუსეთის უდიდესი და გამანადგურებელი სირცხვილი, რუსებს ახლა უკვე მასობრივად რცხვენიათ  ამის გამო – ძმის, დის, დედის სისხლის გამო და რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად და აუტანლად შერცხვებათ, და შეეშინდებათ.

როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ამ ყველასგან მოძულებულ და სამარცხვინო კაენს ოდნავი შანსი, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი თვითონვე მოიკლას, თავის უკეთურ და სამარცხვინო არსებობას თავადვე დაუსვას წერტილი?!

დიახ, არ აქვს. პუტინი სინამდვილეში ახლა სასტიკად უსწორდება რუსული ურჩხულის არსებობას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იკლავს. პუტინი ახლა ამ თვითლიკვიდაციის ლოგიკით არსებობს, ამით არის შეპყრობილი და, ყველა შემთხვევაში, ეს ეშმაკეულობა მას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. 

ის ახლა იქცევა ზუსტად ისე, როგორ მისი როლ-მოდელი – ფიურერი. ოღონდ ეს წერტილი პუტინს იმაზე გაცილებით მალე დაესმება, ვიდრე ვინმეს წარმოგვიდგენია.”

წინა

ოლენა შევჩენკო – აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

შემდეგი

ქართველმა ჰაკერებმა Alt-info-ს საიტი და სხვა პრორუსული ვებგვერდები გათიშეს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი